იურიდიული კონსულტაცია

 

 

ნარკოტიკების კვლევის გამოძახილი (2010)

 

გიორგი თორთლაძეს ინიციატივა

 

პანღური და ნარკოტიკები

 

დაპირისპირება ნარკო პოლიტიკს რეფორმისთვის

 

უფსკრული იდეალურსა და რეალურ შორის

 

ნარკო პოლიტიკა საჯარო ინტერესის სფეროა

 

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ტრანსპორტი

 

 მეთადონური მკურნალობის წესი ციხეში

 

ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 2-4 თვის შემდეგაც ხერხდება

 

კანონმდებლობა  ნარკო პოლიტიკის სფეროში

 

საქართველო ნარკო პოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე

 

ახალი ნარკოპოლიტიკა  ახალი საქართველოსთვის

 

მიხეილს სააკაშვილი აცხადებს, რომ 8000 ნარკოტიკების მომხმარებელია დაკავებული

 

 

ლეგალიზებული მარიჰუანა

 

  მეადონური მკურნალობა საქართველოში

 

ამერიკული Happy End-ი საქართველოში     და მთედონური მკურნალობა

 

ეპიდსიტუაცია საქართველოში

 

ყველა  ციხეში!

 

ევრო საბჭოს გამოცემა: ეთიკა   და ნარკომანია

 

 
 

  ზაზა მცირე მეწარმეა და თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს. ზაზა საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილს განეკუთვნება, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის თუ რა ხდება მის გარშემო. მის მიერ მოყვანილი მოსაზრებები ნარკომანიის შესახებ უკავშირდება საზოგადოების ამ ნაწილთან ურთიერთობას, ამ სენით დაღუპულ მეგობრებს, თვითშეგნებას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მიმაჩნია, რომ ქვემოთ მოყვანილი მისი მოსაზრებებით, რომლის დაწერა მე მას თავად ვთხოვე, ამ საიტზე განსათავსებლად, იგი საზოგადოების ნამდვილ გულსტკივილს გამოხატავს.

ლევან ჯორბენაძე

Drug Policy Georgia © 2005 წელი
 

დუმილის მენტალიტეტი

 

ზაზა ლომთაძე
როცა შსს-მ ფონიჭალაში პირველი სპეცოპერაცია ჩაატარა "ბარიგის" ასაყვანად, იმ მომენტში ერთ-ერთმა დიდუბელმა 300 მეტრში იყიდა წამალი, იქვე გაიკეთა და ადგილზე მოკვდა. ეს ჩემს ნაცნობთა შორის მეოთხე იყო.

 

  ნარკომანიას მე სატანურ ყულფს დავარქმევ. როგორც კი ამ ყულფში ვინმე თავს შეყოფს, უკან გამოსვლის შანსი აღარ აქვს, გარდა ერთი პროცენტისა. ამას თავად ნარკომანებიც აღიარებენ. დანამდვილებით ვიცი, ამ კატეგორიას ყველაზე მეტად შვილის მომავალი აღელვებთ. თითოეული თავს იგიჟებს, რომ მისი შვილი ნარკომანი არ გახდება. ამიტომ, პირველ რიგში, თვითონ ნარკომანებს უნდა ვთხოვოთ – დაგვეხმარეთ, თქვენი და ჩვენი შვილების გადასარჩენად!

 არავინაა დაზღვეული რომ ხვალ თუ ზეგ შესაძლოა ან ნარკომანი გახდეს, ანდა ნარკომანიის თანმხლები სხვადასხვა ვირუსით დაავადდეს. უკვე არა ერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ექიმთან ვიზიტისას ვიღაცას ჰეპატიტი, უარეს შემთხვევაში შიდსიც კი შეეყარა.ქედან გამომდინარე, თითოეულმა დაავადებულმა საჯაროდ თუ არ განაცხადა, რომ რომელიმე ექიმთან ვიზიტისას

დაავადდა, საზოგადოება ყოველთვის დარწმუნებული იქნება, რომ ექიმი მისთვის ღმერთია. ეს მაშინ, როცა უკვე უამრავი ფაქტია იმისა, რომ საავადმყოფოებში ადამიანები სხვადასხვა ვირუსით

ბრძოლა ახალგაზრდების გადარჩენისთვის უნდა დაიწყოს

ავადდებიან და, რომ არა ამ დაავადებულთა ხმამაღალი განცხადებები, ამაზე არავინ დაფიქრდებოდა. თუ ნარკომანი დარწმუნებული იქნება, რომ მისი ცუდი მაგალითით მისი და სხვისი შვილებისთვის საფრთხე არ იქნება, ის მზდაა ყველაფერი გააკეთოს ამისთვის. ასეთი ნარკომანი შესაძლოა ისეთ თვითშეგნებამდე მივიდეს, რომ საკუთარი თავიც გადაირჩინოს და სხვაც. თუმცა, რეალურად მხოლოდ ერთი პროცენტია, რომ ნარკომანმა წამალს თავი დააღწიოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ბრძოლა 99 პროცენტის წინააღმდეგ გაცილებით ძნელია, ამიტომ ბრძოლა ახალგაზრდების გადარჩენისთვის უნდა დაიწყოს.

 

  სიგარეტს დღეს ნარკოტიკი ჩაენაცვლა. ადრე თუ ეკითხებოდნენ – როგორ სიგარეტი არ მოგიწევია? ახლა, როგორ? წამალი არ გაგიკეთებია? როგორ არ გაგიკეთებია?! აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებს უკიჟინო, რომ
არ გაიკეთო, სასაცილოა. ახალგაზრდა თუ არ დარწმუნდება, რომ 4-5 "კაიფით" ცხოვრებას დაინგრევს, ის წამლის მავნებლობას ძნელად დაიჯერებს. ადამიანი კი, რომელიც წამლის მავნებლობის აზრზე არ არის, რაც უნდა პროფესორი იყოს ტოქსიკურ საკითხში, ყოველთვის გამოცდილ ნარკომანზე ნაკლები იცის, ამიტომ, წამლის სისასტიკე მან უშუალოდ ნარკომანისგან უნდა მოისმინოს. ახალგაზრდას "ლომკა" ძველმა ნარკომანმა უნდა აუხსნას, ამას სხვა ვერ აუხსნის.

ადამიანი კი, რომელიც წამლის მავნებლობის აზრზე არ არის, რაც უნდა პროფესორი იყოს „ტოქსიკურ" საკითხში, ყოველთვის გამოცდილ ნარკომანზე ნაკლები იცის

 ერთი სიტყვით, აუცილებელია, ახალგაზრდებს მაგალითებით ვაჩვენოთ ნარკომანთა დანგრეული ცხოვრება. რაღაც ფორმით უნდა მოხდეს ნარკომანების დაყოლიება, რომ ახალგახრდებს უთხრან: შვილებო, მე ნარკომანი ვარ, დიდი ხნის მომხმარებელი, ეს, მე თქვენს ასაკში შეუგნებლად დავიწყე, ერთხელ ორჯერ,

სამჯერ და დღეს გამოსავალი აღარ მაქვს. მერწმუნეთ, ამის საჯაროდ მთქმელი ნარკომანების მოძებნა არც ისე ძნელია. პრესით, ტელევიზიით თუ რადიოთი, სავალდაბულო უნდა გახდეს გადაცემები კონკრეტულ ნარკომანებზე – ვის, როგორ დაენგრა ცხოვრება. ის, რომ ვიღაცამ მაისურზე რაღაც დაიწერა და ტელევიზიით რაღაც ფრაზა ისროლა, მასხარაობაა.

   

 პრეზიდენტსაც უზარმაზარი ბერკეტი აქვს. ჩვენმა პრეზიდენტმა მოახერხა რომ დღეს ჰიმნს ვმღერივართ, მოახერხა რომ დროშა შეგვაყვარა და მიხარია, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე, რატომ არ ცდილობს, რომ

ის, რომ ვიღაცამ მაისურზე რაღაც დაიწერა და ტელევიზიით რაღაც ფრაზა ისროლა, მასხარაობაა

ნარკომანიის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაც ეროვნულ რანგში აიყვანოს? მისი ქარიზმის პატრონი ამას აუცილებლად შეძლებს. როცა ის პატრიოტებს შეხვდა ველოდი, რომ ერთ წინადადებას მაინც იტყოდა ნარკოტიკებზე, მაგრამ არაფერი უთქვამს. არადა მას შეუძლია, ამ საქმეს ხელი მოკიდოს და ჩვენი ახალგაზრდების დანაკარგი მინიმუმადე დავა. ვიღაც მაინც გაიკეთებს", მაგრამ თუ 10 იკეთებდა", სამი გაიკეთებს". აღარავის აინტერესებს ეს შოუები, ანტინარკოტიკულ კამპანიას თავად პრეზიდენტი უნდა ჩაუდგეს სათავეში.

ახალგაზრდები თავად ნარკომანებისაგან უნდა გათვითცნობიერდნენ

  ამ სენი განსაკურნებლად საჭიროდ მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები გათვითცნობიერდნენ არა მხოლოდ ცნობილი სახეების დახმარებით, პირველ რიგში ნარკომანებისაგან. თუ კი რომელიმე ნარკომანი დათანხმდება, რომ საჯაროდ გამოვიდეს და თავად მოყვეს,

ნარკომანის დამკავებელი პოლიციელის გმირად შერაცხვას იმ ნარკომანების გმირად შერაცხვა სჯობს ვინც თავიც გადაირჩინა და 10 სხვაც

როგორ დაენგრა ცხოვრება, ახალგაზრდებს დაუმტკიცებს, რომ თუ წამლის კეთებას" დაიწყებენ თავი შეზიზღდებათ. ასეთი ნარკომანის მოსმენა ნებისმიერი პოლიტიკოსის ყურებას სჯობს. ნარკომანის დამკავებელი პოლიციელის გმირად შერაცხვას იმ ნარკომანების გმირად შერაცხვა სჯობს ვინც თავიც გადაირჩინა და 10 სხვაც. გაცილებით ეფექტურია, რომ საზოგადოებამ ნარკომანისგან გაიგოს: როგორ გადააგდო წამალი? როგორ ფიქრობენ, რომ მისი შვილი არ გახდეს ნარკომანი? რა გზით? და ა.შ.
 
 ბოლო ორი წლის მონაცემებით საქართველოში 300 ათასი ნარკომანია, რომელსაც გინდა კითხოთ როდის დაიწყო ნარკომანობა, გეტყვით, რომ 15-19 წლის ასაკში, ამიტომ პირველ ეტაპზე სჯობს შეარჩიონ 10 ისეთი ნარკომანი, რომელმაც თავი დაანება, ან ვერ დაანება წამალს და მასმედიით იქნება, პატრიოტულ ბანაკებში თუ სად არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ახალგაზრდებმა გაიგონ განარკომანობის შემთხვევაში რასთან ექნებათ საქმე. გაუთვითცნობიერებლად ახალგაზრდას რომ შესთავაზო ნარკოტიკი, ის შეცდება...
   

სწორედ ეს სიჩუმეა ამდენი სიკვდილის მიზეზი

 შს მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მეზობელი სომხეთი ჩვენნაირ პოლიციაზე ოცნებობს, ეს მაშინ, როცა სომხეთი ნარკო დამნაშავის მაჩვენებლით ბევრად გვჯობია საქართველოს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – სომხეთში
ნარკომანიის პრობლემა ეროვნულ რანგშია აყვანილი. რაღაც მინიმალური პროცენტი იქაც იკეთებს წამალს,
მაგრამ ნარკომანიასთან ბრძოლა იქ სახელმწიფო ნებაა.
 

დუმილის მენტალიტეტია შესაცვლელი

 

  როცა შსს-მ ფონიჭალაში პირველი სპეცოპერაცია ჩაატარა `ბარიგის” ასაყვანად, იმ მომენტში ერთ-ერთმა დიდუბელმა 300 მეტრში იყიდა წამალი, იქვე გაიკეთა და ადგილზე მოკვდა. ეს ჩემს ნაცნობთა  შორის მეოთხე იყო. შსს-მ უნდა შექმნას ნარკოტიკით გარდაცვლილთა სტატისტიკა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკომანიით საქართველოში მრავალი ადამიანი გარდაიცვალა. მათი სიკვდილის მიზეზის შესახებ საზოგადოების რაღაც ხუთმა პროცენტმა თუ იცის. ანუ, გარდაცვლილთა ახლობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ

სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ინფარქტი და ა.შ. დიაგნოზი დასახელდეს. პირველ რიგში სწორედ ეს დუმილის მენტალიტეტია შესაცვლელი, ესაა გასაქანი, რომ ხვალ ვიღაც წამალს გაიკეთებს და მას დავმარხავთ, სწორედ  ეს სიჩუმეა ამდენი სიკვდილის მიზეზი და ვიდრე ასე გაგრძელდება, დაუცველი იქნება თვითონ ნარკომანიც, ჩვენი შვილებიც და საერთოდ, მომავალი თაობა.
 
 ნარკომანმა "ლომკა”, რომ მოიხსნას წამალი თუ არ გაიკეთა" შესაძლოა მოკვდეს. უამრავ ნარკომანს ტირილით უთქვამს, აღარ მინდა ნარკომანობა, მაგრამ რა ვქნა, წამალი რომ არ ვიშოვო "დავიბრიდებიო". "ლომკის" დროს ნარკომანი ყველაფერზე წამსვლელია, ამას კი თვითგადარჩენის ინსტიქტით აკეთებს. აქედან გამომდინარე, შს მინისტრს უნდა ეთხოვოს, რომ მომხდარ დანაშაულთა გრაფას, რომელშიც ჩამოთვლილია დღის განმავლობაში მომხდარი დანაშაული დაემატოს კიდევ ერთი გრაფა - რამდენი გარდაიცვალა ნარკოტიკით.
 

როგორ უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ "სუბოტექსი"
ეკონომიკურ ბერკეტად

 
 ჰიტლერის ცნობილ მოსაზრებას, რომ დავუჯეროთ და ნარკომანები წყალში ჩავძიროთ, საქმეს არ ეშველება. აბა რა გავაკეთოთ? არ ვამბობ რომ ნარკომანი შევიცოდოთ, თვალცრემლიანებმა შევყუროთ თქვე საწყლებო... ეს მათაც აღიზინებთ, მაგრამ შანსი აუცილებლად უნდა მიეცეთ და ეს შანსი მათ სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს.
 
 როგორც ვიცი, ამ ეტაპზე 200 ნარკომანზეა დაფინანსებული მეადონით მკურნალობა. 300 000 კაცში 200 ზღვაში წვეთიც არაა. არ ჯობია სამი ტანკით ნაკლები იყიდონ, 10 კმ-ით ნაკლები გზა დააგონ, სამი სახლით ნაკლები შეღებონ და თანხა მოიძებნოს იმ ნარკომანებისთვის, ვისაც თავის გადარჩენა უნდათ? ნუთუ არ უნდა აშენდეს მათთვის 10, ან 20 ოთახი, სადაც მათ მკურნალობის საშუალება ექნებათ?
   

უმჯობესია დაყაჩაღების ნაცვლად ნარკომანებმა წამლის სურვილი მათთვის საგანგებოდ გამოყოფილ შენობაში დაიკმაყოფილონ

 სუბოტესი დღეს ჰეროინთან აქვთ გაიგივებული. ეს არასწორი მიდგომაა, ასე არც-ერთ ქვეყანაში არ ხდება. არადა, ძალიან მარტივად, სუბოტექსი შესაძლებელია სახელმწიფომ ეკონომიკურ ბერკეტად გამოიყენოს თვით დამნაშავეობასთან ბრძოლაშიც კი. 
 100 ნარკომანიდან რამდენს აქვს სუბოტექსის ყიდვის თანხა, რომელიც შავ ბაზარხე 130 დოლარი ღირს? ვიყოთ ოპტიმისტები და ვთქვათ, რომ 50-ს, აქედან რამდენია დანაშაულის ჩამდენი? ყველა, მაგრამ აქაც ვიყოთ ოპტიმისტები და ვთქვათ 25. დღეში რამდენს ურტყამენ დანას თუ აგურს დაყაჩაღების მიზნით და რამდენს კლავენ?
 
 აქედან გამომდინარე, უმჯობესია დაყაჩაღების ნაცვლად ნარკომანმა წამლის სურვილი მათთვის საგანგებოდ გამოყოფილ შენობაში დაიკმაყოფილონ. ხომ ფაქტია რომ ნარკომანმა წამალი უეჭველად უნდა გაიკეთოს, ანდა მოკვდეს. ის თავს არ მოიკლავს, იყაჩაღებს, ან მსგავს დანაშაულს ჩაიდენს. გაძვირდება ნარკოტიკი? ეს ნიშნავს, რომ თუ მოხმარებელი დღეში ერთს აყაჩაღებდა, რომ ფული ეშოვნა, დღეში უკვე 2-3 უნდა დააყაჩაღოს. აქედან გამომდინარე, უპრიანია მთავრობამ თვითონ ჩამოიტანოს კაპიკებად ღირებული სუბოტექსი და ხელი შეუწყოს საკუთარ მოქალაქეებს. ამით საზოგადოებასაც დაეხმარებიან, ნარკომანებსაც და მოისპობიან სუბოტექსის ჩამომტანებიც. იმას თუ როგორ მოიყვანონ ასეთი მიდგომა კანონთან შესაბამისობაში, ეს სახელმწიფომ მოაგვაროს.
 
 სუბოტექსი, როგორც ეკონომიკური ბერკეტი უიაფესი ჯდება. ევროპაში აღიარებულია, რომ სუბოტექსი ნარკოტიკის შემცვლელი პრეპარატია. გინდა კაიფი” - აჰა სუბოტექსი და არ იყო დამნაშავე. არის ეს თუ არა ეკონომიკური ფაქტორი? თუ მეტყვიან, რომ ეს კანონით არ შეიძლება ვეტყვი – აბა რა შეიძლება? ყოველდღე გვაყაჩაღონ? 7 ევრო ღირს, აქ 130 დოლარად ყიდიან. გააძვირებენ, უფრო მეტს იყაჩაღებს.
 
 სუბოტექსი დღეს ძირითადად საზღვარგარეთიდან ავტომანქანებით მოვაჭრეებიდან შემოდის. სუბოტექსის შემომტანი ფაქტობრივად ბარიგა არ არის, რადგან მისი შემომტანი ვიღაცაა, ვინც მაგალითად საზღვარგარეთ მანქანების ჩამოსაყვანად წავიდა. ასეთები ერთ

თუ მთავრობა სუბოტექსს ეკონომიკური ბერკეტისთვის გამოიყენებს, ამ მეთოდმა დიდი შანსია გაამართლოს

ფირფიტა სუბოტექს იღებენ, ჩამოაქვ და კი არ ყიდიან, აბარებენ ნარკომანს ვისაც კავშირი აქვს ბარიგასთან. სქემა დაახლოებით ასე გამოიყურება: ჩამომტანი წამალს უბნის ნარკომანს აძლევს, რომელსაც ბარიგასთან მიაქვს. თუმცა, დღეს, ისეთი ტენდენცია წავიდა, რომ ნარკომანებს წამალი უკვე ბარიგასთანაც აღარ მიაქვთ, შემომტანისგან თავის ზახოდს” იტოვებენ და დანარჩენს თავად ყიდიან. ასე წამლის ფულს შოულობს, რადგან მას ყაჩაღობა არ უნდა. ასეთებს შუალედური რგოლი ქვით. წამალზე დამოკიდებული ნარკომანიც ასე "ფუჭდება".
 
 მაშინ როცა ჩამომტანს ეცოდინება, რომ სუბოტექსს 100 და 130 დოლარად ვეღარ გაყიდის, რადგან წამალი უკვე სახელმწიფოს შემოაქვს, მას აღარ მოუნდება ევროპიდან მისი გამოყოლება. ასეთი შემომტანები ეკონომიკურად მოისპობიან რადგან ეცოდინებათ, რომ მას შეულედური რგოლი ვეღარ გაუსაღებს და ჩამოტანას შეეშვება.
 
 მოსახლეობას რომ ეუბნები, რომ 1000 ლარს მოგცემ და დამირეკეო, სიჩერჩეტეა. სახელმწიფომ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას რომ ნარკომანსაც და საზოგადოებასაც იმედი ქონდეს. დღესვე რომ დაიჭირონ ყველა ბარიგა, ხვალ უფრო მეტი იქნება, მაგრამ თუ მთავრობა სუბოტექს ეკონომიკური  ბერკეტისთვის გამოიყენებს, ამ მეთოდმა დიდი შანსია გაამართლოს...
 

დასაწყისი