იურიდიული კონსულტაცია

 

 

უფლება ბლოგი

 
 

პირველი მარიხუანას აქცია თბილისში

 

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი

 

 
 

 

GeNPUD-ი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ

ნარკო პოლიტიკა საქართველო
26 მარტი, 2018 წელი

2018 წლის 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა მიიღო პრეცედენტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ჰუმანური ნარკოპოლოტიკისთვის"  (GeNPUD-ის) ოფიციალურად რეგისტრაციიის დაშვების შესახებ.  

სარჩელი GeNPUD-ის სახელით მომზადდა და სამართალწარმოება განხორციელდა ადვოკატ ლევან ჯორბენაძის დახმარებით, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით GeNPUD-ს უარი განუცხადეს სახელმწიფო რეესტრში ოფიციალურ

რეგისტრაციაზე. მოპასუხე საჯარო რეესტრის უარი ემყარებოდა მხოლოდ სახელის „დაწუნებას", რადგან მათი დასაბუთებით მეწარმეთა შესახებ კანონიდან გამომდინარე GeNPUD -ის სახელი - თითქოს მიიჩნეოდა, როგორც მცდელობა „უკანონო საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა", რაც უსაფუძვლო იყო და არღვევდა ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციის კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს. სარჩელში და სასამართლო პროცესზე სამართლებრივ არგუმენტებს შორის საჯარო რეესტრის წინააღმდეგ გამოყენებული იყო სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

GeNPUD-ის აღამასრულებელი დირექტორის კონსტანტინე ლაბარტყავას, ასევე ამავე ორგანიზაციის მმართველი წარმომადგენლების და წევრების განცხადებით სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება არის ჩვენი ინტერესთა ჯგუფის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი საშუალება და ახალი შესაძლებლობები, რომ ჩვენი ჯანმრთელობის და უფლებებისთვის თავად ვიბრძოლოთ და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უფრო მეტად გავაძლიეროთ. გადაწყვეტილება ამავედროს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე სიტყვის თავისუფლების, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების გზაზე.

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით