იურიდიული კონსულტაცია

 

უფლება ბლოგი

 

ლეგალიზაციიდან ერთი წლის შემდეგ აშშ-ს კოლორადოს შტატის წარმატება

 

პირველი მარიხუანას აქცია თბილისში

 

აივ ინფიცირებული დაჯარიმდა მედიკამენტ ეფავირენზის გამო

 

ახალი კანონმდებლობა აივ/შიდსის შესახებ

 

ნარკო პოლიტიკა დიდი პოლიტიკისთვის

 

მკურნალობის წიგნიერების და ადვოკატირების სახელმძღვანელოები

 

რა არის ნათქვამი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშ

 

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები

 

„C” ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის  სამედიცინო მომსახურების გაწევის სტრატეგია

 

 გაიდლაინები ნარკოტიკების მოხმარებლების დასასჯელად

 

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო გვაფრთხილებს   ადამიანების ჯანმრთელობის შესაძლო ტოტალურ გაუარესებას განვითარებად ქვეყნებში

 

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ტრანსპორტი

 

 მეთადონური მკურნალობის წესი ციხეში

 

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში

 

ახალი ნარკოპოლიტიკა  ახალი საქართველოსთვის

 

ამერიკული Happy End-ი საქართველოში     და მთედონური მკურნალობა

 

შიდსის და კანონის შესახებ გლობალური კომისიის რეგიონალური დიალოგი

 

კანონმდებლობა  ნარკო პოლიტიკის სფეროში

 

მეთადონური მკურნელობა საქართველოში

 

დუმილის მენტალიტეტი

 

ყველა  ციხეში!

 

გლობალური ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების დაცვის მონაცემთა ბაზა ოფიციალურად ამოქმედდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 

 
GeNPUD-ი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ
ნარკო პოლიტიკა საქართველო
26 მარტი, 2018 წელი

2018 წლის 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა მიიღო პრეცედენტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ჰუმანური ნარკოპოლოტიკისთვის"  (GeNPUD-ის) ოფიციალურად რეგისტრაციიის დაშვების შესახებ.  

სარჩელი GeNPUD-ის სახელით მომზადდა და სამართალწარმოება განხორციელდა ადვოკატ ლევან ჯორბენაძის დახმარებით, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით GeNPUD-ს უარი განუცხადეს სახელმწიფო რეესტრში ოფიციალურ რეგისტრაციაზე. მოპასუხე საჯარო რეესტრის უარი ემყარებოდა მხოლოდ სახელის

„დაწუნებას", რადგან მათი დასაბუთებით მეწარმეთა შესახებ კანონიდან გამომდინარე GeNPUD -ის სახელი -  თითქოს მიიჩნეოდა, როგორც მცდელობა „უკანონო საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა", რაც უსაფუძვლო იყო და არღვევდა ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციის კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს. სარჩელში და სასამართლო პროცესზე სამართლებრივ არგუმენტებს შორის საჯარო რეესტრის წინააღმდეგ გამოყენებული იყო სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

GeNPUD-ის აღამასრულებელი დირექტორის კონსტანტინე ლაბარტყავას, ასევე ამავე ორგანიზაციის მმართველი წარმომადგენლების და წევრების განცხადებით სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება არის ჩვენი ინტერესთა ჯგუფის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი საშუალება და ახალი შესაძლებლობები, რომ ჩვენი ჯანმრთელობის და უფლებებისთვის თავად ვიბრძოლოთ და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უფრო მეტად გავაძლიეროთ. გადაწყვეტილება ამავედროს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე სიტყვის თავისუფლების, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების გზაზე.

 
GeNPUD-ის აღმასრულებელი დირექტორი გაეროს სესიაზე ნარკოტიკების მსოფლიო პრობლემის დოკუმენტის შესახებ
ნარკო პოლიტიკა საქართველო
21 ოქტომბერი, 2017 წელი

2017 წლის 26-28 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებულ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) შტაბ-ბინაში ნარკოტიკების კომისიის" (Commission on Narcotic Drugs (CND)) სესიაზე გაიმართა გაეროს გენერალური ანსამბლეის (UNGASS) მიერ მიღებული ნარკოტიკების მსოფლიო პრობლემის დოკუმენტის შესახებ შემდგომი დისკუსია, სადაც გაეროს წევრი   

ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლობებთან ერთად სესიაზე მონაწილეობის მისაღებად ნარკოტიკებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის (Vienna NGO Committee on Drugs) ორგანიზებით მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და სადაც თემი-ინტერესთა ჯგუფი თავად წარმოადგენდა თავის პრობლემას საკუთარი გამოცდილებიდან.  გაეროს აღნიშნული ოფიციალური სესია სათემო ორგანიზაციებისთვის იყო ეფექტური შესაძლებლობა თავიანთი ხმა მიეწვდინათ მსოფლიო ლიდერებისთვის ნარკოპოლიტიკის სფეროში და სწორედ იმ პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება, რომლის შეცვლაც მნიშვნელოვანია ქვეყნებში მოქმედი არაეფექტური ნარკოპოლიტიკის პირობებში.

საქართველოდან სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლის სტატუსით მიწვეული იყო კონსტანტინე ლაბარტყავა - ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD)-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც 28 სექტემბერს სესიაზე დამსწრეთა ყურადღება სწორედ გაამახვილა საქართველოში არსებული იმ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაზე, რომლის სასტიკი და ძალადობრივი ქმედებები ყოველდღიურად ლახავს ადამიანის უფლებებს, ღირსებას და ებრძვის ადამიანების მომავალს (იხილეთ მოკლედ ტექსტი ბმულზე CND-ს ოფიციალურ ბლოგზე), რადგან საქართველო კვლავ რჩება რეგიონში ქვეყანად, სადაც ნარკოტიკების პირად მოხმარებასთან დაკავშირებული ქმედებების გამო ადამიანებს უმოწყალოდ დევნიან, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ასევე სესიაზე გაჟღერდა, რომ საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელი არაპროპორციულია, უთანაბრდება და აჭარბებს ისეთი მძიმე დანაშაულების კატეგორიას, როგორიცაა: ტრეფიკინგი, გაუპატიურება, მკვლელობა, წამება.

კონსტანტინე ლაბარტყავამ თავისი სიტყვა დაასრულა იმ ძირითადი გზავნილით, რომ არამარტო ნარკოპოლიტიკის, არამედ ყველა პოლიტიკის ამოსავალი წერტილი და სამიზნე უნდა იყოს ადამიანი, მისი თავისუფლება და სიცოცხლე.

სესია ინტენსიურად მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში, რომელზეც ოფიციალური გამოსვლები ქონდათ, როგორც წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ესტონეთი, ჩინეთი, თურქეთი და სხვა. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესტონეთიდან ყურადღება გაამახვილა, იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო პრობლემა ნარკოტიკებზე არ შეიძლება გადაწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნით. სახელმწიფოებმა შეიძლება მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა მკურნალობა, პრევენცია, საგანმანათლებლო საკითხები. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიმართავენ ამ ღონისძიებებიდან ერთ-ერთს მაინც, როგორც ალტერნატივას დასჯის სანაცვლოდ, ამავე დროს ევროკავშირის უახლოესი ნარკოპოლიტიკაც უპირატესობას ანიჭებს ალტერნატივების გამოყენებას დასჯის ნაცვლად, ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გენდერის საკითხიც. ამიტომ მოვუწოდებთ სხვა წევრ ქვეყნებს მიმართონ იგივეს და გამოიყენონ განათლება, პრევენცია, სოციალური რეაბილიტაცია; დიდი ბრიტანეთი - უნდა დავრწმუნდეთ, რომ მკურნალობა და სერვისები ხელმისაწვდომია დისკრიმინაციის გარეშე; თურქეთი - ყურადღებას ამახვილებს, რომ პრევენცია იწყება ოჯახიდან; ჩინეთს ჯერავს, რომ დასჯა კონვენციებიდან გამომდინარე სახელმწიფოების დისკრეციაა, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს პროპორციულობაზე და ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ასევე ადამიანის უფლებებზე; არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-დან Help Not Handcuffs ყურადღება გაამახვილა ამჟამად აშშ-ში ისეთ მზარდ პრობლემაზე, როგორიცაა ჰეროინით გამოწვეული ზედოზირებები, წარმომადგენელი, რომელიც წარსულში თავად მოიხმარდა ნარკოტიკებს აღნიშნავდა, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა ძირითადად სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. ადამიანის გარდაცვალება ხდება, როდესაც მათ იძულებით რთავენ გარკვეულ პროგრამებში; ასევე 27 სექტემბერს შესაბამის თემატურ სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ოპიოიდების ხელმისაწვდომობის საკითხებს, ვენის ნარკოტიკებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის (VNGOC) წარმომადგენლის პროფესორ ოლივერის განცხადებით რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას შეუძლია ხელი შეუშალოს მკურნალობის და ტკივილის მართვის საკითხებში ოპიოიდების ხელმისაწვდომობას და მის ამ მნიშვნელოვანი მიზნებით გამოყენებას. სესიის მსვლელობისას, როგორც ოფიციალური წევრის სახელმწიფოების, ისე სამოქალაქო-სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ასევე ისეთ საკითხებზეა, როგორიცაა: გენდერი და ამ მხრივ ქალი მსჯავრდებულებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ქალები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, არსებული სტერეოტიპების გამო უფრო მეტად ხდიან მათ გაუპატიურების და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლებს; ინვესტირება პრევენციასა და განათლებაში; ადამიანის უფლებები უნდა იყოს პრიორიტეტი ყოველი ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას.

სესიას არ ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენლობა, რაც კვლავ განამტკიცებს იმ მოსაზრებას და ქვეყანაში ზედმიწვენით იმ მოვლენების სარკისებურ აშკარა გამოხატულებას, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ გააგრძელებს არაადამიანურ/რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას და პარლამენტი არც კი ეცდება მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების, მისი საკუთარი ამომრჩევლების უკვე არაერთხელ წარდგენილი, ამჟამადაც ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მიერ მომზადებული ნარკოკანონმდებლობის მნიშვნელოვან ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მკვეთრად საზოგადოების საკეთილდღეოდ შეცვლის არსებულ სიტუაციას.   

 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირებისთვის
ნარკო პოლიტიკა საქართველო
19 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო თავისუფლების აღკვეთა კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირებისთვის. გადაწყვეტილება გამოტანილია 2017 წლის 14 ივლისს, ბათუმში.

საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის თებერვალში წარედგინა, საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეებს ბრალი ედებოდათ სხვადასხვა ოდენობის 266 გრამამდე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირებისთვის. 266 გრამი კანაფი არის

განსაკუთრებით დიდი ოდენობა, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე.

მორიგი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მარიხუანას ეხება, მაგრამ ამჯერად დათესვა, მოყვანა და კულტივირებას, კვლავ, დაფუძნებულია მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც მიუთითებს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.       

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს ნარკოპოლიტიკის ცვლილებებში უმნიშვნელოვანესია, აგრეთვე იმ ფონზე როდესაც პარლამენტი საშემოდგომო სესიებისთვის აპირებს განიხილოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარდგენილი კანონისპროექტის პაკეტი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ქმედებების დეკრიმინალიზაციის შესახებ. ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ბევრია ისეთი სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევა შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე მდგრადი ცვლილება ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაპირებები და ნებები.

 
საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს არაკონსტიტუციურად ნედლ მარიხუანის გამო დაპატიმრებას
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
19 თებერვალი, 2017 წელი
2017 წლის 15 თებერვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით #3/1/855, რომელიც ეყრდნობა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თეა ლეონიძის წარდგინებს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა თავისუფლების აღკვეთა 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვის გამო. მოსამართლე თეა ლეონიძემ წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის გამო.

2016 წლის 28 ოქტომბერს მოსამართლე თეა ლეონიძემ შეაჩერა სისხლის სამართლის საქმე სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას მის წარდგინებასთან დაკავშირებით. მოსამართლე თავის წარდგინებაში აღნიშნავდა, რომ კანონი 100 გრამამდე ნედლ მარიხუანასთან მიმართებაში უფრო მკაცრია ვიდრე 70 გრამამდე მარიხუანასთან მიმართებაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად გამოცხადა 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა და შენახვა საქმეში - წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ.

სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინების საქმეში მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ 70 გამომშრალი და 100 გრამი ნედლი მარიხუანიდან გამომდინარე არავითარი განსხვავებული მახასიათებლები და საფრთხეები არ მომდინარეობდა, სწორედ ამიტომ არაკონსტიტუციურად ცნო 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვის გამო თავისუფლების აღკვეთა.

 
დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაცია და საკონსტიტუციო სასამართლო
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
ადვოკატი
31 დეკემბერი, 2016 წელი

2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამომშრალ მარიხუანასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად ცნო თავისუფლების აღკვეთა ორივე: ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ადმინსტრაციული სამართლადარღვევათა კოდექსის (მუხლი 45) მიხედვით პატიმრობის გამოყენება უკანონო შეძენის, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო და ასევე სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 273) მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების,  შეძენისა და შენახვის  გამო.

სასამართლოს გადაწყვეტილება ტექნიკურად არის

სასამართლოს გადაწყვეტილება ტექნიკურად არის საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა 2016 წლის ივნისში, რომლის მიხედვით მოთხოვნილი იყო თითქმის ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია, მაგრამ 2016 წლის 22 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო სარჩელი და მიუთითა, რომ სახალხო დამცველმა, როგორც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, როგორც სისხლის სამართლებრივი სანქცია. საკონსტიტუციო სარჩელის მიღების ეტაპზე სასამართლოს ასეთი მინიშნება შეიძლება ითქვას, რომ არის გარკვეულწილად ზოგადად სარჩელის წარმატების პერსპექტივაზე ნეგატიური ნიშანი. ამ მხრივ კი, ყოველი შემთხვევისთვის უკვე ნათელია, რომ მოცემული სარჩელით დეკრიმინალიზაცია არ განხორციელდება.

ამავე დროს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება გამოძახილია საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებების, როგორიცაა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ და უზენაესი სასამართლოს (#N771,775,776,777,786,787,788) წარდგინებები, რომელ საქმეებშიც სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით პირადი მოხმარებისთვის შეძენა ან შენახვა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ჩაითვალა, როგორც არაპროპორციული სასჯელი, როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყობა და სასჯელი; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანას მოხმარების გამო ასევე არაკონსტიტუციური. საკონსტიტუციო სასამართლო 22 დეკემბრის გადაწყვეტილების დასაშვებობასთან დაკავშირებით სამოტივაციო ნაწილში ძირითადად მიუთითებდა, რომ უკვე არსებობდა სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილებები, მაგ. წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ და უზენაესი სასამართლოს წარდგინებები და წარმოდგენილი ამჟამინდელი საქმე იძლეოდა საკმარის საფუძვლებს ამ შემთხვევაშიც არაკონსტიტუციურად ყოფილიყო ცნობილი მითითებული კანონით აკრძალული ქმედებები.

ბოლო დროინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეიძლება უმთავრესად დადგინდეს, რომ ამჟამად ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთა გაუქმებულია გამომშრალი მარიხუანის 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენის ან შენახვისთვის, ასევე პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის დამზადებისა და მოხმარებისათვის, მაგრამ კვლავ არსებობს, როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ჯარიმა სულ მცირე 1000 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოში მიმდინარე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საზოგადოებისაგან უფრო მეტი მზარდი მოთხოვნაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ, დეკრიმინალიზაციის და მარიხუანის ლეგალიზაციის თვალსაზრისით. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სარჩელი უკვე შესულია საკონსტიტუციო სასამართლოში, იგივე სრული დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის მოთხოვნებით. ლეგალიზაციასთან დაკავშირებით „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებით საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაცია არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი დიდი ბიძგი და საფუძველი. 2016 წლის 31 დეკემბრის ახალი წლის ღამეს, როგორც მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი „გირჩი" თავისი 500-ზე მეტი რეგისტრირებული მთესველის და ათასობით მხარდაჭერის მონაწილეობით და მხარში დგომით აპირებს დათესოს მარიხუანა თავისივე პოლიტიკური პარტიის ოფისში. „გირჩმა“ უკვე მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა და ათასობით მხარდაჭერიც მიიზიდა თავისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით.

 
კანონი კლავს
ნარკო პოლიტიკა საქართველო
10 დეკემბერი, 2016 წელი

მოახლოებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, 2016 წლის 7 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ჩატარდა მანიფესტაცია საქართველოში მკვლლი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად. მანიფესტაცია გაიმართა ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველო ქსელის („ჯენპუდის“) ინიციატივით, „თანადგომის“ და „საქართველოს ზიანის შემცრიების ქსელი ორგანიზებით, ასევე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერით. 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მრავალი ასობით ადამიანი შეიკრიბა ორგანიზატორების მიერ წინასწარ დადგმულ სახრჩობელასთან, აღჭურვილი კონკრეტული არგუმენტებით, საქმეებით და ხელისუფლების მიმართ ემოციური მოწოდებებით ნარკოპოლიტიკის ცვლილებებისკენ, სწორედ იმ დაპირების შესრულების მოთხოვნით, რომელიც არჩევნების წინ უხვად გაიცა.

სახრჩობელას დემონსტრაცია იყო სიმბოლო საქართველოს ნარკოპოლიტიკის იმ რეალობის, რომელიც ათეული წლებია ქვეყანას გამოარჩევს, როგორც არაჰუმანურ, არაცივილიზირებულ ქვეყანას თავისი მკვლელი ნარკოპოლიტიკით, რაც იწვევს საზოგადოების სიღარიბეს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის სიცოცხლის უფლების და ტანჯვის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის უფლების დარღვევას.  

ყოვლად შემაძრწუნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედი ტოტალიტარულ დევნაზე დაფუძნებული სისტემის გადმონაშთი მკვლელი ნარკოპოლიტიკის გამო მრავალმა ახალგაზრდა ადამიანმა უკვე თვითმკვლელობითაც დაასრულა სიცოცხლე, აგრეთვე მიუხედავად არაერთი საარჩევნო დაპირებებისა დღევანდელი არჩეული ხელისუფლება კვლავ არ არის მოწოდებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ცვლილებებისთვის და კვლავ მასობრივად  ახორციელებს ახალგაზრდების დაპატიმრებას, ჩვენი ოჯახების დევნას, დანაშაულის ზრდას, პროგრესის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლას.

სწორედ ამიტომაც 7 დეკემბრის დემონსტრაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ყურადღების სამიზნე გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის, რომელიც ასევე პოლიტიკური უმრავლესობის და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან კომენტარის საგანი გახდა. 10 დეკემბერს ასევე თბილისში, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის - თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებითაც გაიმართა მორიგი დემონსტრაცია ნარკოპოლიტიკის ცვლილებების და ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება გაერთიანებული დაიცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

 
თავისუფლების აღკვეთა მარიხუანის მოხმარებისთვის არაკონსტიტუციურია
ნარკოპოლიტიკის ცვლილებები სამართლებრივი გზით
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
30 სექტემბერი, 2016 წელი

ამჟამად უკვე 2016 წლის 29 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების მიხედვით განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა უზენაესი სასამართლოს N771, 775, 776, 777, 786, 787, 788 წარდგინებებზე. ამგვარად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში წვლილი ასევე უზენაესმა სასამართლომაც შეიტანა.

საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეში ძირითადად

უთითებს, რომ წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ, რადგან უკვე დაადგინა, რომ 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა ან შენახვა მიჩნეულია, როგორც არაპროპორციული სასჯელი და წარმოადგენს წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობას, ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიც უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის, რომელიც თავისი საშიშროებით არ არის იმაზე მეტად საშიში ვიდრე მისი შენახვა.

მოქმედი სისხლის სამართლი კოდექსის 273-ე მუხლი მოიცავს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის: „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები".
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი: „ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით".

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს ლიბერალური ხაზით მოძრაობას მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან მიმართებაში, ასევე კვლავ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სარჩელი ელოდება განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორიცაა საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ (სრული დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან); კონსტანტინე ლაბარტყავა („ახალი ვექტორის“ თავმჯდომარე), მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ, ასევე დამოუკიდებელი სარჩელი წარდგენილია ვასილ მარდალეიშვილის მხრიდან. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლის 1 და 2 ნაწილებს, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ისეთი უფლებების ჩამორთმევას, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების მართვა; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობა, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; საადვოკატო საქმიანობა; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მოსარჩელეები ასევე დავობენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) პუნქტზე: საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკაში, როგორც უახლოეს პერიოდში განვითარებული ცვლილებებით ჩანს, ქვეყანა არ არის უკვე შორს მარიხუანის და ყველა სხვა ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაციისგან, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ათწლეულების უმკაცრეს/ნლოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო დეკრიმინალიზაციას ახორციელებს ნარკოპოლიტიკის არა პოლიტიკური, არამედ სამართალწარმოების გზით. ამგვარად მოცემულთან დაკავშირებით იქმნება წარსულში არ დაბრუნების მძლავრი და სტაბილური სამართლებრივი ფუნდამენტი, სწორედ ის ფუნდამენტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და შემდეგ უზენაესი სასამართლოს წარდგინებების მეშვეობით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადება
დემურ სტურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
20 ივნისი, 2016 წელი

ნარკო პოლიტიკა საქართველო ურთდება ნაკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებას დემურ სტურუა გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელმაც 2016 წლის 8 აგვისტოს თვითმკვლელობი დაამთავრა სიცოცხლე ადგილობრივი პოლიციელის ზეწოლის გამო, რომელიც აძალებდა მას გამოევლინა მარიხუანას მოყვანაში ეჭვმიტანილი პირები. მან დატოვა წერილი, რომელშიც აღწერა ამ პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტი.

ფოტოსურათი emc.org.ge-იდან

 

შეგვძრა 22 წლის ახალგაზრდა, დემურ სტურუას გარდაცვალების ამბავმა. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას, მისი გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ დემურის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. მოვითხოვთ ამ საზარელი ფაქტის უსწრაფეს და ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას.

შეძრწუნებულები ვართ იმ გარემოების გამო, რომ ახალგაზრდა ადამიანმა შესაძლოა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე პოლიციელების მხრიდან გაუსაძლისი ზეწოლის, მუქარის და  ძალადობის შედეგად. მის მიერ დატოვებულ წერილში აღწერილი ვითარება პირდაპირი ანარეკლია იმ რეპრესიული სისტემისა და გავრცელებული პოლიციური პრაქტიკისა, რომელიც  ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის პირობებში ჩამოყალიბდა. არსებული ნარკოპოლიტიკა არის საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ყველაზე მახინჯი გადმონაშთი, მიმართულია  მხოლოდ ადამიანების დევნასა და უსამართლო დასჯაზე, და ექსკლუზიურად ემსახურება ძალოვანი სტრუქტურების კერძო ინსტიტუციურ საჭიროებებს - იქონიონ ადამიანების დაშინების და დაშანტაჟების მექანიზმი რათა აიძულონ თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება. საქართველოში განხორციელებული სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა არის ირაციონალური და არაჰუმანური, ლახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას. ქართულ მკვლელ” ნარკოპოლიტიკას  არ გააჩნია ანალოგი ცივილიზებულ სამყაროში. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ პოლიტიკით მიღებული რაიმე დადებითი შედეგების შესახებ. არსებობს მხოლოდ საპირისპირო გამოცდილება და ფაქტები, რომ იგი იწვევს ადამიანების კრიმინალიზაციას, ტანჯვას, სიკვდილს, და საზოგადოებაში ამკვიდრებს უსამართლო და ღირსების შემლახავი საჯარო პოლიტიკის განცდას. 

დემურის წერილში აღწერილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ პოლიციის კონკრეტულ თანამშრომელს, არამედ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ხელისუფლებას, და ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ვინც საკუთარი ქმედებით თუ უმოქმედობით, ხელს უწყობს არსებული უგუნური და კაცთმოძულე ნარკოპოლიტიკის არსებობას საქართველოში, და ვინც ეწინააღმდეგება ნებისმიერი პროგრესული ცვლილების გატარებას ამ მიმართულებით.

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან დაუყოვნებლივ  დაიწყოს არსებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი, რომელიც როგორც მინიმუმ მოიცავს დრაკონული ნარკოკანონმდებლობის შეცვლას და ზრუნვის და დახმარების პროგრამების განსახორციელებლად რესურსების მნიშვნელოვან გაზრდას. საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მზად არის ხელისუფლებას წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა, და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრები: ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GE-NPUD), თეთრი ხმაურის მოძრაობა, 2 ივნისის მოძრაობა, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია, პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭო (Ge-CAB), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - (CTC), სამედიცინო ცენტრი „ურანტი“, კლინიკა “ნეოგენი”, ახალი ვექტორი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, თანადგომა, ჰეპა პლიუსი, რუბიკონი, ნაბიჯი მომავლისკენ, აკესო, ქსენონი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, რეალური ხალხი რეალური ხედვა, პოზიტიური არჩევანი, იმედი, ფენიქსი 2009, ჰერა XXl, ახალი გზა, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი, ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“, დაავადებათა პრევენციის, კონტროლისა და გაუვრცელებლობის ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

 
ნარკოპოლიტიკის შეცვლის ახალი სარჩელების ეპოქა საკონსტიტუციო სასამართლოში
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
18 ივნისი, 2016 წელი

სახალხო დამცველი ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდებას არაკონსტიტუციურად აცხადებს და 2016 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე  მუხლების კონსტიტუციურობა. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა, არ შეესაბამება ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისგან

მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომლებიც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაჰუმანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს.

აგრეთვე სახალხო დამცველის განაცხადში აღნიშნულია, რომ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტს ისეთი ქმედება წარმოადგენს, რისთვისაც პირმა, ერთხელ უკვე აგო პასუხი; ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით აღიარებულ, ერთი და იგივე დანაშაულისათვის მსჯავრის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპს – „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“.

უკვე რამოდენიმე ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და ზოგიერთი პოლიტიკურად სენსიტიური საქმის განხილვის საფუძველზე წლების განმავლობაში დაიძაბა ურთიერთობა საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო შტოს წარმომადგენლებს შორის, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრო და პარლამენტი გამოირჩევა. ამავე დროს აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთმა დაპირისპირებამ შეიძლება შექმნა გარკვეული ნიადაგი მოსარჩელეების სასარგებლოდაც.

ნარკოპოლიტიკის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე გამოიტანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთ-ერთი მოსარჩელის სასარგებლოდ, მაგალითად 2015 წლის 24 ოქტომბერს საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციურ სარჩელი N592), საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა და სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი სასჯელის დაკისრება ძირითადათ ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობაა.

2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად მორიგი სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში: კონსტანტინე ლაბარტყავა („ახალი ვექტორის“ თავმჯდომარე), მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ, ასევე დამოუკიდებელი სარჩელი წარდგენილია ვასილ მარდალეიშვილის მხირდან. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლის 1 და 2 ნაწილებს, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ისეთი უფლებების ჩამორთმევას, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების მართვა; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობა, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; საადვოკატო საქმიანობა; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მოსარჩელეები ასევე დავობენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) პუნქტზე: საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა განახორციელოს, რის გამოც აღნიშნული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა სრული დეპენალიზაცია და დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკების მოხმარების, მაგრამ ამავე დროს ეს საქმე ძალიან პროვოკაციულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან შესაძლებელია მოყვეს, როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური შედეგები. თუ ეს საქმე მოგებული იქნება და სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდება, რომ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სასჯელი არაკონსტიტუციურია, მაშინ პარლამენტს მოუწევს ახალი კანონის მიღება, მაგრამ თუ საქმე წაგებული იქნება და სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში არსებული სადამსჯელო პოლიტიკის მომხრეებს და ხელისუფლებას მიეცემათ მყარი არგუმენტი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრეების წინააღმდეგ.     

 
მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
25 ოქტომბერი, 2015 წელი

2015 წლის 24 ოქტომბერს საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციურ სარჩელი N592) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა და სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი სასჯელის დაკისრება ძირითადა ადამიანის წამება , არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობაა.

24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დიდი და პროგრსული ნაბიჯი გადადგა საქართველოს რეპრესიული

არკოპოლიტიკის შესაცვლელად და საზოგადოებას დიდი ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა, ასევე კიდევ ერთხელ აამაღლა საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი რეგიონში და ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის  მიხედვით, სადაც ინფორმაცია 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა სასამართლო მიუთითებს, რომ მარიხუანას ოდენობა (70 გარამამდე), რომლის შეძენა/შენახვაში ედება ბრალი მოსარჩელეს, თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე, ხოლო აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.    

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დიდ ოდენობად ითვლება 50-დან 500 გრამამდე მარიხუანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობა, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომლის შენახვის ფაქტი თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი ვალდებულია კანონით დადგინოს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს, შეაფასოს მარიხუანას შეძენა/შენახვის ფაქტის არსებობასთან ერთად, რამდენად არსებობს გასაღების მიზანი (ან რეალური საშიშროება) და სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენოს მხოლოდ გასაღების მიზნით შეძენა/შენახვის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილება დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლო აღიქმება, როგორც გაბრაზებული და გარკვეულწილად დაპირისპირებული საქართველოს პარლამენტთან, რაც განპირობებული იყო მისი 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეში თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ყოფილი მერის ერთი დღით საპატიმროდან განთავისუფლება, რომელსაც კორუფციაში სდებს ბრალს დღევანდელი ხელისუფლება. სწორედ მოცემულ საქმეზე არაერთი საპირისპირო განცხადებები გააკეთეს ერთმანეთის წინააღმდეგ ერთი მხრივ ხელისუფლების უმრავლესობის წევრებმა, მათ შორის პარლამენტის თავჯდომარემ და მეორე მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ.  

საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუქვეყნებია ოფიციალური გადაწყვეტილება პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აკრძალვის შესახებ, რომლის დანარჩენი დეტალები საზოგადოებისათვის ერთმნიშვნელოვნად დიდ დადებით მოვლენას წარმოადგენს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მოხმარების საერთოდ დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რადგან დეკრიმინალიზაცია მოსარჩელე მხარის მოთხოვნას და დავის საგანს არ წარმოადგენდა.   

 
მასიური ნარკოტესტირებების აღმოფხვრის მცდელობა
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
18 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება 725 - ახალი ინსტრუქცეიბი პოლიციელებისთვის ნარკო ტესტირებების ადმინისტრირების მიზნით. ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სჯის ნარკოტიკული დანაშაულის პირველად ჩამდენ პირს 500 ლარიანი ჯარიმით და 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო. 

ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა და ისჯება გაცილებით მეტი ოდენობის ჯარიმებით, და კონკრეტულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სახდელის გარეშეც შესაძლებელია 14 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაც.  

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი და დაექვემდებაროს ნარკოტესტირებას. პირველივე ნარკოტესტირების დადებითი პასუხი მნიშვნელოვანია, რადგან პიროვნება ჩაიწერება ე.წ. სიაში, რომლის ადმინისტრირებასაც პოლიცია ახორციელებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი და რთული სიაა. მოცემული სიის სისტემა სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს განსაზღვროს მომდევნო სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურები. ნარკოტესტირებები ხორციელდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პრინციპების დაღვევის ხარჯზე. ხშირ შემთხვევებში ნრკოტესტირებები არის არაეფექტური, უშედეგო და პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენა აქვს ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლეზე. ნარკოტესტირებები პოლიტიკური მოწინააღმდეგების წინააღმდეგ და სხვა უკანონო მოქმედებებისათვისაც გამოიყენება.

ასეთი მასიური ნარკოტესტირებები ყოველთვის კრიტიკის საფუძველი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან. იმისათვის, რომ ასეთი პრაქტიკა აღმოფხვრილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება 725, რომელიც ძალაშია 2015 წლის 1 ოქტომრიდან, მაგრამ იგივე ბრძანება არის სკეპტიციზმის საფუძველი და დამოკიდებულია იმ ფაქტორზე თუ, როგორ იქნება გამოყენებული პრქტიკაში. ახალი ბრძანება კვლავ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ნარკოტესტირება ჩატარდეს შემდეგი შემთხვევების არსებობისას, მაგალითად: ა) სამართალდამცავი უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს; ბ) სამართალდამცავის მიერ „პოლიციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.

ბრძანების გ)-ე ქვეპუნქტის შემთხვევაშიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს მანიპულაციის და სპეკულაციის საგანი. იგივე ხდებოდა 2015 წლის 1 ოქტომბრამდეც და მისი ინსტრუქციაში ასახვამ შესაძლებელია არსებული მდგომარეობა არ გამოსწოროს. გარდა ამისა ამავე 725 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი საშუალებას იძლევა გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და პირის გამოკვლევაზე იძულებით წარადგენა თუ პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე. 

დეტალური ინსტრუქცია პოლიციელებისათვის იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან, მაგრამ წარმოდგენილი ახალი ბრძანება ასეთი ფართო ინტერპრეტაციებით როგორ იქნება პრაქტიკაში გამოყენებული კვლავ დამოკიდებულია სახელმწიფო და სასამართლო ხელისუფლებაზე.

 

ლეგალიზაციიდან ერთი წლის შემდეგ აშშ-ს კოლორადოს შტატის წარმატება

ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
24 იანვარი, 2015 წელი

მარიხუანას შენახვისთვის ათიათასობით ადამიანი არ დაუკავებიათ, ამავე შტატმა 40 მილიონი საგადასახადო შემოსავალი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და 8 მილიონი გადადო მოზარდების განათლებისა და ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის ღონისძიებებისთვის. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ნარკოპოლიტიკის ალიანსი თავის ანგარიშის მიხედვით გვაწვდის ასევე მნიშვნელოვან ფაქტებს: დანაშაულის კლება, სატრანსპორტო შემთხვევათა კლება, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა, სამუშაო ადგილების ზრდა და ეს ყველაფერი ხდება 2014 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც კოლორადოში პირველი
მარიხუანის მაღაზიები გაიხსნა.

წარმოდგენილი ანგარიშიდან შეგვიძლია გამოვყოთ ყველაზე საინტერესო ფაქტები და ციფრები: დანაშაულის შემცირება - ძარცვა კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში შემცირდა 9,5%-ით და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 8,9%-ით; ბიუჯეტის შემოსავლები - 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე მარიხუანის მაღაზიებიდან მიღებულმა შემოსავალმა 40.9 მილიონ დოლარს მიაღწია (მოცემულ ციფრში არ შედის ლიცენზიის და სხვა გადასახადის და სამედიცინო მარიხუანისგან მიღებული შემოსავალი). კოლორადოს შტატის ბიუჯეტის კომიტეტმა 2,5 მილიონი დოლარი გადადო შტატის საჯარო სკოლებში სამედიცინო პერსონალის რაოდენობის გასაზრდელად. ახლად დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომელიც მოიცავს ექთნებს და სოციალურ მუშაკებს, მომავალში მიზანმიმართულად იმუშავებს ფსიქიკურად დაავადებულ პირებთან და სტუდენტებთან ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის საკითხებზე; საგზაო შემთხვევათა შემცირება - მარიხუანის ლეგალიზაციის მოწინააღმდეგების არგუმენტები, რომ ლეგალიზაცია გამოიწვევდა ფატალურ საგზაო შემთხვევათა ზრდას, პირიქით საწინააღმდეგო რამ მოხდა: 2014 წლის 11 თვის განმავლობაში ამ შტატის ფატალურ საგზაო შემთხვევათა რიცხვი 436 იყო, წინა 2013 წლის 11 თვის 449 შემთხვევასთან შედარებით, ე.ი. 3%-იანი კლებაა; მოზარდებისთვის პრევენციული ღონისძიებები - შტატებმა 8 მილიონი დოლარი გადადეს მარიხუანის მაღაზიებიდან მიღებული შემოსავლებიდან, იმისათვის, რომ გატარდეს პრევენციული, საგანმანათლებლო, ფსიქიკური დაავადებების და საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები (წაიკითხეთ სრულად ანგარიში).

პირველად ისტორიაში 2012 წლის 6 ნოემბერს ორმა აშშ-ს შტატმა: კოლორადო და ვაშინგტონმა განახორციელა მარიხუანის მოხმარებისა და გაყიდვის ლეგალიზაცია, მათ მიყვნენ ასევე სხვა შტატებიც, როგორიცაა ორეგონი, ალასკა და აშშ-ს დედაქალაქი ვაშინგტონი (კოლუმბიის ოლქი). ამის შემდეგ დაახლოებით ერთი წელი დაჭირდა საკანონმდებლო დონეზე ლეგალიზაციის მოწესრიგებას და ეხლა ჩვენ მომსწრე ვართ წარმატებული ისტორიების არამარტო კოლორადოს შტატიდან. ამჟამად კვლავ სხვა შტატების მოსახლეობასაც უნდა და ცდილობს მარიხუანის ლეგალიზაციას. ამავე 2012 წელს მარიხუანის სრული ლეგალიზაცია განხორციელდა ურუგვაიშიც, მის პრეზიდენტს ხოსე მუხიკას ნობელის მშვიდობის პრემია მისცეს, რომელიც მარიხუანაზე ლაპარაკობდა, როგორც მშვიდობის და ურთიერთგაგების საშუალებაზე. ევროპის უმეტეს ქვეყანაში გარკვეული მცირე მასშტაბით დე ფაქტო ლეგალიზაცია და ტოლერანტული ნარკოპოლიტიკაა, ასევე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი საჯარო დისკუსიები მარიხუანის დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის შესახებ.

2013 წლის 2 ივნისს პირველი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია სახელწოდებით „2.06“ თბილისშიც ჩატარდა, რომელიც ისტორიის ნაწილი გახდა, მაგრამ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად საქართველოში ამ მხრივ პროგრესი არ არის, პირიქით მიმდინარეობს კვლავ ახალგაზრდების დაპატიმრება, მათი ოჯახების დევნა, დანაშაულის ზრდა, პროგრესის და საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც საბოლოოდ იწვევს შავი ნარკობიზნესის გამდიდრებას და კორუფციას.

 

ზედოზირების შემთხვევებისას სასჯელი არ დაგეკისრებათ 

ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
14 აგვისტო, 2014 წელი

სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს ეკისრებოდათ ვალდებულება ზედოზირების შემთხვევები პოლიციისათვის ეცნობებინათ და მართლაც ბევრი მათგანი ემორჩილებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #239/ნ-ე ბრძანებულებას. სადავო ბრძანება ძირს უთხრიდა მსხვერპლის ან ზედოზირების შემსწრეების სურვილს შემთხვევის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის მიემართათ. ასეთი კანონის გამო არაერთი შემთხვევა ნარკოტიკების მომხმარებლების გარდაცვალების მიზეზი გამხდარა.

2014 წლის 11 აგვისტოს მითითებულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომელიც უკვე ძალაშია. 2014 წლის 11 აგვისტოდან სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებს აღარ აქვთ ვალდებულება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევაში აცნობონ პოლიციას. 12 აგვისტოს ინფორმაცია ასეთი ცვლილების შესახებ მედიაში აქტიურად გავრცელდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავდა ამავე სამინისტროში იყო ე.წ. შიდა ბრძანება, რომ პოლიციას არ მოეხდინა რეაგირება ზედოზირების შემთხვევებზე - ამგვარად ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დე ფაქტო და ამჟამად კი დე იურე სიტუაციაა.     

ახალი ცვლილებები ნარკო კანონმდებლობაში პროგრესული ნაბიჯია, მაგრამ საქართველო რეგიონში ისევ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს და ამ ქვეყნის „ანგარიშზეა“ ძალიან ბევრი მსხვერპლი პიროვნება და ოჯახი.

მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკების მოხმარება, მცირე ოდენობით შენახვა და შეძენა პირადი მოხმარების მიზნით დასჯადია 500 ლარი ჯარიმით ან ერთი თვით ადმინისტრაციული პატიმრობით. ამავე დროს 1 წლის განმავლობაში ამავე დანაშაულის გამეორება ითვალისწინებს ნარკოტიკების მომხმარებლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას და სასჯელად ზოგჯერ 5000 ლარის ჯარიმას და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ ჩამოყალიბებული არაჰუმანური და ბუნდოვანი პრაქტიკის გამო ნარკოტიკების მომხმარებლების უმრავლესობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს 11, 7-14 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ამავე დროს ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას. გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს ნარკოტიკების კატეგორიზაცია და რაიმე პრაქტიკული განსხვავება დილერს, იშვიათ მომხმარებელს, კომერციულ დილერს და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ მომხმარებლებს შორის.    

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეფაქტო დეკრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა, მაგრამ ამჟამადაც ხელისუფლებაში არ არის პოლიტიკური ნება პრაგმატული ნარკოპოლიტიკის განხორციელებისათვის, ადამიანების სიცოცხლის, საზოგადოების ჯანმრთელობის და ინტერესების დასაცავად.

 

გლობალური ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების დაცვის

მონაცემთა ბაზა ოფიციალურად ამოქმედდა
ნარკო პოლიტიკა საქართველო
30 ნოემბერი, 2013 წელი
გლობალური ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების დაცვის მონაცემთა ბაზა არის უფასოდ ხელმისაწვდომი „ონლაინ“ მონაცემების ბაზა (www.globalhealthrights.org), რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სასამართლო და სხვა კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საქმეებში. ამ მონაცემთა ბაზას გააჩნია ასევე ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებული „ონლაინ“ მონაცემების უფასო საძიებო სისტემა ამჟამად ათასობით სასამართლო გადაწყვეტილებებით, ეროვნული კონსტიტუციებით და საერთაშორისო დოკუმენტებით.  

ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება და ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, რეგიონალურ შეთანხმებებში, ეროვნულ კონსტიტუციებში და კანონებში. ჯანმრთელობის უფლება და ამ მხრივ სახელმწიფოების ვალდებულება უზრუნველყონ არა უბრალოდ ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობა, არამედ ხელმისაწვდომობა გარკვეული მაღალი სტანდარტებით, ამ მხრივ კი მსოფლიოს მასშტაბით ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობა არაერთხელ გამხდარა ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სასამართლოების მხრიდან ინტერპრეტაციის და მნიშვნელოვანი გამოწვევების საკითხი.

ეს მონაცემთა ბაზა არის პირველი მცდელობა ხელმისაწვდომი გახდეს ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების კანონმდებლობა და სასამართლო გადაწყვეტილებები ორივე პრეცედენტული და კონტინენტური სამართლებრივი სისტემებიდან წამოსული სასამართლო საქმეებისა. მონაცემთა ბაზაში მოცემულია მნიშვნელოვანი საქმეების ის თარგმანი, რომელიც ადრე არ ყოფილა ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე.

ორგანიზაცია Global Network for Public Interest Law-ს მიხედვით მონაცემთა ბაზა ოფიციალურად 2013 წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდა და მისი წარდგენა გაეროს მთავარ ოფისში ნიორკში განხორციელდა. მონაცემთა ბაზა შექმნეს და განავითარეს „იურისტთა კომიტეტმა“ და „ონელის ეროვნული და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის სამართლის ინსტიტუტმა“ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან. მონაცემთა ბაზის შექმნა განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მრავალ სამოქალაქო საზოგადოების და ინდივიდუალურ ადვოკატ პარტნიორებთან თანამშრომლობით. საქართველოში „იურისტთა კოლექტივი“-ს ადვოკატი პარტნიორები იყვნენ ლევან ჯორბენაძე, ნარკოპოლიტიკა საქართველო და ნატო პაპავა.

„იურისტთა კოლექტივი“ (www.lawyerscollective.org) დაფუძნებულია ნიუ-დელიში, მუმბაი და ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციაა ინდოეთში, რომელიც ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას და ადვოკაციას აივ/შიდსის და ქალთა უფლებების დაცვის დარგში.

მონაცემთა ბაზის შექმნას მხარს უჭერენ ლევი სტრაუსის და ფორდის ფონდები. ამგვარად წარმოდგენილი და უკვე ამოქმედებული მონაცემთა ბაზა სასარგებლო რესურსი იქნება მკვლევარების, პრაქტიკოსი ადვოკატების, აკადემიური წრის და საჯარო სექტორში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რომლებიც ამ სფეროს სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზსა და შექმნაში იღებენ მონაწილეობას.

 
ჩემი რეპრესია შენი რეგრესია
ნარკო პოლიტიკა საქართველო
24 ნოემბერი, 2013 წელი

„არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლების დასჯაზე და არა მათ დახმარებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობაზე; ის მხოლოდ ამწვავებს პრობლემას და აღრმავებს ამ პრობლემით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს“ - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც 2013 წლის 24 ნოემბერს სათემო ორგანიზაციების ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა „ქუჩის ნარკოტესტირების“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია ბიუჯეტის შარდის შევსების იმპროვიზაციით. 

საპროტესტო აქცია, როგორც ღონისძიება ასევე სოციალური

ქსელის facebook-ის მეშვეობითაც შეიქმნა Giorgi Gogua -ს მიერ: „შინაგან საქმეთა სამინისტრო, არსებული რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის პირობებში ბოლო ათწლეულის მანძილზე ანხორციელებდა დამსჯელობით ღონისძიებებს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ოჯახებს მიადგათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზიანი, მოხდა ნარკოტიკების მომხმარებელთა იზოლაცია, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა საერთო მდგომარეობა. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალოვანი სტრუქტურა არსებული დამსჯელობითი ნარკოკანონმდებლობის საფუძველზე კვლავაც აგრძელებს ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯას. ერთერთ მეთოდად გამოიყენება „ქუჩის ნარკოტესტირება“.

პოლიციელებს ათასობით მოქალაქე გადაჰყავთ სპეციალურ დაწესებულებებში ნარკოტესტირების ჩასატარებლად, რასაც მოსდევს ადმინისტრაციული და სისიხლისამართლებრივი სანქციები, რაც მძიმე ტვირთად აწვება ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს“.

 
მარიხუანას კრიმინალიზაციის კიდევ ერთი მსხვერპლი თბილისში
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
21 ივლისი, 2013 წელი

მარიხუანას გამო დაკავებულმა ახალგაზრდამ, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავი მოიკლა. მამუკა დააკავეს თბილისში, როდესაც მისი მეგობარი ავტომობილით მიუახლოვდა და საჩუქრად მარიხუანას გადაცემას აპირებდა.

პოლიციამ ორივე პირი დააკავა და მთავარ სამმართველოში გადაიყვანა. 5 ივლისის ოფიციალური ჩვენების მიხედვით

მამუკამ ჩვენება მეგობრის წინააღმდეგ მისცა, რომ მას ამ მეგობარმა მოუტანა მარიხუანა. ასევე, როგორც მედია ამ ფაქტის შესახებ იუწყებოდა მამუკას დაკითხვის დროს დაემუქრნენ 9 წლით თავისუფლების აღკვეთით. სწორედ დაკითხვის შემდეგ 6 ივლისს ის ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს თბილისის ზღვის მახლობლად.

„შენ უნდა იცხოვრო და აღზარდო შვილები მარტომ, რადგანაც ამ ფაქტის შემდეგ მე ვეღარ შევძლებ ცხოვრებას“ - ეს სიტყვები მან თავის მეუღლეს უთხრა, რომელიც ასევე მედიამ გამოაქვეყნა. გარდა ამისა მამუკამ თავის მეგობრებს მოუყვა, რომ პოლიციაში დაკითხვის დროს ის იყო მსხვერპლი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის.

ჩატარებული დამოუკიდებელი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მამუკას სახეზე დაზიანებები აღმოჩნდა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ პოლიციაში დაკითხვის დროს მასზე ზეწოლა განხორციელდა.

2013 წლის 16 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ეჭვები და ბრალდებები პოლიციელების დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით და საზოგადოებას ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნის შედეგი გააცნო. ოფიციალური ეროვნული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე, კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. არსებობს რამოდენიმე ვერსია ამ თვითმკვლელობის შესახებ - პოლიცია, საზოგადოებაში არსებული ზოგიერთი მდაბიური სტერეოტიპული წარმოდგენები, „კრიმინალური ავტორიტეტები“ და ა.შ., მაგრამ საფუძველი ასეთი ადამიანური ტრაგედიების არის ნარკოტიკების, მათ შორის მარიხუანას უაზრო კრიმინალიზაცია და ამავე დროს ამ ქვეყანაში არაპრაგმატული მიდგომა ამ საკითხების მოსაწესრიგებლად. საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით არავითარი განსხვავება არც თეორიულად და არც პრაქტიკაში არ არსებობს მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებს შორის. ნარკოტიკულ დანაშაულში არსებული სასჯელები უკიდურესად არაგონივრული და არა პროპორციულია, რომელიც ითვალისწინებს დასჯას უვადო თავისუფლების აღკვეთამდეც. ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ოდენობებშია, მაგრამ არც კანონით მოცემული ოდენობები არ ესადაგება რეალობას.

2013 წლის 2 ივნისს თბილისში პირველად ასეთი მასშტაბებით, ჩატარდა აქცია „2.06“ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, რომელიც ისტორიის ნაწილი გახდა. მონაწილეთა ერთ-ერთი მოსაზრება ის იყო, რომ: მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია. რამოდენიმე თვის წინ პრესკონფერენციის დროს 10 მაისს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება მარიხუანას სხვა ნარკოტიკული ნივთიერებებისგან განსხვავების შესახებ. ასვე განაცხადა, რომ ეს საკითხი მოითხოვდა „კარგად გააზრებულ სტრატეგიას“ და მარიხუანას ლეგალიზაცია ამ სტრატეგიის ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. ამავე პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური პარტიის მმართველობის დროს იდიოტობა იყო მარიხუანას გამო ხალხის დაჭერა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მარიხუანას და ყველა სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების დეფაქტო დეკრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა, მაგრამ ამჟამადაც ხელისუფლებაში არ არის პოლიტიკური ნება პრაგმატული ნარკოპოლიტიკის განხორციელებისათვის ადამიანების სიცოცხლის, საზოგადოების ჯანმრთელობის და ინტერესების დასაცავად.

 
პირველი მარიხუანას აქცია თბილისში
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
2 ივნისი, 2013 წელი

დღეს 2013 წლის 2 ივნისს თბილისში პირველად ამ მასშტაბებით ჩატარებული მარიხუანას შესახებ „2.06“ აქცია ისტორიის ნაწილი გახდა. ეს აქცია ორგანიზებული იყო სოციალურ ქსელ ფეისბუქით ორგანიზატორი ჯგუფის მიერ სახელწოდებით „მოვითხოვთ მარიხუანას ლეგალიზაციას“. ფეისბუქ გვერდი - „მოვითხოვთ მარიხუანას ლეგალიზაციას“ შეიქმნა 2010 წლის 14 ივლისს და 2013 წლის ივნისისთვის 5,704 „მოწონება“ აქვს. აქცია რამოდენიმე თვის წინ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ფეისბუქის გამოყენებით ფრთხილად დაიგეგმა და უკვე 2013 წლის 2 ივნისისთვის დაახლოებით შუადღის 2 საათისთვის 12,396 აქციაზე
წამსვლელი მონაწილის დადასტურებული მოთხოვნა ქონდა.

აქციის მონაწილეები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ შეკრიბნენ. ამ აქციის ორგანიზატორთა ჯგუფმა ფეისბუქ გვერდის სახელწოდებით „მოვითხოვთ მარიხუანს ლეგალიზაციას”, მაგრამ ამჟამად მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საკმაოდ ფრთხილად 3 პუნქტში ჩამოაყალიბეს ძირითადი მოთხოვნები: 1. ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია. 2. მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია. 3. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია - მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. მარიხუანას მოხმარებისთვის გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარების გამო.   

„2.06 აქციის“ განხორციელებამდე ორგანიზაცია „გაერთიანებული საერთაშორისო პრესის“ მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“-სთან ასოცირებულმა მინისტრმა 2013 წლის 10 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მექანიკურ აკრძალვას, როგორც საქართველოს კანონმდებლობაა მარიხუანას წინააღმდეგ მოყვება ხოლმე რიკოშეტის ეფექტი, რაც ნიშნავს სხვა ნარკოტიკული მიმართულებების გაძლიერებას. მისივე განცხადებით, ეს საკითხი საჭიროებს კარგად გათვლილ სტრატეგიას და

ლეგალიზაცია შესაძლებელია ამ სტრატეგიის ნაწილი იყოს.

ამავე პერიოდში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ამჟამად პოლიტიკური უმცირესობის ლიდერმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი პარტიის მმართველობის პერიოდში სისულელე იყო მარიხუანას გამო ხალხის დაჭერა.

საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებული საარჩევნო პროგრამის მიხედვით გადაიხედებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი ოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის (იხ. მე-11 გვ.). მმართველი პარტია ქართული ოცნება ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრიდანაა, მაგრამ ამ მიმართულებით დღემდე არავითარი, კერძოდ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ცვლილება არ მომხდარა. გარდა ამისა 2013 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით ნარკოტიკების მომხმარებლები იდენტიფიცირებული არიან, როგორც პოტენციური სამართალდამრღვევები, რომლებიც ახორციელებენ სხვა პიოვნებების ჩაბმას ნარკოტიკების მოხმარებაში (იხილეთ სტრატეგიის ქვეპუნქტი 4.2.1.4).  

საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს და „ანგარიშზე“ ძალიან ბევრი მსხვერპლი პიროვნება და ოჯახი. მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკების მოხმარება, მცირე ოდენობით (მარიხუანას შემთხვევაში 5 გრ.) შენახვა და შეძენა პირადი მოხმარების მიზნით დასჯადია 500 ლარი ჯარიმით ან ერთი თვით ადმინისტრაციული პატიმრობით. ამავე დროს 1 წლის განმავლობაში ამავე დანაშაულის გამეორება ითვალისწინებს ნარკოტიკების მომხმარებლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას და სასჯელად ზოგჯერ 5000 ლარის ჯარიმას და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ ჩამოყალიბებული არაჰუმანური და ბუნდოვანი პრაქტიკის გამო ნარკოტიკების მომხმარებლების უმრავლესობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს 11, 7-14 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ამავე დროს ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას. გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს ნარკოტიკების კატეგორიზაცია და რაიმე პრაქტიკული განსხვავება დილერს, იშვიათ მომხმარებელს, კომერციულ დილერს და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ მომხმარებლებს შორის.

როგორც ცნობილია ამჟამად იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნილია კომისია, რომელიც კვლავ მუშაობს და ამზადებს ცვლილებებს ნარკო კანონმდებლობაში საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად.

 
უზენაესი სასამართლო: უკუძალის დროს სასჯელის პროპორციულობა არ გადაისინჯება
ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
22 დეკემბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში განმარტა, რომ ახლად გამოვლენილ გარმოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დროს არ განიხილავდა სასჯელის პროპორციულობას და საქმეში არსებულ სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოწვეულია 2012 წლის 22 მაისის ახლად მიღებული კანონით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ. ახალ კანონში განსაზღვრულია ჰერინის და მეთადონის მცირე დოზები, რამაც საშუალება მისცა
ბევრ ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ხელახლა მიემართათ სააპელაციო სასამართლოებისათვის და განეხორციელებინათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ამავე მუხლის 1 ნაწილზე გადაკვალიფიცირება. საქართველოში უმრავლესობა ნარკოტიკების მომხმარებლებს სასჯელი დანიშნული აქვთ სწორედ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მოქმედი რედაქციის მიხედვით 260-ე მუხლის 1 ნაწილით: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი იგივე ქმედება, ჩადენილი მათ შორის ა) ქვეპუნქტის მიხედვით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

წარმოდგენილ საქმეში 2010 წლის 28 სექტემბერს მსჯავრდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი, რომელიც სანქციის მაქსიმუმზე ნაკლებია. მას შემდეგ, რაც ახალი კანონი შევიდა ძალაში, 31 წლის მსჯავრდებულმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან 1 ნაწილზე გადაკვალიფიცირება, რადგან კანონმდებლობამ შეამსუბუქა სასჯელი და აგრეთვე მოითხოვა, რომ მისი საქმის გარემოებებიც მიეღოთ მხედველობაში და გადაეხედათ მისთვის სასჯელის შემსუბუქების საკითხი. მსჯავრდებულის სასჯელი 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან 1 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, მაგრამ სასამართლოს არ მიუღია საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები მხედველობაში და საბოლოოდ მსჯავრდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც 260-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით მაქსიმუმი სასჯელია.

ამ საქმეში (№39აგ-12) მსჯავრდებული დავობდა, რომ მისი სასჯელი კი არ შემსუბუქდა, არამედ დამძიმდა. მსჯავრდებული უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვდა მისი საქმის გარემოებების გადახედვას და სასჯელის შემსუბუქებას.

უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლეების დავით სულაქველიძეს, გიორგი შვლიაშვილის და პაატა სილაგაძს შემადგენლობით უარყვეს მსჯავრდებულის მოთხოვნა და გადაწყვიტეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სასამართლო „არ არის უფლებამოსილი” განიხილოს სასჯელის პროპორციულობა და გადაწყვეტილების სამართლიანობა. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი: „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

ახალი კანონის მიღებამდე კანონმდებლობით ჰეროინის და მეთადონისთვის არ იყო განსაზღვრული მცირე ოდენობები, ასევე დღემდე არ არის განსაზღვრული ბევრი ნარკოტიკული ნივთიერებების შემთხვევაშიც. გარდა ამისა ექსპერტები და მომხმარებელთა თვითდახმარების საზოგადოება თვლის, რომ 0,2 გრამი ჰეროინი და მეთადონი არ არის სამართლიანი და რეალობასთან შესაბამიი ოდენობა.

უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ თეორიულად ვიწრო ინტერპრეტაციით მიღებული, არამედ უსამართლოც.

2006 წელს ოფიციალურად გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შემდეგ საქართველოში კვლავ გრძელდება არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და უშედეგოდ იხარჯება სამართალდამცავ ღონისძიებებზე ორიენტირებით.  

 
ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო მიმოხილვა
პასუხისმგებლობა და უფლებები
ნარკო პოლიტიკა საქართველო
24 ნოემბერი, 2012 წელი

შესაძლებელია თუ არა და რა ეფექტური გზები არსებობს საქართველოში ზიანის მომტანი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად, ვინ უნდა გამოიჩინოს აქტიურობა და ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ეს ერთ-ერთი ის ძირითადი საკითხები იყო, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს სურდათ განეხილათ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ამ თემის წარმომადგენლების გაერთიანება და საკუთარი უფლებების დარღვევების შესახებ ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების პრინციპული დაცვა. აგრეთვე ხმის მიწვდენა

არამარტო ზოგადად საზოგადოებისათვის, არამედ კონკრეტულად გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ადგილობრივ, ცენტრალურ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

2012 წლის 22 ნოემბერს, შეხვედრა-სემინარი თბილისში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი ვექტორის ოფისში მომხმარებელთა თვითორგანიზებული ჯგუფის წარმომადგენლებთან გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც იურისტი ლევან ჯორბენაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე განხილული იყო ის ძირითადი თემები, რომელიც ამ ჯგუფის წარმომადგენლებისათვის აქტუალურ საკითხებს წარმოადგენს: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ზოგადი მიმოხილვა, ნარკოტიკების მოხმარება - ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აივ დადებითი სტატუსის მქონე პირების პასუხისმგებლობა და უფლებები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეების შესახებ და როგორ შეიძლება საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვა შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე.

მონაწილეებმა აგრეთვე აქტიურად განიხილეს დღევანდელ რეალობაში ნარკოტიკების მოხმარების დეფაქტო დეკრიმინალიზაცია და ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა, ისევე როგორც კონკრეტული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ეფექტური ნარკოპოლიტიკისთვის. 

 
ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში
ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი
ნარკო პოლიტიკა საქართველო
7 ოქტომბერი, 2012 წელი

წარმოდგენილი ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო მიმოხილვა დაიგეგმა და განხორციელდა 2012 წლის ივლისში. ეს მიმოხილვა გამოიცა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის: „ზიანის შემცირება რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში. პროექტს ახორციელებდა ორგანიზაციაზიანის შემცირების საქართველოს ქსელი დაციხის საერთაშორისო რეფორმა“- თბილისის წარმომადგენლობა. მიმოხილვა არ არის ზოგადი, არამედ ეხება საქართველოში კონკრეტულად განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რომელთა გადაწყვეტასაც კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში არსებული ერთ-ერთი

ფოტოსურათი რეალურია, არ არის იმიტირებული,
გადაღებულია თბილისში

უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად. თემის კომპლექსურობიდან გამომდინარე არ არის ასევე მცდელობა მიმოხილვამ ამ სფეროს ყველა საკითხი მოიცვას, არამედ ყურადღება გამახვილდეს იმ აუცილებელ საჭიროებებზე, რომლის შეცვლასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში იმ ზიანის შესამცირებლად, რაც ნარკოტიკების უკანონოდ და პრობლემურად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს

წარმოდგენილია საკანონმდებლო ანალიზი ძირითადათ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ. კვლევაში ასახულია პერიოდულად, განსაკუთრებით 2006 წლიდან, როგორვითარდებოდა დაიხვეწებოდა გამკაცრებისკენ საქართველოს ნარკოპოლიტიკა, არამარტო სისხლისსამართლებრივ, არამედ სამოქალაქო უფლებების სფეროშიც.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს რეალურად გავაცნობიეროთ ის მკაცრი მიდგომა, რაც კანონმდებლებმა აირჩიეს. ასევე დაინტერესებულ პირებს უკეთ უნდა დაგვანახოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რაც პირველ რიგში საზოგადოების და ამგვარად დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ინტერესებს წარმოადგენს.

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი - ჩამოტვირთვა

ავტორი

ლევან ჯორბენაძე

იურისტი
Drug Policy Georgia
 

საზოგადოება მხარს უჭერს ტოლერანტულ ნარკოპოლიტიკას საქართველოში

ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
2 ივნისი, 2012 წელი

2012 წლის 29 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევის შედეგებმა წინა წლების მსგავსად კვლავ უჩვენა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში.

ნაკოდანაშაულთან მიმართებაში კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ ”ჩვენს საზოგადოებაში უნდა დავამკვიდროთ უფრო შემწყნარებლური დამოკიდებულება იმ პირთა მიმართ, რომლებიც ოდესმე ნარკოტიკებისადმი იყვნენ დამოკიდებულნი” და 69% ფიქრობს, რომ ”ჩვენ ვალდებულნი ვართ რაც შეიძლება კარგად ვიზრუნოთ ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულ ადამიანებზე”. მხოლოდ 32% თვლის,

რომ ”ნებისმიერს, ვინც ოდესმე ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, არ უნდა ჰქონდეს უფლება იმუშაოს საჯარო უწყებაში” და 11% არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. 59% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები მკურნალობას საჭიროებენ და მხოლოდ 7%-მდე თვლის, რომ ნარკომომხმარებლისათვის სავალდებულოა თავისუფლების აღკვეთა.

იუსიტიციის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსახლეობაში ამ განწყობის არსებობა დაადასტურა ნარკოტიკული დანაშაულის კვლევამაც, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით 2011 წლის ბოლოს განხორციელდა და მისი შედეგებიდან გამომდინარე, მოხდა ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავებაც.

საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების 2012 წლის კვლევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბი"-მ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

დღეის მდგომარეობით შეინიშნება ზოგიერთ შემთხვევებში პოლიციის ტოლერანტული დამოკიდებულება ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოს კვლავ ერთ-ერთი უმკაცრესი ნარკოკანონმდებლობა აქვს ევროპის მასშტაბით. უფრო მეტიც ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ახალი კანონისპროექტის მიხედვით, რომელიც მალე კანონი გახდება ითვალისწინებს ბევრ საზოგადოებისათვის არასასურველ ნორმებს, მათ შორის: იკრძალება „ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების და ადგილების“ შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ფართო განსაზღვრის საშუალებას იძლევა და შესაძლოა მომავალში შემზღუდავი ნორმა გახდეს ზიანის შემცირების მომსახურების გამწევი ორგანიზაციების და ამ დარგის ადვოკატებისთვის.

 

უფლებების აღდგენის შანსი

ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
28 აპრილი, 2012 წელი

2012 წლის 10 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონში. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კანონში ცვლილებების ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები - კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. ამჟამად ამ ცვლილებებს შეუძლია შეუმსუბუქოს მდგომარეობა იმ პირებს ვინც ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და ჩამორთმეული აქვთ მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, როგორიცაა: მართვის მოწმობა, საექიმო და საადვოკატო საქმიანობის უფლებები; პედიგოგიური საქმიანობა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობა; პასიური

საარჩევნო უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების  უფლება.

ის მსჯავრდებული ვისაც სურს ვადამდე უფლებების აღდგენა ან ჩამორთმეული უფლებების ვადის შემცირება შეუძლია შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით მიმართოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას. შემდეგ სწორედ მუდმივმოქმედ კომისიაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება. მუდმივმოქმედი კომისია შედგება სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლისგან, რომლებსაც შესაბამისად ნიშნავს აღნიშნული სამინისტროს მინისტრი, პარლამენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველო ერთ-ერთი მკაცრი ნარკოპლიტიკით გამოირჩევა რეგიონში. კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებულია 2007 წლის 3 ივლისს. კანონით ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულებს მითითებული სამოქალაქო უფლებები ერთმევათ 3-15 წლამდე. ამავე დროს იყო მცდელობები მოცემული მკაცრი მდგომარეობის შედარებით შესამსუბუქებლად, მაგალითად 2011 წლის 25 თებერვლის ცვლილებით, როდესაც გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დროს. ამ ორი ცვლილების განხორციელებამდე კანონი არავიარ გამონაკლის არ უშვებდა და მკაცრად მოითხოვდა, რომ უფლებების აღდგენა მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შეიძლებოდა.

 

სიკვდილით დასჯის ნაცვლად 6 წელი

ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
1 აპრილი, 2012 წელი

2010 წლის ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით ორი საქართველოს მოქალაქე ქალბატონი მალაიზიაში დააკავეს და ნარკოტიკულ დანაშაულში დასდეს ბრალი. მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთამფეტამინი აღმოაჩნდათ. დაკავებულების სიცოცხლე საფრთხეში იყო, რადგან დღემდე მალაიზიის კანონმდებლობა ასეთი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

მალაიზიის სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან და იქ არსებულ ორგანიზაციებთან ძირითადათ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახალხო დამცველმა დაიწყეს თანამშრომლობა და მოლაპარაკება. გავრცელებული ინფორმაციიდან

გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებს კვალიფიციური ადვოკატები იცავენ, რომლებმაც საქმეში ახალი გარემოებებიც აღმოაჩინეს.

თავად ბრალდებულების ვერსიების თანახმად მათ არ იცოდნენ ნარკოტიკების არსებობის შესახებ. თავიდანვე ასეთი ვერსიის გავრცელების შემდეგ საქართველოს სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ერთ-ერთი ბრალდებული ქალბატონის მეუღლე ჩაბარდა, რომელიც თურქეთიდან ჩამოვიდა და დანაშულში თავისი „მთავარი“ მონაწილეობის შესახებ მისცა ჩვენება. საქართველოს პროკურატურამ მოპოვებული მტკიცებულებები მალაიზიელ კოლეგებს გადაუგზავნა.

2012 წლის 31 მარტს საქართელოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს დარეჯან კოხტაშვილს ბრალი შეუმსუბუქეს და სიკვდილით დასჯის ნაცვლად, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მოლაპარაკებები მალაიზიაში კვლავ მიმდინარეობს და საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ამჯერადაც წარმატებულად დასრულდება საქმე და მეორე დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესაც გადაარჩენს.

 
შიდსით ინფიცირებული ქალი ადამიანის უფლებებისათვის
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
29 იანვარი, 2012წელი

2012 წლის 26 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა შიდსით ინფიცირებული ქალი. მისი სახელია ლამზირა ჩალაძე, რომელმაც საკმარისი სითამამე გამოიჩინა და 2005 წელს თავად ღიად განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უკანონო ქმდებების მსხვერპლი გახდა და აივ ინფექციით დაინფიცირდა.

უფრო მეტიც ლამზირა ჩალაძემ თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის 200 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით ლამზირა ჩალაძეს 2001 წლის მარტში საკეისრო კვეთის შედეგად ქუთაისის #2 სამშობიარო სახლში შეეძინა ბავშვი. ოპერაციისას დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო დასჭირდა სისხლის გადასხმა. მისმა ნათესავებმა სისხლი შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“-სგან შეიძინეს. განხორციელდა სისხლის გადასხმა და როგორც მოგვიანებით 2005 წლის სექტემბერში აღმოჩნდა სისხლის გადასხმის შედეგად აივ ვირუსით დაინფიცირდა, როგორც ლამზირა ჩალაძე ასევე მისი ახალდაბადებული შვილი.

შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“-ს უპასუხისმგებლო და ბრალეული მოქმედებების გამო ლამზირა ჩალაძეს და მის ოჯახს „უდიდესი მატერიალური და მორალური ზიანი“ მიადგათ. სტიგმა და დისკრიმინაცია მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ლამზირას მეუღლე და რამოდენიმე შვილი ყავდა.

2006 წლის 26 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ლამზირა ჩალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 20 000 ლარის გადახდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ლამზირა ჩალაძემ მოითხოვა თავისი მოთხოვნის ბოლომდე დაკმაყოფილება, ხოლო მოწინააღმდეგემ მისი მთლიანად უარყოფა - 20 000 ლარის დაკისრების გაუქმებაც, მაგრამ არცერთი მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისევ ძალაში დარჩა.
ლამზირა ჩალაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აღარ გაუსაჩივრებია მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე.ი. მხოლოდ 10%-ით - ნაცვლად 200 000 მოსარჩელემ 20 000 ლარი მიიღო.

მხოლოდ შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“-მა გაასაჩივრა კვლავ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში და 20 000 ლარის დაკისრებული თანხის გაუქმება მოითხოვა. შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“-ს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ: სასამართოლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ლამზირა ჩალაძე დაინფიცირდა დონორის სისხლის გადასხმის შედეგად, ვინაიდან დონორის სისხლი აივ ინფექციაზე გამოკვლეული არ ყოფილა.

უზენაესმა სასამართლომ მოსამართლეთა შემადგენლობით მიხეილ გოგიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე: არ დააკმაყოფილა შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“-ს საჩივარი და აღნიშნა, რომ მწარმოებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ, როდესაც ახდენს ისეთ პროდუქტის რეალიზაციას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ადამიანის აბსოლუტურ უფლებაზე - სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
 
შიდსის და კანონის შესახებ გლობალური კომისიის რეგიონალური დიალოგი
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
31 მაისი, 2011 წელი

კომისიის მიხედვით - აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში სადაც აივ ვირუსის გავრცელების დონე კვლავ ზრდადია. დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანია ინფიცირებული აივ ვირუსით. 90% ახალი აივ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მოდის უკრაინა და რუსეთზე. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ისეთი „მოწყვლადი“ ჯგუფები, როგორიცაა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, რომელებზეც რეგიონში ახალი შემთხვევების 60% მოდის, ასევე ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების და პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორებში. რეგიონის 5 ქვეყანას აკრძალული აქვს და არ ახორციელებს ოპიოიდური ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ჩანაცვლებით თერაპიას. ნარკოტიკების მოხმარება კი დანაშაულია 6 ქვეყანაში და სამი
ქვეყანა ამავე რეგიონიდან კრძალავს სექს მუშაკების საქმიანობას.

2011 წლის 18-19 მაისს, მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინოვში 110-ზე მეტი აქტივისტი, ისინი: რომელთაც აქვთ პირადი გამოცდილება და პირადად შეეხოთ „პრობლემა“; მუშაობენ მოწყვლად ჯგუფებთან; აკადემიური საქმიანობით დაკავებული ადამიანები, იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ამავე რეგიონის 13 სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი შეიკრიბნენ რეგიონალური დიალოგისათვის, რომ განიხილათ საკანონმდებლო დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლის აივ ვირუსის პრევენციის პროგრესს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

აღნიშნულ სფეროში მოღვაწე აქტივისტებთან შეხვედრის მიზანი იყო რწმენა იმისა, რომ ამ ადამიანების ხმა გაგონილი და გათვალისწინებული იქნებოდა და საბოლოო რეკომენდაციებიც მათი თანამონაწილეობით და მათ პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიქმნებოდა.

შიდსისა და კანონის შესახებ კომისიის მუშაობის მეთოდი ნათელი იყო, მაგრამ გარკვეულწილად ზოგადი და გლობალური. თავდაპირველად კომისიამ შეაგროვა დიდი რაოდენობა იმ წერილობითი გზავნილებისა, რომელიც აქტიურმა აქტივისტებმა გაუგზავნეს კომისიის წევრებს. გზავნილებით აქტივისტებს კომისიის ყურადღება უნდა მიექციათ იმ პრობლემებზე, რომელიც მათ მშობლიურ ქვეყანაში არსებოდა საკანონმდებლო თეორიულ თუ პირად პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. კომისიამ შესაძლოა შეარჩია მხოლოდ რამოდენიმე დაახლოებით რამდენიმე ათასი გზავნილიდან და საბოლოოდ მათი ავტორები მოიწვია.

პირველ დღეს რეგიონალური დიალოგი წარიმართა პარალერულ რეჟიმში და ორგანიზატორებმა განაცალკევეს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა საკონფერენციო დარბაზებში. როგორც დაგეგმილი იყო რეგიონის შერჩეულ 13 სახელმწიფოდან ყველა ოფიციალური წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და მეორე დღეს მათგან მხოლოდ 3 შეურთდა აქტივისტებს.

სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან განსხვავებით აქტივისტებმა აქტიურად და ენთუზიაზმით გაუზიარეს დიალოგის მონაწილეებს და კომისიის წარმომადგენლებს თავიანთი პირადი გამოცდილება იმ მიზნით, რომ დახმარებოდნენ კომისიას მაქსიმალურად ეფექტური რეკომენდაციების და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

გლობალური კომისია შიდსისა და კანონის შესახებ შეიქმნა 2010 წლის ივნისში გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გლობალური ლიდერობის უზრუნველსაყოფად შიდსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ადამიანის უფლებების საკითხების: ანალიზის, რეალურ და ინფორმირებული საჯარო დიალოგის განმტკიცების მიზნით, იმ დიალოგისა, რომელიც ეყრდნობა ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ კანონმდებლობას და პოლიტიკას აივ ვირუსთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ საფუძველს გახდის გამოკვეთილ და შესრულებად რეკომენდაციების შემუშავებას.

„რეგიონალური დიალოგის“ პირველი დღე აქტივისტებთან გაიხსნა ვივიკ დივანის მიერ, რომელიც იურისტია ბომბეიდან და მუშაობს გაეროს განთვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების, გენდერულ და სექსუალურ მრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე განყოფილებაში ნიუ-იორკში. მან დიალოგის მონაწილეებს მოკლედ შესავლის სახით განუმარტა შიდსისა და კანონის კომისიის მუშაობის ძირითად საკითხების შესახებ და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან ხაზი გაუსვა კომისიის დამოუკიდებლობის საკითხს სხვა გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებებისგან განსხვავებით და განაცხადა, რომ ამ კომისიის საბოლოო პროდუქტი იქნება გავლენიანი რეკომენდაციები და არა 500 გვერდიანი წიგნი.

კომისარმა პრასადო რაომ კიდევ ერთხელ შთააგონა ენთუზიაზმით რეგიონალური დიალოგის მონაწილეები და მათ მოუწოდა: „თქვენ საშუალება გაქვთ იყოთ ცვლილებების აგენტები...“.

დიალოგის ორივე დღის განმავლობაში აქტივისტები აქტიურად მუშაობდნენ და იმ იმედით დაიშალნენ, რომ მათი ქვეყნის სახელმწიფოები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც კომისიის მიერ 2011 წლის ბოლოსთვის იქნება მზად.  
 

რა არის ნათქვამი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშ

ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის შესახებ
ნარკო პოლიტიკა საქართველო
8 მარტი, 2011 წელი

არაოფიციალური თარგმანი

ახალი 2011 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ მოცავს 4 თავს და რამოდენიმე ქვეთავს. პირველ რიგში ანგარიში აღწერილია, რომ საქართველო ნარკოტიკებს არ აწარმოებს, მაგრამ მისი ადგილმდებარეობა, რომელიც აზიისა და ევროპის ხიდია მას აქცევს ნარკოტიკების შემოდენის ტრანზიტუ კორიდორად და ნარკოტიკების მოხმარების წყაროდ, რომელიც შეიძლება დამზადებული იყოს ყველგან.

ანგარიში აღნიშნულია, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან თავისუფალმა სავიზო რეჟიმმა შეიძლება მეტი ნარკოტიკების შემოდენა გამოიწვიოს ქვეყანაში. საქართველომ ირანთან ამ ხელშეკრულებას 2010 წელს მოაწერა ხელი.  შესაბამისად 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გამოთქმულია მოსაზრება, რომ თუ ადექვატური ისპექტირების და კონტროლის ღონისძიებები არ განხორციელდა აღნიშნულმა შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი ნარკოტიკების შემოდენა საქართველოში: „ეს სავარაუდოდ ცხადია, რადგან ავღანეთის ოპიატები ირანს გაივლის. ოპიატების კონტრაბანდა პრობლემაა ირანის ყველა საზღვრის: სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის გასწვრივ, რაც საკმარისი მიზეზია შეშფოთებისთვის, რომ ირანმა და საქართველომ შეიძლება მიიზიდოს „ახალი“ მარშრუტი“.

სპეკულაცია თემაზე ნარკოტიკების ბრუნვის შესახებ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტეროტორიებზე აღწერილია ანგარიშის შესავალ ნაწილში. ანგარიში ხაზგასმულია, რომ ასეთი ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხდება, რადგანაც ეს ტერიტორიები საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების კონტროლს მიღმაა და ნაკლებია ან საერთოდ არ არსებობს ინფორმაციის გაცვლა ნარკოტიკების ბრუნვის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების ან დეფაქტო მთავრობებსა და საქართველოს მთავრობას შორის.

ანგარიში 5 ძირითადი ნარკოტიკის სახეობაა გამოაშკარავებული: ჰეროინის, სუბუტექსის, მეთადონის და მარიხუანას ხელმისაწვდომობა შიდა ბაზარზე. სუბუტექსი, როგორც ცნობილია სავაჭრო სახელია ბუპრენორფინის, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით იწარმოება და ოპიატებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება. ამავე დროს ბუპრენორფინი არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული სამკურნალო ნივთიერება.  

ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ ფასების უზუსტობა მოცემულია ანგარიშის „მიწოდების შემცირების“ თავში: „ზოგადად ნარკოტიკები, და განსაკუთრებით ოპიოდური ნარკოტიკები არის ძალიან ძვირი საქართველოში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით 2010 წელს ქუჩის ფასების მიხედვით ერთი გრამი ჰეროინის ფასი 600-700 აშშ დოლარია, ოპიუმის ფასი 27-45 და 8 მგ ტაბლეტი სუბუტექსის ფასი 300 აშშ დოლარია. ამავედროს ფასების ასეთი ოდენობა მთლად არ ემთხვევა ექიმების, ქუჩის ნარკო დილერების და მათი ნარკოტიკების მომხმარებელი კლიენტების მოწოდებულ ინფორმაციას. ასევე ფართო მერყეობაა ნარკოტიკების ფასებს შორის საზღვრების გასწვრივ. ადგილობრივი ინფორმაციის წყაროები მიუთითებენ, რომ თურქეთის საზღვარზე ჩეჩენი, ქურთი ან თურქი დილერისგან ნაყიდი სუფთა ჰეროინის ფასი 40-50 აშშ დოლარია“.

ანგარიში მიუთითებს, რომ მოქმედი შიდა კანონმდებლობა არ შეესებამება გაეროს „კონვენციებს ნარკოტიკების შესახებ“, ასევე აღნიშნულია 2008-2009 წლებში წარდგენილი ნარკო კანონმდებლობის შესახებ, რომელიც პარლამენტში გადადებული და უმოძრაოდ არის დატოვებული. ისეთი ნაკლოვანებები, როგორიც არის კონკრეტული ანტინარკოტიკული სტრატეგიული გეგმის არარსებობა და უწყებათა შორის კორდინაციის პრობლემა მოცემულია ბ-ე ქვეთავში: ნარკო კონტროლის მიღწევები, პოლიტიკა და ტენდენციები.

2007 წელს მიღებულმა და დღემდე მოქმედმა ანტინარკოტიკულმა ეროვნულმა სტრატეგიამ მხოლოდ ზოგადად განსაზღვრა მთავარი პრიორიტეტები, შესაბამისად დოკუმენტს არ გააჩნია კონკრეტული სახელმძღვანელო ამავე სტრატეგიის განხორციელებისათვის. პრობლემები შემჩნეულია ისეთ საკითხებში როგორიცაა: პრევენციის ღონისძიებები; მკურნალობის მეთოდები, რომელიც შედგენილია ნაკლები ყურადღებით, ან მეთოდები ყოველგვარი ყურადღების გარეშე ტოვებს დეტოქსიკაციის შემდგომ რეაბილიტაციის საკითხს; არაადექვატურია ინფორმაცია საშიში ნარკოტიკების შესახებ და სტატისტიკა, რომელიც შეზღუდულია და არასარწმუნო. ნარკოტიკების მომხმარებლების გადასვლა კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებზე და სტატისტიკის არ არსებობა სახლში, კუსტარულად დამზადებულ სტიმულატორი ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ ასევე აღნიშნულია ანგარიში.

არასაიმედი მონაცემები არსებობს ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რაოდენობის შესახებ, რადგანაც სტატისტიკა სუსტად არის დაცული და მერყეობს ინფორმაციის წყაროს მიხედვით: „საქართველოს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა ოდენობა 4.5 მილიონ მოსახლეობაში დაახლოებით არის 40,000. გაეროს მეთოდოლოგიის გამოყენებით მკლვლევარები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის დაახლოებით სამი პროცენტი შეიძლება მოიხმარდეს ნაკოტიკულ ნივთიერებებს, რაც მთლიანობაში არის 138,000. ადგილობრივი ექსპერტები კი მონაცემებად ასახელებნ 200,000-ზე მეტ ნარკოტიკების მომხმარებლებს, აღნიშნული ოდენობა მოიცავს ასევე ნარკოტიკების მომხმარებელ ერთჯერად ექსპერიმენტატორებსაც.

პრობლემები კვლავ არსებობს, მიუხედავად ქვეყნის გაზრდილი დაფინანსების წვლილისა მკურნალობასა და პრევენციის საკითხებში. ანგარიში მოცემული ინფორმაციის მიხედვით არსებობს ნაკლები კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურს გავლილი ადამიანური რესურსი. ძვირად ღირებული დეტოქსიკაციის პროგრამები ხორციელდება ოთხ სახელმწიფო დაფინანსებულ კლინიკაში, რომელსაც თვეში 25 პაციენტის მკურნალობის შესაძლებლობა გააჩნია და დეტოქსიკაციის ფასი 1000 – 1500 აშშ დოლარია; პირველადი რეაბილიტაციის ფასი 570 აშშ დოლარია და მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიიის ცენტრები არ მოიცავენ გრძელვადიან ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის პროგრამას.

ანგარიში ხაზგასმულია აგრეთვე საქართვველოს მთავრობის მნიშვნელოვანი წვლილი კორუფციის აღმოფხვრის მხრივ, რომელსაც ეს კურსი დღემდე შემართებით უპყრია ხელთ, მაგრამ საბოლოოდ აღნიშნული ნაკლები კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებსა და ნარკოტიკების საკითხებით დაკავებულ ორგანოებს შორის ართულებს ამ მიზნის მიღწევას.
 
მალაიზიაში საქართველოს ორი მოქალაქე შეიძლება სიკვდილით დასაჯონ
ნარკო პოლიტიკა საქართველო
31 ოქტომბერი, 2010 წელი

28 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი2–მა გაავრცელა ინფორმაცია ორი საქართველოს მოქალაქის მალაიზიაში დააკავების შესახებ. დაკავებულები ქალები არიან, რომლებსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთამფეტამინი აღმოაჩნდათ, რომელიც სურათის ჩარჩოებში ქონდათ დამალული. ორივე მათგანი ორშაბათს მალაიზიაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

მალაიზიის კანონმდებლობა აღნიშნული ნარკოტიკული დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შეიძლება საერთაშორისო

სინდიკატის წევრები იყვნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ქონდა კონკრეტული ინფორმაცია დაკავებულების და საქმის დეტალების შესახებ. მხოლოდ დაკავებულების ასაკი იყო ცნობილი. 29 ოქტმობერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მათ მოახერხეს დაკავებულებთან დაკავშირება და ინციდენტის გარკვევა. სიტუაცია პრობლემატურია, რადგან საქართველოს მალაიზიასთან არ აქვს რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულება მსგავსი საკითხების მოსაწესრიგლებლად. იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ სახალხო დამცველის აპარატი დაუკავშირდება აზიის ომბუდსმენთა ასოციაციას და საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch”–ს. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გამოიყენებენ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქეების დაკავების საქმის გარკვევასთან დაკავშირებით.

მალაიზიის ოფიციალურ გამოძიების წარმომადგენლების განცხადებით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს სურათის ჩარჩოებში, რომლებიც თავის მხრივ ჩანთაში იყო განთავსებული. 5.5 კგ. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაკავებულებს სასტუმროს ნომერში აღმოაჩნდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობა აღმოჩნდა.
 
უფთხილდი შიდსით ინფიცირებულ არალეგალ სექს მუშაკს საქართველოში
ნარკო პოლიტიკა საქართველო
26 სექტემბერი, 2010 წელი

2010 წლის 15 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე ნაჩვენები დაახლოებით 5 წუთიანი სიუჟეტი გვიამბობს შიდსით დაავადებული არალეგალის ცხოვრებაზე საქართველოში. დასახელებულია მისი სახელი და გვარი, ნაჩვენებია ფოტო პორტრეტი და პასპორტი. 9 საათიანი კურიერის წამყვანი გვეუბნება, რომ ის არა მხოლოდ შიდსით ინფიცირებულია, არამედ სექს მუშაკიც.

გოგონა კამერუნის რეპუბლიკიდან გარდაიცვალა თავის კიბოს დიაგნოზით, მაგრამ მოგვიანებით მას შიდსის ვირუსიც დაუდგინეს. თსუ-ს კლინიკური საავადმყოფოს დირექტორები გოჩა ჩუტკერაშვილი და ნინო ქორქაშვილი-ჩარკვიანი აცხადებენ, რომ ამ გოგონას ტესტის შედეგი დადებიია შიდსზე.  

სიუჟეტის ავტორებმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დეტალურად გამოიძიეს და უჩვენეს საზოგადოებას გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლი, მისი სასწავლებელი, სამუშაო ადგილები მთლიანად საქართველოს მასშტაბით და მისი მიმტანად მუშაობის ისტორია. მათ ასევე დაკითხეს გოგონას მეზობლები, რომლებიც საზოგადოებას უყვებიან მისი ანტისოციალური საქციელის შესახებ თბილისში.  

სიუჟეტის ყველა მონაწილე არამარტო არაეთიკურია არამედ არღვევს, როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობას ასევე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, უფლებებს იმ გოგონასი, რომელიც თბილისში გარდაიცვალა დაუბრალოდ“ კიდევ ერთხელ გაზარდა აივ შიდსით გარდაცვლილთა რეგისტრირებული ოფიციალური სტატისტიკა.   

 
დოზის გადაჭარბების საერთაშორისო დღე
31 აგვისტო, 2010 წელი

ევროპის აივ/შიდსის მკურნალობის ჯგუფი (EATG)-ის პრესრელიზის მიხედვით

2010 წლის 31 აგვისტოს დოზის გადაჭარბების დღეს: საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოებს პრეპარატ ნალოქსონის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას დოზის გადაჭარბების შესამცირებლად.

ყოველ წელს ევროპასა და აზიაში ათასობით ადამიანი კვდება ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული დოზის გადაჭარბების მიზეზით. ნალოქსონის, როგორც ეფექტური ანტიდოტის ხელმისაწვდომობას შეუძლია უზრუნველყოს მრავალი ადამიანისთვის

სიცოცხლის შენარჩუნება.

დოზის გადაჭარბება არის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა. ბევრ ქვეყანაში ის სიკვდილის მთავარი მიზეზია, იმდენივე რამდენიც ავტო კატატროფისგან დაღუპული ადამიანი. 1995 წლიდან ყოველ წელს ევროკავშირში დოზის გადაჭარბების 6300 – 8200 შემთხვევაა რეგისტრირებული. მხოლოდ რუსეთში ყოველ წელს დოზის გადაჭარბების 9000 შემთხვევა რეგისტრირდება. ამავე დროს რეალური ციფრები განსხვავებულია ოფიციალურად რეგისტრირებულისაგან.  

ნალოქსონი არის იაფი, უსაფრთხო, არანარკოტიკული, მაღალეფექტური სამედიცინო პრეპარატი, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში სწრაფად მოქმედებს. ნალოქსონი შეტანილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძირითადი მედიკამენტების სიაში და ხშირად ხელმისაწვდომია საავადმყოფოების და სასწრაფო დახმარების სამსახურების მეშვეობით.

ზოგიერთ ქვეყანაში რამოდენიმე ინივაციური პროგრამების მეშვეობით ნალოქსონი ურიგდებოდათ უშუალოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს, მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფის წევრებს უტარდებოდათ ტრენინგი მის მოხმარებასთან დაკავშირებით. შედეგად შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები საჭიროების შემთხვევაში ისევე იყენებდნენ პრეპარატს, როგორც პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი.

ნალოქსონზე დაფუძნებული დოზის გადაჭარბების პრევენციის პროგრამები პირველად 1990-იან წლებში გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და აშშ-ში დაიწყო. ამჟამად პროგრამები გავრცელებულია 15 ქვეყანაში. მაგალითად პროგრამამ ჩიკაგოში მისი დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში უჩვენა დოზის გადაჭარბების შემთხვევების 30%-იანი კლება. ანალოგიური შედეგები რეგისტრირდებოდა სხვა ქალაქებშიც.

აღნიშნული პროგრამების წარმატებით პილოტირება განხორციელდა, როგორც ევროპის ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც: იტალია, პორტუგალია, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საქართველო, გერმანია და ესპანეთი.

---------

საქართველოში ნალოქსონი საჭიროების შესაბამისად ყველასათვის ხელმისაწვდომია და იყიდება აფთიაქებში.

 
90 კილოგრამი კოკაინი
12 ივნისი, 2010 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო

2010 წლის 2 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ერთ-ერთი მასშტაბური ოპერაცია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრების დასაკავებლად. შედეგად 5 ადამიანი დააკავეს.

ჯართის მორიგი პარტია, რომელშიც 90 კილოგრამი კოკაინი იყო გადამალული დაჯგუფების წევრებს ფოთში ჩამოუვიდათ, რომელიც მათ

სავარაუდოდ თურქეთიდან ევროპაში უნდა გადაეტანათ. მათ ბრალად ედებათ 90 კგ, ე.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. აღნიშნული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ითვალისწინებს მაქსიმუმ სასჯელს სამუდამო პატიმრობით.

ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია სოლიდური თანხა 1 700 000 ევრო, მაგრამ როგორც ცნობილია არ ამოღებულა ნახსენები 90 კგ კოკაინი.

სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ესპანეთში ჩავიდნენ აღნიშნულ ნარკო დანაშაულთან დაკავირებული საკითხების გასარკვევად და დანაშაულებრივი დაჯგუფების სხვა წევრების ექსტრადიციის პროცედურების დასაწყებად.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩატარებული სპეცოპერაცია წარმატებულად შეაფასა და მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსსპიკერმა განაცხადა, რომ ამოღებული თანხა 1 700 000 ევრო სკოლის ბავშვებს მოხმარდება და სასარგებლო საქმეში ჩაიდება.   

 

ნარკოტიკების განადგურება

27 მარტი, 2010 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო

2010 წლის 26 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით განადგურებულია 4500 აბი სუბუტექსი, „დაახლოებით 6 კგ ჰეროინი“, 200 კგ მარიხუანა და სხვა ფსიქოტროპული საშუალებები.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალებების განადგურების ღონისძიება პერიოდულად ყოველ სამ თვეში ტარდება. უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ

საშუალებებს განადგურების ორგანიზება ევალება მინისტრის ბრძანებით შექმნილ მუდმივმოქმედ კომისიას. განადგურების პროცესს ესწრება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის  წარმომადგენელი.

ნარკოტიკული საშუალებები ნადგურდება საცხოვრებელი სახლებიდან, სასმელი წყლის წყაროებიდან და საქონლის საძოვრებიდან 5 კილომეტრის მოშორებით არანაკლებ 50 სანტიმეტრის სიღრმის ორმოში.

 

ნარკომანთა არა რეპრესიული დასჯა, არამედ სერიოზული პრევენციაც

21 მარტი, 2010 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით საჯარო სამსახურში მოსამსახურეთა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე სამედიცინო კონტროლი გამკაცრდება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში საჯარო სამსახურებში პერიოდული შემოწმებები უკვე საკანონმდებლო დონეზე იქნება მოწესრიგებული.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით 2010 წლის 11 მარტს გამართულ ჯანმთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის სხდომაზე კანონში განსახორციელებელი ცვლილებების ინიციატორმა, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ნერწყვით, შარდით და სისხლით ნარკოტიკების  გამოვლენა 24 საათის შემდეგ აღარ  არის ინფორმატიული, ამიტომ მოსამსახურეთა შემოწმება თმის ღერის ლაბორატორიული ანალიზით მოხდება. სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს, რადგან თმის ღერით ნარკოტიკების მოხმარების გამოსავლენი მეთოდები მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული

უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის განცხადებით ნარკოტიკული ნივთიერებები გავლენას ახდენს ადამიანის ადეკვატურობაზე, რაც  არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ან კრიმინალური მოქმედების მიზეზი შეიძლება გახდეს, ამიტომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე კონტროლი საჯარო დაწესებულებებში პერიოდულად ჩატარდება. გიორგი წერეთლის აზრით, სახელმწიფო სამსახური თავისუფალი უნდა იყოს ნარკომომხმარებლებისგანეს იქნება ნარკომანთა არა რეპრესიული დასჯა, არამედ სერიოზული პრევენციაც საჯარო მოსამსახურე გაიაზრებს, რომ  ნარკოდამოკიდებულების გამოვლენის შემთხვევაში ის სამსახურიდან უპირობოდ გათავისუფლდება.

ვებ გაზეთ 24 საათის საკუთარი ინფორმაციის მიხედვით ოპოზიციონერი დეპუტატის ამჟამინდელი ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა და გამოთქვა სურვილი, თავადაც ჩააბაროს ანალიზისთვის თმის ღერი.

დღეს მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-18 და 25-ე მუხლები აწესრიგებს, რომ მხოლოდ სამსახურში მიღებისას კანონში ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად პირმა უნდა  წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობაც, რომელიც კანონის სპეციალური მოთხოვნაა.   

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ე.წ. „პერიოდული შემოწმებები“ არ იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელისუფლება წარსულშიც ხშირად მიმართავდა აღნიშნულ მეთოდს. თმის ღერით შემოწმება საქართველოში 2007 წლიდან დაიწყო და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არამარტო სახელმწიფო ორგანიზაციები არამედ კერძო ორგანიზაციბიც მიმართავდნენ. თმის ნიმუშის კვლევის მეთოდოლოგიის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ მისი გამოყენებით, ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 2-4 თვის შემდეგაც ხერხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხმარებული ნარკოტიკის სახეობისა და დოზის დადგენაც. 

გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში დაახლოებით 100 000 საჯარო მოხელეა.  

 
ნარკოტიკების კვლევის გამოძახილი (2010)
7 მარტი, 2010 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო

რა არის უკანასკნელი კვლევების შედეგი სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის და ბიომედიცინის დარგში, რომელიც ეხება ნარკო და ფსიქოტროპული ნივთიერებებზე დამოკიდებულებას?

წარმოდგენილ ევროპის საბჭოს გამოცემაში ექსპერტები გვთავაზობენ აღნიშნულ, სამივე დარგში ნარკო დამოკიდებულების პრობლემის უკანასკნელი კვლევების შედეგებს.

კანაბისის გავრცელების ბაზარი გაანალიზებულია სოციოლოგიის თვალსაზრისით, სადაც

მკვლევარები ფსიქოლოგიური კუთხით ყურადღებას ამახვილებენ და იკვლევენ პერსონალურ თვისებებს, იმპულსებს და შეგრძნებებს. გარდა ამისა პუბლიკაციაში წარმოდგენილია უახლოესი თეორიები ნევროლოგიასა და დამოკიდებულების სფეროში. საბოლოოდ წიგნი გვთავაზობს ინფორმაციას რა საშუალებები არსებობს ან მომავალში რა პერსპექტივები იარსებებს ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობის მხრივ.

ყველა იმ საშუალებების გაცნობა, რომელიც კვლევის გამოძახილია უნდა დააინტერესოს მეცნიერები, ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ნარკოტიკული დამოკიდებულების კვლევის სფეროში, და პოლიტიკის რეფორმისტები, როგორც პომპიდუს ჯგუფის ნაწილი, რომელსაც შეაქვს წვლილი აღნიშნულ სფეროში მეცნიერული, პოლიტიკური და პრაქტიკული ინფორმაციის გავრცელების მხრივ.

 

გიორგი თორთლაძეს ინიციატივა

27 თებერვალი, 2010 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო

2010 წლის 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, პარლამენტში წლის საანგარიშო მოხსენებით დეპუტატებისა და ხალხის წინაშე წარსდგა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უმცირესობის წევრებისთვის განკუთვნილ დროს ფრაქცია „ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი თორთლაძე თავის გამოსვლაში ნარკომანიის თემას შეეხო და განაცხადა, რომ

პარლამენტმა ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ნარკომანები მძიმე ავადმყოფთა კატეგორიაში გადაიყვანოს, ნარკოტიკების გამსაღებლებზე კი, პირიქით, სასჯელი გაამკაცროს.

საზოგადოება უნდა გადავიდეს ნელ-ნელა იმ რეჟიმში, რომ ნარკომანია მიჩნეული უნდა იყო, როგორც დაავადება და არა დანაშაული - განაცხადა გიორგი თორთლაძემ.

გიორგი თორთლაძემ ასევე მოუწოდა პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს, რომ ის ინვესტორები, რომლებიც ნარკომანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრებს გახსნიან პირველ ეტაპზე საერთოდ განთავისუფლდნენ გადასახადებისაგან.

 
პანღური და ნარკოტიკები
20 თებერვალი, 2010 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომელი ავტომობილს აჩერებს და იქიდან დაკავებულების გადმოყვანის შესახებ ბრძანებას გასცემს. კადრში ვხედავთ ორ დაკავებულს, რომელსაც გზის სავალი ნაწილისაკენ მიაბრუნებენ, შემდეგ ვხედავთ, როგორ ურტყავს სოდის თანამშრომელი პანღურს ორივე დაკავებულს.

ყველა აღნიშნული დეტალი გადაღებულია თავად სოდის თანამშრომლის მიერ. ეს მასალა ერთ-ერთი სამართალდამცევლის მობილური ტელეფონიდან ინტერნეტში YouTube.com-ზე განთავსდა. სწორედ ამ სამართალდამცველის ხმა ისმის ჩანაწერში, რომელიც პანღურის ამორტყმის შემდეგ დაკავებულებს ეტყვის, რომ თავისუფლები

არიან.

მოგვიანებით გაირკვევა, რომ ორივე დაკავებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. სწორედ ამ კადრის გავრცელებას მიეძღვნა ჟურნალისტური სტუდია GNS-ს, ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა "კვირის რეპორტაჟი"-ში გასული ერთ-ერთი სიუჟეტი.

გადაცემა "კვირის რეპორტაჟი“-ს სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი დაკავებული (დასახელებულია მისი სახელი და გვარიც) იყო  მინისტრის მოადგილე, ნიკა გილაურის ბავშობის მეგობარი, რომელიც მან სამინისტროში მიიყვანა და მუშაობა ენერგეტიკის შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროში დააწყებინა. მეორე დაკავებული ფინანსთა სამინისტროს რიგითი თანამშრომელი აღმოჩნდა.  

საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც ტელეკომპანია კავკასიაზე თოქ-შოუ „ბარიერი“ მიყავს, გადაცემა "კვირის რეპორტაჟი“-ის ამავე სიუჟეტში ყვება მოკლე ამბავს, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილე და მისი მეგობარი დააკავეს ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე სოდის თანამშრომლებმა. ამის შემდეგ ნიკა გილაურს დაურეკავს ვანო მერაბიშვილისთვის და უთხოვია გამოეშვათ ისინი ვინაიდან მისი მოადგილე და ბავშობის მეგობარი ყოფილა ერთ-ერთი მათგანი. შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს დამკავებელი სოდელებისთვის უთქვავს პანურები ამოარტყით და გაუშვითო. იმათაც სიტყვა სიტყვით შეუსრულებიათ ნათქვამი. ალექსანდრე ელისაშვილმა ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისგან მიიღო.

გადაცემა "კვირის რეპორტაჟი“-ს ჟურნალისტი შეეცადა გასაუბრებოდა ყოფილ დაკავებულს (კადრში არ ჩანს მისი სახე გარკვევით) და დაინტერესდა თუ სცადა მან საკუთარი უფლებების დაცვა პირადი შეურაცყოფის და დამამცირებელი მოპყრობისთვის. მან განუცხადა ჟურნალისტს, რომ იგი საკუთარი ნებით წამოვიდა ფინანსთა სამინისტროდან და ნარკოტიკებთან და პანღურთან დაკავშირებულ კითხვებს კი პასუხი არ გასცა.

გაზეთ 24 საათის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის" თანათავჯდომარე სოზარ სუბარი 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, რომ  საქმე გვაქვს არა დისციპლინურ გადაცდომასთან, არამედ მძიმე დანაშაულებების მთელ კასკადთან, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კერძოდ, რომ სოდ-ის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ქონდა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

საქართველოს მთავრობა დღემდე ცდილობს მკაცრი ნარკო პოლიტიკის გატარებას. აღსანიშნავია ე.წ. პერიოდული შემოწმებები სამთავრობო დაწესებულებებში, რომელსაც შედეგად მოყვა მრავალი ნარკოტიკების მომხმარებლის სახელმწიფო სამსახურიდან გაშვება. აღნიშნული არის 2006 წელს საყოველთაოდ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ნარკოტიკები წინააღმდეგ ომს ეფუძვნება.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის შესახებ. დღევანდელი მონაცემებით ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების და ასევე ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების ვარაუდით 250 000-ს უნდა აღემატებოდეს.

 
 

მორიგი ამნისტიის აქტი

7 ნოემბერი, 2009 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შემდეგ მორიგი და ახალი ამნისტიის აქტის განხილვა საქართველოს პარლამენტში დაწყებულია. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაცხადდა, რომ ამნისტიის აქტი შეეხება დაახლოებით 1500-მდე ნარკოტიკების მომხმარებელს, რომელებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული დანაშაულისთვის.
ამნისტია, რომელიც ერთჯერადი აქტია მიღებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის მიერ ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.

ამჯერად ეს აქტი ნაკროტიკების მომხმარებლების მიმართ იქნება მიღებული განსხვავებით წინათ მიღებული აქტებისგან. 2 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ქონდა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ საშუალება უნდა მივცეთ დაუბრუნდნენ საზოგადოებას, ნორმალურ ცხოვრებას“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამნისტიის აქტი მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილს და 273-ე მუხლს.    260-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისთვის, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე, და 273-ე მუხლი - პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის სასჯელს მათ შორის თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პარლამენტი აპირებს კანონისპროექტი განიხილოს დაჩქარებული წესით - დაახლოებით ორ კვირაში. ამნისტია განხორციელდება აქტის გამოქვეყნებიდან ორ თვეში, აღნიშნეს პარლამენტში.  

 
დაპირისპირება ნარკო პოლიტიკს რეფორმისთვის საკანონმდებლო
და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის
ლევან ჯორბენაძე
ონსულტანტი/ადვოკატი
22 სექტემბერი,  2009 წელი

მოსალოდნელი ცვლილებების განხორციელება ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაში კვლავ დაპირისპირების მიზეზი გახდა პარლამენტის წევრ გიგი წერეთელსა და მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს შორის. ამჯერად 21 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მცირე დებატები იყო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
კვლავ ანტინარკოტიკული ცვლილებებზე ე.ი. აკრძალვებზე და გამკაცრებაზეა ლაპარაკი თუ ნარკო პოლიტიკის შეცვლას და რეალური პოლიტიკის შემუშავებასთან გვაქვს საქმე? კითხვა კვლავ კითხვად რჩება, მაგრამ ამჯერად ნიშანდობლივი ის არის, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა, ეს ყველაფერი იმ სიტუაციასთან შედარებით, როდესაც წლების განმავლობაში არავინ „მოიკითხავდა“ ამ სფეროს თითზე ჩამოსათვლელი რამოდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციის გარდა, რომლებსაც კონკრეტული დონორების მიერ დაფინანსებული პოექტები ქონდათ და აქვთ აღნიშნულო სფეროში. აგრეთვე თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამოდენიმე თანამდებობის პირის ღია და თამამ განაცხადებს, რომ საჭიროა ნარკოტიკების დიფერენციაცია და მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაცია.

ნარკო პოლიტიკაში ცვლილებებზე საუბარი 2005 წლიდან დაიწყო და ეს ინიციატივა ზემოთ ნახსენები არასამათავრობო ორგანიზაციებისგან წამოვიდა. რეალურად დღემდე არაფერი შეცვლილა და საზოგადოებაში არც რაიმე „მწვავე“ დებატებისთვის შექმნლა ნიადაგი. უფრო მეტიც 2007 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ნარკოტიკების მომხმარებლების წინააღმდეგ პარლამენტის მიერ მიიღებული კანონი სახელწოდებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. კანონის მიზანი მეტად კეთილშობილური და იდეალური იყო და არის: ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილება, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვა,  ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან დაცვა, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენცია. რეალურად კანონმა ხელი შეუწყო ნარკოტიკების მომხმარებლების უფრო მეტად იზოლაციას საზოგადოებისგან და მათთვის მთელი რიგი ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას.

მხოლოდ 2008 წლის დასაწყისში პარლამენტს წარედგინა ცვლილებების კანონის პროექტის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა სულ ცოტა 5 კანონის ცვლილებას. ერთ-ერთი ცვლილება სწორედ ნარკოტიკების მოხმარების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითვალისწინებდა. სწორედ ეხლა, 2009 წლის სექტემბერში ამ კანონის პროექტზეა ზემოთ აღნიშნული წინააღმდეგობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისფულების წარმომადგენლებს შორის.

დებატების დროს აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ მას არ გონია „ქვეყნის ინტერესებში ნარკომანიისადმი ლიბერალური მიდგომა შედიოდეს“.

საზოგადოებისათვი უცნობია მომავალში კვლავ გაგრძელდება თუ არა რეპრესიული მიდგომები იმ ადამიანების მიმართ ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს. სწორედ იმ რეპრესიულ მიდგომებზეა საუბარი რომელზეც ბევრმა განვითარებულმა სახელმწიფომ დიდი ხანია უკვე უარი თქვა ან უნდა ეთქვა.   

 

უფსკრული იდეალურსა და რეალურ შორის

ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი

25 ივლისი,  2009 წელი

საზოგადოებას წარედგინა ახალი კანონის პროექტი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ, ამჟამად მოქმედი კანონის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ ჩანაცვლების მიზნით. კანონის პროექტი შედგენილია გაეროს გაიდლაინების მიხედვით. ახალ კანონში განსაზღვრულია ის ახალი ნორმები, რომელიც იძლევა საშუალებას ეფექტურად უპასუხოს საქართველომ თანამედროვე გამოწვევებს აივ/შიდსის სფეროში და

ამოღებული იყოს ე.წ. მკვდარი და არაპრაქტიკული ნორმები მოქმედი კანონიდან იმ უფსკრულის შესავსებად, რაც იდეალურობასა და რეალურობას შორის არსებობს.  

ახალი კანონი დამატებით განამტკიცებს კონსტიტუციურ და საერთაშორისო გარანტიებს აივ/შიდსით ინფიცირებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის, როგორიც არის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა; ნებაყოფლობითი ტესტირება; არავითარი „სამოგზაურო შეზღუდვა“; აივ/შიდსის ინფიცირებულის სტატუსის მკაცრი დაცვა, როგორც მის სიცოცხლეში ასევე სიკვდილის შემდეგ; აივ ინფიცირებულის სტატუსის გამო სამსახურიდან განთავისუფლება აკრძალული იქნება, ამგვარად დაუშვებელი უნდა იყოს სამსახურში აივ ინფიცირებული პირის დისკრიმინაცია და ასევე აღნიშნული სტატუსის გამო დისკრიმინაცია პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებში.

ახალი კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი. საქართველოს პარლამენტში პროექტის მოსმენა განსაზღვრულია 2009 წლის 8-11 სექტემბრისთვის.

დღეს მოქმედი კანონი „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ მიღებულია 1995 წელს, ბოლო ცვლილებები განხორციელდა 1997 და 2000 წლებში, როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ საქართველო იყო პირველი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის როდესაც 1994 წელს შეიმუშავა ნაციონალური აივ/შიდსის პროგრამა, რომელსაც შემდეგ 2003-2007 წელებისთვის სტრატეგიული მოქმედების გეგმა მოყვა აღნიშნული სფეროს მოწესრიგებისთვის.  

 

ნარკო პოლიტიკა საჯარო ინტერესის სფეროა

უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირმა (მოსარჩელე) მოიგო საქმე უნგრეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციას, რომელსაც მოსარჩელე სახელმწიფო ორგანიზაციისგან ითხოვდა ეხებოდა სისხლის სამართლის კოდექსში ნარკო კანონმდებლობის ცვლილებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სასამართლო), მდებარე სტრასბურგში გადაწყვიტა, რომ უნგრეთის სახელმწიფოს მხრიდან მოსარჩელის „გამოხატვის თავისუფლებაში“ ასეთი სახის ჩარევა არღვევდა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლს, რაც შესაბამისად აისახა სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში. კონვენციის მე-10 მუხლი: „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას ქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად...“   

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-10 მუხლი არა მარტო გამოხატვის თავისუფლების უფლებას, არამედ მოიცავს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებასაც.   

ძირითადად საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ნარკო-დანაშაულთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობას. უნგრეთის სახელმწიფოს პარლამენტის წევრმა და სხვა ფიზიკურმა პირებმა წარადგინეს განაცხადი-მიმოხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უნგრეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებულ ნარკო დანაშაულის ნორმების ცვლილებების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა სწორედ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება საზოგადოებაში ნარკო დანაშაულის შესახებ დებატების განხორციელებისათვის. მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა ბუდაპეშტის სასამართლოში მოპასუხე საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, რომ დაევალდებულებინა აღნიშნული მოპასუხე, რომ გაეცა მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე განაცხადის ავტორი-პარლამენტის წევრის თანხმობის გარეშე.  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა სწორედ საჯარო ინტერესის სფეროს.    

უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, დაფუძნებული ბუდაპეშტში, უნგრეთში. ორგანიზაციის დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებათა დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, რომელიც ასევე აქტიურად განახორციელებს თავის საქმიანობას ნარკო პოლიტიკის სფეროში. 

9 მაისი, 2009 წელი

მეთადონური მკურნალობა ციხეში

2008 წლის დეკემბრიდან საქართველოში ციხის მეთადონური პროგრამის განხორციელება „გლობალური ფონდი“-ს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყება. N 8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 პატიმარს შესთავაზებენ დეტოკსიკაციის კურსს მეთადონთან ერთად.

2008 წლის ნოემბერს, თბილისში ჩატარდა საქმიანი შეხვედრა სახელწოდებით „მხარდაჭერიდან მოქმედებისკენ“, რომელიც საქართველოს ციხეებში აივ/შიდსის და ც-ე ჰეპატიტის პრობლემის

განხილვას ეძღვნებოდა. აღნიშნული შეხვედრა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, „კანადის აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელი“-ს და „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ციხეში მეთადონური პროგრმის დაწყებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ძირითადი მიზანი ციხეში: აივ/შიდსის და ც-ე ჰეპატიტის პრევენციის, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობა, აივ ინფექციის გამოვლენის ანტირეტროვირუსული თერაპიის და სასჯელის ალტერნატიული სახის საკითხებზე საგანმანათლებლო უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის სამინისტროს და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მონაწილეების წინაშე წარსდგნენ „კანადის აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელის“, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“, მოლდოვის სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის და „Bridjer Addiction Care Institute“-ის (ბრიჯერ, ნარკო დამოკიდებულების მკურნალობის ინსტიტუტი, ნიდერლანდები) წარმომადგენლები. შეხევდრაში მონაწილეებს ასევე მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ბურჯალიანი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პირვლი მოაგილე ირაკლი გიორგობიანი;  საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი და საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოფსი.  

ინფორმაციის წყარო: თეა ახობაძე

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

თარგმანი: ლევან ჯორბენაძე

მეადონური ჩანაცვლებითი თერაპია ქალაქ ქუთაისშიც დაიწყო

ქუთაისში 2008 წლის 1 ნოემბრიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებს ჩანაცვლების მეთოდით უმკურნალებენ. პროგრამა ერთწლიანია და მას პილოტ-პროექტის სახით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს.
ჩანაცვლებით პროგრამაში 70 პირი მიიღებს მონაწილეობას. მეთადონურ ჩანაცვლებით პროგრამას სახელმწიფო აფინასებს. სამოცდაათივე ნარკოტიკებზე
დამოკიდებული პირი ქუთაისელია და მათ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი თავადვე გამოთქვეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს უფროსმა კოტე გვეტაძემ განაცხადა, რომ პროექტში მონაწილეთა განკურნების შემთხვევაში სახელმწიფო მათ დასაქმებაზეც იზრუნებს.

მსოფლიოში, კერძოდ კი ევროპაში აპრობირებული ჩანაცვლებითი მეთადონური მკურნალობა პირველად საქართველოში 2005 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. თბილისში, ნარკოლოგიის ინსტიტუტის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში უფასო მეთადონურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად დასაწყისისთვის 60 პაციენტი შეირჩა.

ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 2-4 თვის შემდეგაც ხერხდება

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოტიკული, მომწამვლელი, ფარმპრეპარატებისა და ქიმიურ-ტოქსიკოლოგირი ექსპერტიზის ლაბორატორიამ 2008 წლის პირველ ნახევარში 1000-მდე გამოკვლევა ჩაატარა. გამოკვლევების 80 პროცენტი საჯარო
ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე დაინიშნა.

1000 ექსპერტიზიდან 700 ანალიზი ალკოჰოლური თრობის დასადგენად (სისხლის მეშვეობით) გაკეთდა, 115 - ნარკოტიკული საშუალებების გამოსაკვლევად, 110 - შარდში ეთილის სპირტის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვლევისთვის, 75 შემთხვევაში თმის ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად თმის ნიმუშის კვლევა გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო.

მანამდე საქართველოში მოქმედ საექსპერტო ლაბორატორიებში ნარკოლოგიური ექსპერტიზა, ძირითადად, შარდსა და სისხლზე ტარდებოდა, თუმცა აღნიშნული საშუალებებით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა მისი მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში არის შესაძლებელი.
ახალი მეთოდოლოგიის უპირატესობა კი იმაში გამოიხატება, რომ მისი გამოყენებით, ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 2-4 თვის შემდეგაც ხერხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხმარებული ნარკოტიკის სახეობისა და დოზის დადგენაც.

უთაისში შიდსით ინფიცირებულთა პროფილაქტიკური და სამკურნალო ცენტრი იხსნება

 ქუთაისში შიდსით ინფიცირებულთა პროფილაქტიკური და სამკურნალო ცენტრი იხსნება. აღნიშნული ცენტრი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა საავადმყოფოში განთავსდება. შიდსის ცენტრი თანამედროვე სამედიცინო ლაბორატორიით აღიჭურვება და დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.


 ამ დრომდე ქუთაისში აღნიშნულ დაავადებაზე მხოლოდ ანალიზის აღება იყო შესაძლებელი. შიდსის ცენტრის გახსნის შემდეგ ინფიცირებულებს, რომლებიც აღრიცხვაზე არიან, პერიოდულ მკურნალობაზე თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ.
შიდსით ინფიცირებულთა პროფილაქტიკური და სამკურნალო ცენტრი ქუთაისში ერთ თვეში გაიხსნება.

15.07.2008

საქართველო ნარკო პოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე

  29 იანვარს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ნარკოტიკების მოხმარება აღარ იქნება დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით, მაგრამ გამოყენებული იქნება იძულებითი მკურნალობა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნარკოტიკების განმეორებით მოხმარების შემთხვევაში. შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ნარკოტიკების მომხმარებისათვის ციხეში ადამიანი არ მოხვდება. ნარკოტიკების მოხმარებისათვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა, რომელიც თავის მხრივ შემდგომ თავად ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობისთვის დაიხარჯება.   
  აღნიშნული კომიტეტის მოსმენებზე ასევე ითქვა, რომ მკაცრმა პოლიტიკამ ვერ გაამართლა ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარსადგენი კანდიდატის, ყოფილი იუსტიციის მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით მკაცრი პოლიტიკა გაგრძელდება ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მაგრამ ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ კანონი ლიბერალური უნდა გახდეს. ეკა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ამ პრობლემის მიმართ გადამჭრელ ზომებს ვერ გაატარებს და გამოთქვა მოსაზრება ზოგიერთი „მსუბუქი" ნარკოტიკის მოსალოდნელ ლეგალიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულის მაგალითად ჰოლანდია დაასახელა.

  დღეს 30 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა შეასრულა და მას მედიის რეგიონალური წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში უნდა იყოს სხვაობა ნარკოტიკების მომხმარებელსა და ნარკოტიკების გამსაღებელს შორის. რამოდენიმე კვირის წინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ნარკო დანაშაულში მსჯავრდებულების საქმეები გადაიხედებოდა და ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლები არიან არ უნდა ჩაითვალონ, როგორც კრიმინალებად არამედ ნარკომანიით დავადებულებად, რომლებიც მკურნალობას უფრო იმსახურებენ ვიდრე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად გამოთქვა იმედი, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი ეკა ტყეშელაშვილი მნიშვნელოვან ღონისძიებებს გაატარებს სისხლის სამართლის პოლიტიკაში აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ

8000 ნარკოტიკების მომხმარებელია დაკავებული

  2008 წლის 8 იანვარს ტელეკომპანია რუსთავის 2-ზე, TBC TV-ს გადაცემა „პრაიმ თაიმი"-ში მიწვეულმა პარტია ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ლიდერობს სხვა კანდიდატებთან შედარებით, პირდაპირი ეთერით განაცხადა, რომ იგი მზად იქნება გადახედოს ნარკო დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი პირების საქმეებს, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება სულაც არ იყოს დამნაშავე, არამედ დაავადებული აღნიშნული სენისგან, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. 

მისივე განცხადებით თუ ვინმეს აკავებენ ნარკოტიკების მოხმარების გამო, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს  კრიმინალად. ნარკომანია არის დაავადება და ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა იყოს დასჯადი.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად 8000 ნარკოტიკების მომხმარებელია დაკავებული და ეს
ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოსთვის. შესაბამისად მანვე აღნიშნა, რომ პატიმრების რაოდენობა ციხეებში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ. პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ის შეცდომები, რომელიც მან პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დაუშვა.

სასჯელი მტკიცებულების გარეშე

კანონპროექტის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნას დაემატება მე-3 პუნქტი: "ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენისას, თუ პირი უარს განაცხადებს გამოკვლევაზე, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი მიჩნეულ იქნება დადგენილად." პოლიციელი შესაბამისად პირს 500 ლარით დააჯარიმებს ან 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯის მიზნით წარადგენს სასამართლოში.
კანონროექტი პოლიციელს (ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირს) აძლევს განუზომელ უფლებამოსილებას ჩაერიოს რომელიმე მოქალაქის პირად ცხოვრებაში და ჩამოართვას საკუთრება.

წარდგენილი კანონროექტის შესაბამისად თუ პოლიციელი ეჭვს მიიტანს პირზე, რომ ის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაშია და არ დაემორჩილება პოლიციელის მითითებას შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევაზე მის წარდგენასთან დაკავშირებით მაშინ დაჯარიმდება და უფრო მეტიც წარდგენილი იქნება სასამართლოს წინაშე მისთვის 30 დღიანი პატიმრობის შეფარდების მიზნით. კანონროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონროექტი არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლის გარემოებას, რომელიც მრავალი შეიძლება იყოს.

რამოდენიმე კვირის წინ მიუხედავად ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებისა, რომ კანონის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ და ეს ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ დაპატიმრებით პარლამენტი კვლავ აგრძელებს მკაცრ სადამსჯელო ცვლილებების განხორციელებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

წარდგენილი ცვლილებების განხილვა პარლამენტში დაგეგმილია 30 ოქტომრიდან - 2 ნოემბრამდე და სასესიო განხილვები 6-9 ნოემბრისთვის.

მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე

ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.

2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.

 3. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენისას თუ პირი უარს განაცხადებს გამოკვლევაზე, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი ჩაითვლება დადგენილად.

 საქართველოში ნარკოტიკული დანაშაული გასამმაგება პოზიტიურ ტენდენციად შეფასდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით და 2007 წლის 6 თვის ანალიტიკური კვლევის მიხედვით საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობ მიმდინარე წელს სხვა დანაშაულების კლების ფონზე, გაიზარდა და თითქმის გასამმაგდა ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის ფაქტები, რაზეც წარმოდგენილი ციფრებიც მეტყველებს.
კერძოდ, თუ 2006 წლის პირველ 6 თვეში  ნარკოტიკული დანაშაული რეგისტრირებულ იქნა 1190-ჯერ, 2007 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ეს რიცხვი გაზრდილია  3713-მდე ანუ სახეზეა
ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის 212%-ით ზრდა. გენერალური პროკურატურა კი ნარკოტიკული დანაშაულის გასსამაგებას თავის მხრივ სახელმწიფოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ გამოცხადებული შეურიგებელი ბრძოლის პოლიტიკით ხსნის და პოზიტიურ ტენდენციად აფასებს.

საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დადგენა თმის ნიმუშითაა შესაძლებელი

23 აგვისტო, 2007 წელი

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად თმის ნიმუშზე კვლევები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული მეთოდით, 5 თვის განმავლობაში შემოწმდა 3000-ზე მეტი პირი. გამოკვლევები, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციათა მომართვის საფუძველზე, მათი თანამშრომლების შემოწმების მიზნით ჩატარდა საქართველოში მოქმედ საექსპერტო

ლაბორატორიებში ნარკოლოგიური ექსპერტიზა შარდის გამოკვლევით ტარდებოდა, თუმცა, ამ მეთოდით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა მისი მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში არის შესაძლებელი. ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის უფროსის ხათუნა ომიაძის განმარტებით, ახალი მეთოდოლოგიის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მისი გამოყენებით ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 3-4 თვის შემდეგაც ხერხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხმარებული ნარკოტიკის სახეობისა და დოზის დადგენაც. „აღნიშნული მეთოდის გამოყენებით გაცილებით მეტ ინფორმაციას ვიღებთ, რის გამოც, ორგანიზაციები თანამშრომელთა შემოწმებას თმის ნიმუშით ითხოვენ“, - განაცხადა ხათუნა ომიაძემ.

 

სუბუტექსთან დაკავშირებული საქმე სტრასბურგში

ბასილაძე საქართველოს წინააღმდეგ

კავშირი ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს წარმომადგენლებმა მათ მიერ ინიცირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება შეცვალოს იმ პატიმართა მდგომარეობა, რომლებიც ბრალდებულნი არიან პრეპარატ სუბუტექსის შეძენა- შენახვა-რეალიზაციაში. აღნიშნული პრეპარატი კი, როგორც წესი ფართოდ გამოიყენება ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებზე (მაგალითად: ჰეროინზე და მორფინზე) დამოკიდებულების სამკურნალოდ.

კავშირი ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს ადვოკატები რამაზ ბასილაძის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავენ იმ საქმესთან დაკავშირებით რომელიც სუბუტექსის გასაღებას და მოხმარებას ეხება. ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ საქმეს მოიგებენ და სასამართლო გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვლის იმ პატიმართა მდგომარეობას , რომლებიც აღნიშნული ქმედებისათვის არიან ბრალდებული ან გასამართლებული.  

აღნიშნული ორგანიზაციის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს გაეროს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ საერთაშორისო კონვენციებს. ამ კონვენციების მიხედვით სუბუტექსი, რომელიც ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს არის არა ნარკოტიკული, არამედ ფსიქოტროპული ნივთიერება, მაშინ როდესაც საქართველოს კანონმდებლობით იგი აღიარებულია, როგორც ნარკოტიკული ნივთიერება. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მიხედვით შიდა კანონმდებლობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო  კონვენციებს. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი სასამართლოებს აქვთ ვალდებულება, საქმის განხილვისას იხელმძღვანელონ უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტით, ანუ საერთაშორისო ხელშეკრულებით.

ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს წევრებს, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლოში არაერთი საქმე აქვთ მოგებული აცხადებენ, რომ ბასილაძეს და სხვა ასეულობით პირი უკანონოდ არის ბრალდებული და დაპატიმრებული სუბუტექსის შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით.  ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კი ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-გასაღება არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და შესაბამისად ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ბასილაძის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დარღვეულია ევრო კონვენციის მე-5, მე-6 და მე-13 მუხლები, რომლებიც მოიცავენ თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას.

პატიმრებს აივ-ინფექცია არ აღმოაჩნდათ

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრებ, რომლებიც აივ-ინფექცია/შიდსზე გამოიკვლიეს, ვირუსი არ აღმოჩნდათ.
იუსტიციის სამინისტროსა და შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენლებმა პატიმრების აივ-ინფექცია/შიდსზე 
გამოსაკვლევად, სისხლი 28 თებერვალს აიღეს. ნებაყოფლობით გამოკვლევაში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი 260 პატიმრიდან 200-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი ეპიდემიოლოგის კონსტანტინე ტურაშვილის ინფორმაციით, შიდსზე პატიმრების გამოკვლევა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება. დღევანდელი მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შიდსით ინფიცირებული 22 პატიმარი იმყოფება. ისინი საპატიმროების სამედიცინო განყოფილებებში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
 

ახალი კანონპროექტი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი”-ის ინფორმაციით 2006 წლის 14 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით პარლამენტს წარედგინა ახალი კანონპროექტი, კერძოდ "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონს დაემატა დებულება, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტოქსიკური
ან ნარკოტიკული სიმთვრალის ფაქტის დადგენის, შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზისა და დიაგნოსტიკის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 14-17 მარტს პარლამენტი წარდგენილ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

განმარტებითი ბარათი

კანონპროექტი

კანონპროექტი

     

ყველა ციხეში!

14 თებერვალი 2006

ამონარიდი, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენებიდან პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ საიტზე გავრცელდა

ბევრი თქვენგანი და თვენი ახლობელი გამხდარა დანაშაულის მსხვერპლი.

ხშირად, ჯიბის ქურდებს, ყაჩაღებს იჭერენ, რამდენიმე დღეში უშვებენ და ისევ ქუჩაში, ჩვენი საზოგადოების გვერდით არიან.

ამიერიდან ასე აღარ იქნება!

ვაცხადებ ახალ კანონპროექტს ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ!

სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც ბინის და ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობასა და

ნარკოტიკების შენახვაზე გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს.

ამ დანაშაულებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს - ყველა ციხეში!

ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დამღუპველი სენია.

ჰუმანურობის ნიადაგზე, ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს.

ამისათვის 3000 კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებთ, მზად ვართ ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ.

ნულოვანი მოთმენა ყველანაირი, თუნდაც წვრილმანი დანაშაულის მიმართ! 

დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ ნარკომანიის წინააღმდეგ.

თქვენ იცით თუ რა უბედურებაა ეს, თქვენ იცით, რომ ნარკოტიკების მთავარი გზა ავღანეთიდან საქართველოზე გადის.

ჩვენთან შემოსავლები გაიზარდა - რამდენჯერმე გაიზარდა ახალგაზრდების შემოსავალი და რამდენჯერმე შემცირდა ნარკოტიკების ფასი, ნარკოტიკი დაღეს პურზე უფრო ადვილი საშოვნია.

უნდა მოხდეს ნარკოლოგიური დიაგნოსტიკის მოდერნიზაცია.

მომავალი 4 თვის განმავლობაში ყველა სახელმწიფო მოხელეს ნარკოლოგიური შემოწმება მკაცრად უნდა ჩაუტარდეს და არა ისეთი როგორსაც ამას ლეჟავა აკეთებდა.

არც ერთ სახელმწიფო აპარატში არც ერთი ნარკომანი აღარ იმუშავებს, საზოგადოებას უფლება აქვს, რომ სახელმწიფო აპარატში საღად მოაზროვნე ხალხი ყავდეს.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აშენებს სკოლებს, საავადმყოფოებს, ამბულატორიებს, შადრევნებსაც კი, და ამავე დროს, აშენებს ახალ ციხეებსაც.

ჩვენ სახელმწიფო ვართ, სახელმწიფომ კი იცის, როგორ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, როგორ განავითაროს საგანმანათლებლო სისტემა და შესაძლებლობები და იცის როგორ უნდა დასაჯოს ის, ვინც ამ მოქალაქეებს განვითარებაში ხელს უშლის.

 

მეადონური ჩანაცვლებითი

თერაპიის პროგრამა საქართველოში

 

მეტადონური ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი
 

სახელმწიფო ნარკოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეადონური ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში უფასო მეადონური მკურნალობის დასაწყებად შემდეგი კრიტერიუმებია:

1. პირი უნდა იყოს 25 წლის და ზევით;
2. გააჩნდეს მინიმუმ 3 წლის ნარკოტიკების მოხმარების სტაჟი;
3. გავლილი ქონდეს მინიმუმ ორჯერ ნარკომანიის მკურნალობის კურსი შესაბამის დაწესებულებაში და გააჩნდეს ოფიციალურად დადასტურებული ცნობა მკურნალობის შესახებ

ამაჟამად სახელმწიფო ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში შერჩეული 60 პაციენტი, მკურნალობას ეტაპობრივად მიიღებს. პაციენტების მკურნალობა ინდივიდუალურად განსაზვრული პროგრამით მიმდინარეობს და შესაბამისად ზემოთ აღნიშნულ ცენტრში პაციენტი ექიმის მეთვალყურეობით დღეში ერთხელ ინდივიდუალურად გასაზღვრულ მეადონურ დოზას სიროფის სახით პერორალურად იღებს. მეადონური ჩანაცვლებითი თერაპია 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება.

მკურნალობა ანონიმური არ არის მაგრამ კონფიდენციალურია. მეადონური ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ხორციელდება.

სახელმწიფო ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრის ინფორმაციით პაციენტთა ხელახალი შერჩევა სავარაუდოდ 2006 წლის გაზაფხულზე მოხდება და კვლავ 60 პაცინტი შეირჩევა.

მოიპოვე მეტი ინფორმაცია მეადონური ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრის

ცხელი ხაზის მეშვეობით: 39-93-92
 

საქართველოში მეადონური, ჩანაცვლებითი თერაპია დაიწყო

"დიდი მადლობა გლობალურ ფონდს, რომ დღეს პირველმა 8 პაციენტმა მეადონი მიიღო ნარკოლოგიის ინსტიტუტის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში”. სახელმწიფო ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეადონური, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის კოორდინატორის ხათუნა თოდაძის ინფორმაციით, რომელიც ზიანის შემცირების აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქსელში გავრცელდა - საქართველოში პირველად 2005 წლის 8 დეკემბერს მეადონური, ჩანაცვლებითი თერაპია დაიწყო.
 

ქალაქში მკვლელია 

“ქალაქში მკვლელია”, “ვინ არის შემდეგი”, “ვინ არის მესაფლავე” და სხვა ტრანსფარანტებით წამოწყებულმა ანტი ნარკოტიკულმა აქციამ შეიძლება ითქვას, რომ შოკში ჩააგდო მოსახლეობა და კიდევ ერთხელ, მძლავრად შეახსენა საზოგადოებას ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანი.

დედაქალაქში მალე ამ აქციის ორგანიზატორების ვინაობაც ცნობილი გახდა და ქალაქის შუაგულში განთავსებულ

ბანერებზე უკვე კონკრეტული ორგანიზაციების სახელწოდებებიც იყო ასახული. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქციამ გარკვეული შედეგი გამოიღო და მოსახლეობამ ნარკოტიკების საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ გაიაზრა. "შეიძლება ვიღაც შევაშინეთ, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ ნარკომანია დიდი პრობლემაა და მას ყველა უნდა ებრძოლოს", განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 

ევრო საბჭოს გამოცემა: ეთიკა და ნარკომანია

ევროპის საბჭოს ეს ახალი გამოცემა ეთიკური თვალსაზრისით მოიცავს ბრძოლას ნარკომანიასთან და სხვა მასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებს, რომელზეც ევროპაში მომუშავე სპეციალისტები: ექიმები, ფსიქოლოგები, იურისტ-ექსპერტები და ნარკოლოგები მუშაობდნენ. ეს გამოცემა ინიცირებული იყო ევროპის საბჭოს “პომპიდუს ჯგუფი”-ის მიერ, რომელიც აერთიანებს ექსპერტებს: პრევენციის, მკურნალობის და ნარკოტიკების მოხმარების დასჯის სფეროში. აღნიშნული გამოცემა აგრეთვე მორალური განსჯის გარეშე გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ და გამოვიყენოთ ის ეფექტური ინდივიდუალური და კოლექტიური სტრატეგიები, რომელიც ნარკომანიას ეხება.

არჩევანის წართმევით თუ სოციალური აუცილებლობით ადამიანების დაძალება, რომ გახდნენ ბედნიერნი თავიანთი ნება-სურვილის გარეშე იმ ნივთიერების წართმევით, რომელიც მათ აუცილებლად არ უნდათ, რომ თავი დაანებონ, აღძრავს მორალურ საკითხებს იმის გათვალისწინებით, რომ ვინ ამ საკითხს მიიჩნევს ინდივიდუალურ ვინ კიდევ საზოგადოების დაცვად.

ევროპის საბჭოს გამოცემა ეხება პრევენციის, ტესტირების და კონფიდენციალურობის საკითხებს და ამ მხრივ ამ სფეროში რამოდენიმე ქვეყნის პოლიტიკის მიმოხილვას მოიცავს, რომელთაგან რამოდენიმე მათგანი კონცენტრირებულია იმ პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი 1993 წლის ოქტომბრამდე და შვედეთი ეხლაც აწარმოებს, რაც გულისხმობს მთლიანად იძულებით მკურნალობას, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ასეთი მეთოდები სავსებით თუ ნაწილობრივ არაეფექტურია. როგორც ეს გამოცემა მრავალი მაგალითებით გვიქმნის შთაბეჭდილებას, წარმატებული მკურნალობის საფუძველი არის ნებაყოფლობა, თავად პაციენტის ნება. მკურნალობა ნების საწინააღმდეგოდ ან დაძალებით იმ ადამიანებისა რომლებიც ბრალდებულნი არიან ნარკომანიაში აღძრავს არა მარტო ეთიკურ არამედ ჯანმრთელობისა და იურიდიულ პრობლემებს.

ევროპის საბჭოს გამოცემა: “ეთიკა და ნარკომანია” ეხება ნარკომანიას სამუშაო ადგილებში, რომელიც წინა პლანზე წამოწევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოება სამსახურში და სამედიცინო კონფიდენციალურობის საკითხი საზოგადოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. საფუძვლიანი მიმოხილვა მოცემულია ისეთი პრობლემისა როგორიცაა ნარკომანია, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა მცირეწლოვანებს შორის, განსაკუთრებით კი სკოლაში, აგრეთვე ორსულ ქალებში ან ახალგაზრდა დედებს შორის. ეს პუბლიკაცია მთავრდება “პომპიდუს ჯგუფი”-ის აქტივობების და რამოდენიმე რეკომენდაციის მიმოხილვით.

 

 

2005 წლიდან

გახდი მხარდამჭერი

2005 წლიდან

 

 Drug Policy Georgia ვებსაიტი ეძღვნება ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ნარკო პოლიტიკის სფეროში, რომელიც ეფუძვნება ზიანის შემცირებას და ადამიანის უფლებებს. ასევე მიზნად ისახავს აქტიური მონაწილეობის მიღებას ადვოკატირების და ნარკო პოლიტიკის შეცვლაში, ინფორმაციის და იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში