ქვეყანა ამავე რეგიონიდან
კრძალავს სექს მუშაკების
საქმიანობას.
2011 წლის 18-19 მაისს,
მოლდოვას რესპუბლიკის
დედაქალაქ კიშინოვში
110-ზე მეტი აქტივისტი,
ისინი: რომელთაც აქვთ
პირადი გამოცდილება და
პირადად შეეხოთ „პრობლემა“;
მუშაობენ მოწყვლად
ჯგუფებთან; აკადემიური
საქმიანობით დაკავებული
ადამიანები, იურისტები,
ადამიანის უფლებათა
დამცველები და ამავე
რეგიონის 13 სახელმწიფოს
ოფიციალური
წარმომადგენელი
შეიკრიბნენ რეგიონალური
დიალოგისათვის, რომ
განიხილათ საკანონმდებლო
დაბრკოლებები, რომელიც
ხელს უშლის აივ ვირუსის
პრევენციის პროგრესს
აღმოსავლეთ ევროპასა და
ცენტრალურ აზიაში.
აღნიშნულ სფეროში მოღვაწე
აქტივისტებთან შეხვედრის
მიზანი იყო რწმენა იმისა,
რომ ამ ადამიანების ხმა
გაგონილი და
გათვალისწინებული
იქნებოდა და საბოლოო
რეკომენდაციებიც მათი
თანამონაწილეობით და მათ
პრაქტიკაზე დაყრდნობით
შეიქმნებოდა.
შიდსისა და კანონის
შესახებ კომისიის
მუშაობის მეთოდი ნათელი
იყო, მაგრამ გარკვეულწილად ზოგადი და
გლობალური. თავდაპირველად
კომისიამ შეაგროვა დიდი
რაოდენობა იმ წერილობითი
გზავნილებისა, რომელიც
აქტიურმა აქტივისტებმა
გაუგზავნეს კომისიის
წევრებს.
გზავნილებით აქტივისტებს
კომისიის
ყურადღება
უნდა მიექციათ იმ
პრობლემებზე, რომელიც მათ
მშობლიურ ქვეყანაში
არსებოდა საკანონმდებლო
თეორიულ
თუ
პირად პრაქტიკულ
გამოცდილებაზე დაყრდნობით.
კომისიამ
შესაძლოა
შეარჩია მხოლოდ
რამოდენიმე დაახლოებით
რამდენიმე ათასი
გზავნილიდან და საბოლოოდ
მათი ავტორები მოიწვია.
პირველ დღეს რეგიონალური
დიალოგი წარიმართა
პარალერულ რეჟიმში და
ორგანიზატორებმა
განაცალკევეს სახელმწიფოს
ოფიციალური
წარმომადგენლები და
აქტივისტები სხვადასხვა
საკონფერენციო დარბაზებში.
როგორც დაგეგმილი იყო
რეგიონის შერჩეულ 13
სახელმწიფოდან ყველა
ოფიციალური
წარმომადგენელი არ
გამოცხადებულა და მეორე
დღეს მათგან მხოლოდ 3
შეურთდა აქტივისტებს.
სახელმწიფოს
წარმომადგენლებისგან
განსხვავებით
აქტივისტებმა აქტიურად და
ენთუზიაზმით გაუზიარეს
დიალოგის მონაწილეებს და
კომისიის წარმომადგენლებს
თავიანთი პირადი
გამოცდილება იმ მიზნით,
რომ დახმარებოდნენ
კომისიას მაქსიმალურად
ეფექტური რეკომენდაციების
და შესაბამისი სამოქმედო
გეგმის შემუშავებაში.
გლობალური კომისია
შიდსისა და კანონის
შესახებ შეიქმნა 2010
წლის ივნისში გაეროს
განვითარების პროგრამის
მიერ გლობალური ლიდერობის
უზრუნველსაყოფად შიდსთან
დაკავშირებული
საკანონმდებლო და
ადამიანის უფლებების
საკითხების: ანალიზის,
რეალურ და ინფორმირებული
საჯარო დიალოგის
განმტკიცების მიზნით, იმ
დიალოგისა, რომელიც
ეყრდნობა ადამიანის
უფლებების დაცვაზე
დაფუძნებულ
კანონმდებლობას და
პოლიტიკას აივ ვირუსთან
დაკავშირებით, რაც
საბოლოოდ საფუძველს
გახდის გამოკვეთილ და
შესრულებად
რეკომენდაციების
შემუშავებას.
„რეგიონალური დიალოგის“
პირველი დღე
აქტივისტებთან გაიხსნა
ვივიკ დივანის მიერ,
რომელიც იურისტია
ბომბეიდან და მუშაობს
გაეროს განთვითარების
პროგრამის ადამიანის
უფლებების, გენდერულ და
სექსუალურ
მრავალფეროვნების
საკითხებზე მომუშავე
განყოფილებაში ნიუ-იორკში.
მან დიალოგის მონაწილეებს
მოკლედ შესავლის სახით
განუმარტა შიდსისა და
კანონის კომისიის
მუშაობის ძირითადი
საკითხების შესახებ და
დასმულ შეკითხვებს
უპასუხა. მან ხაზი გაუსვა
კომისიის დამოუკიდებლობის
საკითხს სხვა გაეროს
სპეციალიზირებული
დაწესებულებებისგან
განსხვავებით და
განაცხადა, რომ ამ
კომისიის საბოლოო
პროდუქტი იქნება
გავლენიანი
რეკომენდაციები და არა
500 გვერდიანი წიგნი.
კომისარმა პრასადო რაომ
კიდევ ერთხელ შთააგონა
ენთუზიაზმით რეგიონალური
დიალოგის მონაწილეები და
მათ მოუწოდა: „თქვენ
საშუალება გაქვთ იყოთ
ცვლილებების აგენტები...“.
დიალოგის ორივე დღის
განმავლობაში აქტივისტები
აქტიურად მუშაობდნენ და
იმ იმედით დაიშალნენ, რომ
მათი ქვეყნის
სახელმწიფოები
გაითვალისწინებენ
იმ რეკომენდაციებს,
რომელიც კომისიის მიერ
2011 წლის ბოლოსთვის
იქნება მზად. |