სადაც ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევა.
შედეგად მას დაუდგინდა მარიხუანას
მოხმარების ფაქტი. პოლიციამ წარადგინა
პიროვნება სასამართლოს წინაშე, რომლის
გადაწყვეტილებითაც ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის
მიხედვით იგი დაჯარიმდა 500 ლარით.
კოდექსის
45-ე მუხლი:
ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით
უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების
მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული
საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების
გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500
ლარის ოდენობით ან, გამონაკლის
შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და
დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ
ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება,
– ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე
ვადით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატაში. სააპელაციო საჩივარში
მან აღნიშნა, რომ ბოლო რამოდენიმე წელია
დაავადებულია მძიმე განუკურნებელი
დაავადებით და მკურნალობისათვის ყოველდღე
იღებს სპეციფიკურ წამლებს. სწორედ
ერთ-ერთი წამლებს შორის იძლევა ცრუ
დადებით რეაქციას შარდში
ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის)
მოხმარების და ასევე ბენზოდიაზეპინების
ჯგუფზე. სააპელაციო საჩივარს აპელანტმა
ასევე დაურთო ცნობა სამედიცინო
დაწესებულებიდან - შიდსის ცენტრიდან.
ცნობას ხელს აწერდა შესაბამისი ექიმი
სპეციალისტი, რომელიც ადასტურებდა
აპელანტის არგუმენტებს „ეფავირენზის ცრუ
დადებითი რეაქციის შესახებ“.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ
გადაწყვეტილება გამოიტანა ზეპირი
განხილვის გარეშე და აღნიშნა, რომ
შესაძლებელია პრეპარატ ეფავერინზს მართლაც
გააჩნდეს ცრუ დადებითი რეაქცია შარდში
ტეტრაჰიდროკანაბინოლსა და
ბენზოდიაზეპინების ჯგუფზე, მაგრამ ცხადია,
რომ ერთის მხრივ ლაბორატორიული
გამოკვლევით დადგენილია მარიხუანას
მოხმარების ფაქტი და მეორეს მხრივ
აპელანტმა პირველი ინსტანციის
სასამართლოში დაადასტურა, რომ მან ჩაიდინა
სამართალდარღვევა მარიხუანის მოხმარების
ფაქტზე, რაც ოქმშია
ასევე დადასტურებული.
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და
გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
აიც ინფიცირებული, რომელმაც ადვოკატის
მომსახურებით ისარგებლა აცხადებს, რომ
თავდაპირველად მან არ იცოდა აღნიშნულის
შესახებ, მაგრამ მოგვიანებით გაიხსენა,
რომ პრეპარატ ეფავირენზის ცრუ დადებითი
რეაქციების შესახებ ვიღაცამ უთხრა. მეტი
ინფორმაციის მისაღებად მან შიდსის ცენტრს
მიმართა.
ეფავირენზი არის ერთ-ერთი მედიკამენტი,
რომელიც საქართველოში
ანტირეტროვირუსულ
თერაპიაში
გამოიყენება.
ანტირეტროვირუსული
თერაპია საქართველოში 1996 წლიდან
მოქმედებს. 2004 წლის დეკემბრიდან თერაპია
ხელმისაწვდომია ყველა რეგისტრირებული აივ
ინფიცირებულებისთვის.
|