იურიდიული კონსულტაცია

 

 

პანღური და ნარკოტიკები

 

 მეთადონური მკურნალობის წესი ციხეში

 

მეთადონური ჩანაცვლებითი თერაპია ქალაქ ქუთაისშიც დაიწყო

 

მეთადონური მკურნალობა ციხეში

 

მეთადონური მკურნელობა საქართველოში

 

დუმილის მენტალიტეტი

 
 

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო გვაფრთხილებს ადამიანების ჯანმრთელობის შესაძლო ტოტალურ გაუარესებას განვითარებად ქვეყნებში

14 მარტი, 2010 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო

საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია გაეროს ინფორმაციის სამსახურის მიხედვით 2010 წლის 8 მარტს ვენაში ნარკოტიკული ნივთიერებების კომისიის 53-ე სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც წელს ვენაში გაიმართება გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონიო მარია კოსტამ გამოთქვა გამაფრთხილებელი მოსაზრება, რომ ნარკოტიკების კონტროლის დაკარგვა გამოიწვევს ადამიანების ჯანმრთელობის ტოტალურ გაუარესებას განვითარებად ქვეყნებში.

„განვითარებად ქვეყნებს ნაკლები სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სამართალდამცავი დაწესებულებების კონტრლი გააჩნიათ“ - განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა. მან ასევე ხაზი გაუსვა რამოდენიმე გამაფრთხილებელ გარემოებას: მზარდი ჰეროინის მოხმარება აღმოსავლეთ აფრიკაში, კოკაინის დასავლეთ აფრიკაში, სინთეთიკური ნარკოტიკების შუა აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.

ჯანმრთელობასთან მიმართებაში, როგორც „პირველი პრინციპული საკითხი ნარკოტიკების კონტროლის“, ბატონმა კოსტამ აღნიშნა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება განკურნებადია, მაგრამ ამ მხრივ უთანასწორობა მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით იწვევს ღარიბი მოსახლეობის მარგინალიზაციას, „როდესაც მდიდარი, ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები მიდიან უახლოესად მოდერნიზებულ კლინიკებში, ხოლო ღარიბები მიწისქვეშა-დაბალი ხარისხის დაწესებულებებში ან ციხეში“. ბიურო მუშაობს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და UNAIDS-თან (აივ შიდსის სფეროში გაეროს ოფისი) მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან და აივ/შიდსის ვირუსის პრევენციისთან დაკავშირებით ინტრავენურ ნარკომანებს შორის".   

ბიუროს ხელმძღვანელმა მოუწოდა ქვეყნებს ადამიანის უფლებების დაცვისკენ. „მსოფლიოში მილიონობით ადამიანები (მათ შორის ბავშვები) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით ციხეში იგზავნებიან და არა მკურნალობისთვის. რამოდენიმე ქვეყანაში კი მკურნალობა იწვევს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, რომელიც წამების ექვივალენტურია. ადამიანები სიკვდილით ისჯებიან ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ან ისჯებიან დამატებითი-საპეციალიზირებული მართლმსაჯულების ჯგუფებით. ჩვენ როგორც ადამიანებს და ცივილური საზოგადოების წევრებს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ბოლო მოვუღოთ ყოველივე აღნიშნულს. ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ ან ციხეში არიან არ კარგავენ ადამიანობას და ადამიანის უფლებებს.   

ნარკოტიკული ნივთიერებების კომისიის მერვე და თავის ბოლოს სხდომაზე ბატონმა კოსტამ სიამაყით წარმოთქვა, რომ ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო დაეხმარა გაეროს წევრ ქვეყნებს შეექმნათ უფრო პასუხისმგებლური ნარკო პოლიტიკა მთელი ნარკო ინდუსტრიის ჯაჭვის გასწვრივ, რომელიც უპასუხებდა იმათ ვისაც აღნიშნული პრობლემა შეეხო: კულტივაციით დაკავებული ღარიბი ფერმერებიდან დაწყებული ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებით დამთავრებული, რომლებიც ამ ნივთიერებებს მოიხმარენ ასევე ისინი ვინც დაიჭირეს ამ ქარცეცხლის დროს. ამავე პროცესში ჩვენ დავეხმარეთ, რომ შეგვექმნა ნაკლებად დოგმატური დებატები, შევაგროვეთ მტკიცებულებები, რომ გაგვემდიდრებინა ნარკო პოლიტიკა და შეგვემცირებინა დაუცველობა. ჩვენ მუდმივად ვიბრძოდით გაგვეუქმებინა დებატები მათ შორის ვინც ოცნებობს მთლიანად ნარკოტიკებისგან თავისუფალ სამყაროზე და ასევე მათ შორის რომელიც ისწრაფვის ნარკოტიკების სამყაროსკენ.

ინფორმაცია უფრო ვრცლად ბატონი კოსტას გამოსვლით სიტყვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ვებ პორტალზე - www.unodc.org.    

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ჩამოყალიბდა 1997 წელს და დღემდე გაეროს ერთ-ერთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას წარმოადგენს. ბიუროს ბიუჯეტის 90% ფინანსდება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, ხოლო დანარჩენი კერძო შემოწირულობებით.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებპორტალის მიხედვით ბიუროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში რეგიონალური ოფისის გახსნის შესახებ, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს დაფარავს.

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით