სტრატეგიას და
ლეგალიზაცია
შესაძლებელია ამ
სტრატეგიის ნაწილი იყოს.
ამავე პერიოდში
პრეზიდენტმა სააკაშვილმა,
ამჟამად პოლიტიკური
უმცირესობის ლიდერმა
სტუდენტებთან შეხვედრის
დროს განაცხადა, რომ მისი
პარტიის მმართველობის
პერიოდში სისულელე იყო
მარიხუანას გამო ხალხის
დაჭერა.
საპარლამენტო არჩევნების
წინა პერიოდში პოლიტიკური
კოალიცია „ქართული
ოცნების“ დაპირებული
საარჩევნო პროგრამის
მიხედვით
გადაიხედებოდა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
საკითხი
ნარკოტიკული
საშუალების
მოხმარებისათვის,
აგრეთვე
პირადი
მოხმარებისათვის
მისი
მცირე
ოდენობით
შეძენის
ან/და
შენახვისათვის (იხ. მე-11
გვ.).
მმართველი პარტია ქართული
ოცნება ხელისუფლებაში
2012 წლის ოქტომბრიდანაა,
მაგრამ ამ მიმართულებით
დღემდე
არავითარი, კერძოდ
ნულოვანი ტოლერანტობის
პოლიტიკის ცვლილება არ
მომხდარა. გარდა ამისა
2013 წლის შინაგან
საქმეთა სამინისტროს
განვითარების სტრატეგიის
დოკუმენტის მიხედვით
ნარკოტიკების
მომხმარებლები
იდენტიფიცირებული არიან,
როგორც პოტენციური
სამართალდამრღვევები,
რომლებიც ახორციელებენ
სხვა პიროვნებების ჩაბმას
ნარკოტიკების მოხმარებაში
(იხილეთ სტრატეგიის
ქვეპუნქტი 4.2.1.4).
საქართველოს რეგიონში
ერთ-ერთი
ყველაზე მკაცრი
ნარკოპოლიტიკა
აქვს
და „ანგარიშზე“ ძალიან
ბევრი მსხვერპლი
პიროვნება და ოჯახი.
მოქმედი კანონმდებლობით
ნარკოტიკების მოხმარება,
მცირე ოდენობით
(მარიხუანას შემთხვევაში
5 გრ.) შენახვა და შეძენა
პირადი მოხმარების მიზნით
დასჯადია 500 ლარი ჯარიმით ან ერთი თვით
ადმინისტრაციული
პატიმრობით. ამავე დროს 1
წლის განმავლობაში ამავე
დანაშაულის გამეორება
ითვალისწინებს
ნარკოტიკების
მომხმარებლის წინააღმდეგ
სისხლისსამართლებრივ
დევნას და სასჯელად
ზოგჯერ 5000 ლარის
ჯარიმას და 1 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას,
მაგრამ ჩამოყალიბებული
არაჰუმანური და ბუნდოვანი
პრაქტიკის გამო
ნარკოტიკების
მომხმარებლების
უმრავლესობა ისჯება
სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლით,
რაც გულისხმობს 11, 7-14
წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას,
ამავე დროს ფუნდამენტური
სამოქალაქო უფლებების
ჩამორთმევას.
გასათვალისწინებელია, რომ
არ არსებობს ნარკოტიკების
კატეგორიზაცია და რაიმე
პრაქტიკული განსხვავება
დილერს, იშვიათ
მომხმარებელს, კომერციულ
დილერს და ნარკოტიკებზე
დამოკიდებულ
მომხმარებლებს შორის.
როგორც ცნობილია ამჟამად
იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შექმნილია
კომისია, რომელიც კვლავ
მუშაობს და ამზადებს
ცვლილებებს ნარკო
კანონმდებლობაში
საქართველოს
პარლამენტისთვის
წარსადგენად. |