|
|
|
აივ
ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია
საქართველოში |
საქართველოს ინფექციური პათოლოგიის,
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის
ინფორმაციით
საქართველოში 2013 წლის
18 მარტის
მონაცემებით
რეგისტრირებულია:
შიდსის ვირუსით ინფიცირების
3724 შემთხვევა.
მათ შორის
2732
- მამაკაცია
და
992
- ქალი.
პაციენტთა
უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
შიდსი განუვითარდა
2379 პაციენტს,
816
გარდაიცვალა.
ნარკოტიკების
ინექციური გზით მოხმარება კვლავ „მნიშვნელოვან“
გზას წარმოადგენს აივ ვირუსის
გადაცემის გზების მიხედვით
და 53,0%-ს
შეადგენს
რეგისტრირებული შემთხვევების.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო
ინარჩუნებს აივ/შიდსის ვირუსის |
შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული
ცენტრი |
|
გავრცელების დაბალ მაჩვენებელს წლების
მიხედვით ზრდა შეუქცევადია.
საქართველოს ინფექციური პათოლოგიის,
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი არის
საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და
სოციალური დაცვის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სამთავრობო
სტრუქტურის ორგანო. აღნიშნული ცენტრი 1989
წელს ჩამოყალიბდა. |
|
|
ზიანის
შემცირება |
„ზიანის
შემცირება" გულისხმობს ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირებას საზოგადოებაში და მოიცავს
სამედიცინო, სოციალურ და პოლიტიკურ
მიდგომას.
როდესაც
ლაპარაკია
ნარკოტიკების
მოხმარებისა და
აივ/შიდსის
გავრცელებაზე შეუძლებელია არ
ვახსენოთ „ზიანის
შემცირება", როგორც
ერთ-ერთი
განსაკუთრებით
ეფექტური
საშუალება აივ/შიდსისა
და სხვა
სისხლის გზით
გადამდები
დაავადებების
გავრცელების
შეჩერებისათვის.
„ზიანის
შემცირება" მოიცავს კომპლექსურ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ნარკოტიკის მომხმარებლებს
შორის, მაგალითად შპრიცების
გაცვლა, მეთადონური მკურნალობა
(ჩანაცვლებითი
თერაპია), ელემენტარული სამედიცინო
განათლება, სოციალური მუშაკების მუშაობა რისკ ჯგუფებთან და
ა.შ.
„ზიანის
შემცირების" პროგრამები პირველად 80-იან წლებში
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში
დაიწყო , ხოლო შემდეგ აზია,
კავკასია და
ევროპის აღმოსავლეთ ნაწილიც
მოიცვა.
უკანასკნელ წლებში ზიანის შემცირების პროგრამები არა მარტო რაოდენობრივად არამედ
ხარისხობრივადაც
შეიცვალა, რამოდენიმე ქვეყანაში კი
„ზიანის
შემცირება" სახელმწიფო სტრატეგიის
ნაწილად
აღიარეს.
|
|
შპრიცების
გაცვლა |
შპრიცების გაცვლა გულისხმობს ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა უფასოდ სტერილური შპრიცებით უზრუნველყოფას.
მისი ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პროგრამის მონაწილე
„კლიენტი" ნახმარ შპრიცს, სტერილურ შპრიცზე ცვლის. საბოლოოდ კი ვირუსიანი შპრიცი სანიტარული დაცვის წესებით ნადგურდება. აღნიშნული ხელს უწყობს, როგორც სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების შეჩერებას ასევე ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის ნდობის მოპოვებას და საბოლოოდ კი
მათ
ინტეგრირებას
საზოგადოებაში.
|
|
|
ჩანაცვლებითი
თერაპია |
ზიანის შემცირების არსი არ გამორიცხავს
იმასაც, რომ ადამიანმა საერთოდ უარი თქვას ნარკოტიკული ნივთიერებების
მოხმარებაზე, რის ნათელ მაგალითსაც მეთადონური ანუ ჩანაცვლებითი თერაპია
წარმოადგენს. |
|
|
ჩანაცვლებითი
მკურნალობა
ხელს უწყობს:
|
ზემოქმედება
ნარკოპოლიტიკაზე |
|
ზიანის შემცირების
პოლიტიკა ძირითადად დაფუძნებულია ჰუმანურ
პრინციპებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე
და საზოგადოებაში იმ ზიანის შემცირებაზე,
რაც გამოწვეულია ნარკოტიკების მოხმარებით
და აივ/შიდსის ვირუსით
ზიანის შემცირება ხელს უწყობს
კანონმდებლობის სრულყოფას, მის
ლიბერალიზაციას, რეალობასთან
შესაბამისობაში მოყვანას, ინფორმაციული
ვაკუუმის აღმოფხვრას,
|
|
საზოგადოების ინტერესების დაცვას და ამგვარად
პოზიტიურ ზემოქმედებას სახელმწიფო
პოლიტიკაზე.
|
|
|
|
|
|