იურიდიული კონსულტაცია

 

 

მკურნალობის წიგნიერების და ადვოკატირების სახელმძღვანელოები

 

მეთადონური მკურნალობა ციხეში

 

მეთადონური ჩანაცვლებითი თერაპია ქალაქ ქუთაისშიც დაიწყო

 

მეთადონური მკურნელობა საქართველოში

 

დუმილის მენტალიტეტი

 
 
ახალი კანონმდებლობა აივ/შიდსის შესახებ
23 ივნისი, 2010 წელი
ნარკო პოლიტიკა საქართველო

2009 წლის ივლისის თვეში ნარკო პოლიტიკა საქართველოს ვებ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი კანონის პროექტი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ჩაანაცვლებდა 1995 წელს მიღებულ კანონს -  ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ.

2009 წლის ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. კანონის მიხედვით სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მკაცრად დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი, მაგრამ ამავე დროს ვალდებულია ასევე აცნობოს აივ ინფიცირების შესახებ პაციენტის მეუღლეს ან სექსუალურ პარტნიორს თუ პაციენტი მათ საკუთარი ნებით არ აცნობებს აღნიშნულს.

პირველად კოდიფიცირებულ კანონმდებლობაში, ახალ კანონში აივ ინფექცია/შიდსის შესახებ განმარტებულია რა არის ზიანის შემცირება. ახალი

კანონის მიხედვით აივ ინფექცია/შიდსის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპია: ზიანის შემცირების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. კანონი ასევე დამატებითი გარანტიების სახით განამტკიცებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საშუალებებს.  

2010 წლის 1 თებერვლის საკანონმდებლო აქტი ახლებურად აწესრიგებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღების წესსაც. ახალი წესით, მუდმივი ბინადრობის მისაღებად აღარ არის აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა (მათ შორის აივ/შიდსზე), როგორც აღნიშნულს ადრე მოქმედი წესი ითვალისწინებდა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განმხილველ ორგანო უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების დროს გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად მოითხოვოს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. კონკრეტული განსაკუთრებული შემთხვევის განსაზღვრა დამოკიდებულია საქმის განმხილველ ორგანოზე.

საქართველოში დღემდე მოქმედებს ორი სახის ბინადრობის ნებართვა: დროებითი 6 წლამდე ვადით და მუდმივი. 2010 წლის 1 თებერვლამდე ჯანმრთელობის ცნობა აუცილებელი იყო მხოლოდ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

2006 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებულმა კანონმა უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ჩაანაცვლა 1993 წლის 7 ივლისის მიგრაციის და ასევე 1993 წლის 3 ივნისის კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ახალმა კანონმა მათ შორის განსაზღვრა საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ახალი წესები. მანამდე მოქმედი კანონმდებლობა სახელმწიფო მოხელეებს აძლევდა დისკრეციის უფლებამოსილებას „საშიში დაავადებების გავრცელების“ საფუძველზე უარი ეთქვათ საქართველოს ტერიტორიაზე  უცხოელის შემოსვლაზე და ბინადრობის ნებართვის მიცემაზე, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილება უფრო ფორმალობა იყო ვიდრე პრაქტიკა.

რამდენადაც ცნობილია 1990-იან წლებში რაიმე გახმაურებული შემთხვევა აივ/შიდსის სტატუსის გამო დისკიმინაციის საფუძვლით უცხოელისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე ან ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარი არ არის ცნობილი.  

ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანონით განსაზღვრული სხვა მრავალი ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლას ვიზის მიღება არ ჭირდება. აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებს და იმ პირებს, რომლებიც მითითებულ ქვეყნებში აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეუძლიათ საქართველოში შემოვიდნენ უბრალოდ თავიანთი პირადობის მოწმობებით, პასპორტები არ არის აუცილებელი მოთხოვნა.

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით