იურიდიული კონსულტაცია

 

 

პანღური და ნარკოტიკები

 

 მეთადონური მკურნალობის წესი ციხეში

 

მეთადონური ჩანაცვლებითი თერაპია ქალაქ ქუთაისშიც დაიწყო

 

მეთადონური მკურნალობა ციხეში

 

მეთადონური მკურნელობა საქართველოში

 

დუმილის მენტალიტეტი

 
 
ალკოჰოლი, ნარკოტიკები

და ტრანსპორტი

ალკოჰოლი ტრანსპორტი

საქართველოს კანონმდებლობით:

! სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჯარიმდება 150 ლარით

! სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის  მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ჯარიმდება 170 ლარით

! განმეორებით წლის განმავლობაში

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარი

ნარკოტიკები ტრანსპორტი

! სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით
! იმუნიტეტით" მოსარგებლე პირების მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის  ჯარიმდება 300 ლარის ოდენობით
 
პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან; ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები.
 

ჯარიმის გადაუხდელობა ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში იწვევს საურავის დაკისრებას. შემდგომი 30 დღეში ჯარიმის და საურავის გადუხდელობა კი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას გამოიწვევს. 

 
პოლიციელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ გამოიხატება ხელის ჟესტით ან კვერთხის „სიგნალის" მიცემით, სასტვენთან ერთად, აგრეთვე ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით; „სიგნალი" უნდა იყოს მძღოლისათვის გასაგები და მიეცეს ისეთ დროს, როცა მისი შესრულება არ შექმნის საავარიო ვითარებას.
 

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილე ადვოკატს უფლება აქვს გაეცნოს საქმის ყველა მასალას; განაცხადოს შუამდგომლობანი; იმ პირის დავალებით, რომლმაც იგი მიიწვია და მისი სახელით შეიტანოს საივარი საქმის გამო მიღებულ დადგენილებაზე, აგრეთვე მოითხოვოს საქმის შეწყვეტა თუ  

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა არ არსებობს;
ადმინისტრაციული სამართალდარღვევს არ შესრულებია 16 წელი;
ადმინისტრაციული სამართალდარღვევი შერაცხადია;
ადმინისტრაციული სამართალდარღვევი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობისა ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;
არსებობს სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები
 
თუ პირს პირველად აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გარკვეული ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია შეუმციროს მას აღნიშნული უფლების ჩამორთმევის ვადა, ამასთანავე, ასეთი შემცირება დაიშვება დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ.
 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით