სასამართლოს
გადაწყვეტილება
ტექნიკურად არის
საქართველოს
სახალხო
დამცველის
სარჩელის
მიღებასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილება.
სახალხო
დამცველის
სარჩელი
საკონსტიტუციო
სასამართლოს
წარედგინა 2016
წლის ივნისში,
რომლის მიხედვით
მოთხოვნილი იყო
თითქმის ყველა
ნარკოტიკული
საშუალების
დეკრიმინალიზაცია,
მაგრამ 2016 წლის
22 დეკემბერს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
მხოლოდ
ნაწილობრივ მიიღო
სარჩელი და
მიუთითა, რომ
სახალხო
დამცველმა,
როგორც
მოსარჩელემ ვერ
დაადასტურა რატომ
არ უნდა იყოს
გამოყენებული
ჯარიმა და
საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომა, როგორც
სისხლის
სამართლებრივი
სანქცია.
საკონსტიტუციო
სარჩელის მიღების
ეტაპზე
სასამართლოს
ასეთი მინიშნება
შეიძლება ითქვას,
რომ არის
გარკვეულწილად
ზოგადად სარჩელის
წარმატების
პერსპექტივაზე
ნეგატიური
ნიშანი. ამ მხრივ
კი, ყოველი
შემთხვევისთვის
უკვე ნათელია,
რომ მოცემული
სარჩელით
დეკრიმინალიზაცია
არ
განხორციელდება.
ამავე დროს 2016
წლის 22
დეკემბრის
გადაწყვეტილება
გამოძახილია
საკონსტიტუციო
სასამართლოს წინა
გადაწყვეტილებების,
როგორიცაა
წიქარიშვილი
პარლამენტის
წინააღმდეგ და
უზენაესი
სასამართლოს
(#N771,775,776,777,786,787,788)
წარდგინებები,
რომელ საქმეებშიც
სასამართლომ უკვე
დაადგინა, რომ
სისხლის
სამართლის
კოდექსის 260-ე
მუხლის მიხედვით
პირადი
მოხმარებისთვის
შეძენა ან
შენახვა 70
გრამამდე
გამომშრალი
მარიხუანის
ჩაითვალა, როგორც
არაპროპორციული
სასჯელი, როგორც
წამება,
არაადამიანური და
დამამცირებელი
მოპყობა და
სასჯელი; ხოლო
სისხლის
სამართლის
კოდექსის 273-ე
მუხლის მიხედვით
თავისუფლების
აღკვეთის
გამოყენება
მარიხუანას
მოხმარების გამო
ასევე
არაკონსტიტუციური.
საკონსტიტუციო
სასამართლო 22
დეკემბრის
გადაწყვეტილების
დასაშვებობასთან
დაკავშირებით
სამოტივაციო
ნაწილში
ძირითადად
მიუთითებდა, რომ
უკვე არსებობდა
სასამართლოს
ანალოგიური
გადაწყვეტილებები,
მაგ. წიქარიშვილი
პარლამენტის
წინააღმდეგ და
უზენაესი
სასამართლოს
წარდგინებები და
წარმოდგენილი
ამჟამინდელი
საქმე იძლეოდა
საკმარის
საფუძვლებს ამ
შემთხვევაშიც
არაკონსტიტუციურად
ყოფილიყო ცნობილი
მითითებული
კანონით
აკრძალული
ქმედებები.
ბოლო დროინდელი
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებებით
შეიძლება
უმთავრესად
დადგინდეს, რომ
ამჟამად
ადმინისტრაციული
ან სისხლის
სამართლებრივი
პასუხისმგებლობის
სახით
თავისუფლების
აღკვეთა
გაუქმებულია
გამომშრალი
მარიხუანის 70
გრამამდე პირადი
მოხმარების
მიზნით შეძენის
ან შენახვისთვის,
ასევე პირადი
მოხმარების
მიზნით
მარიხუანის
დამზადებისა და
მოხმარებისათვის,
მაგრამ კვლავ
არსებობს, როგორც
ადმინისტრაციული
ჯარიმა 500 ლარი,
სისხლის
სამართლებრივი
პასუხისმგებლობა
-
ჯარიმა სულ მცირე
1000 ლარი და
საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომა.
საქართველოში
მიმდინარე
განვითარებულმა
მოვლენებმა
აჩვენა, რომ
საზოგადოებისაგან
უფრო მეტი მზარდი
მოთხოვნაა
ნარკოპოლიტიკის
ლიბერალიზაციისკენ,
დეკრიმინალიზაციის
და მარიხუანის
ლეგალიზაციის
თვალსაზრისით. ამ
საკითხთან
დაკავშირებით
ბევრი სარჩელი
უკვე შესულია
საკონსტიტუციო
სასამართლოში,
იგივე სრული
დეკრიმინალიზაციის
და ლეგალიზაციის
მოთხოვნებით.
ლეგალიზაციასთან
დაკავშირებით
„ახალი
პოლიტიკური
ცენტრი -
გირჩი“-ს ლიდერი
ზურაბ ჯაფარიძეს
განცხადებით
საქართველოში
მარიხუანის
ლეგალიზაცია არის
ქვეყნის
ეკონომიკური
განვითარების
მნიშვნელოვანი
დიდი ბიძგი და
საფუძველი. 2016
წლის 31
დეკემბრის ახალი
წლის ღამეს,
როგორც მოქმედი
მთავრობის
წინააღმდეგ
მიმართული
პროტესტი
„გირჩი"
თავისი 500-ზე
მეტი
რეგისტრირებული
მთესველის და
ათასობით
მხარდაჭერის
მონაწილეობით და
მხარში დგომით
აპირებს დათესოს
მარიხუანა
თავისივე
პოლიტიკური
პარტიის ოფისში.
„გირჩმა“ უკვე
მნიშვნელოვანი
პოპულარობა
მოიპოვა და
ათასობით
მხარდაჭერიც
მიიზიდა თავისი
ოფიციალური
ფეისბუქ გვერდის
საშუალებით.
|