იურიდიული კონსულტაცია

 

 

უფლება ბლოგი

 

მარიხუანას კრიმინალიზაციის კიდევ ერთი მსხვერპლი თბილისში

 

პირველი მარიხუანას აქცია თბილისში

 

დემურ სტურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

 

აივ ინფიცირებული დაჯარიმდა მედიკამენტ ეფავირენზის გამო

 
 

 

კანონი კლავს

ნარკო პოლიტიკა საქართველო
10 დეკემბერი, 2016 წელი

მოახლოებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, 2016 წლის 7 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ჩატარდა მანიფესტაცია საქართველოში მკვლლი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად. მანიფესტაცია გაიმართა ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის („ჯენპუდის“) ინიციატივით, „თანადგომის“ და „საქართველოს ზიანის შემცრიების ქსელი ორგანიზებით, ასევე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერით. 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მრავალი ასობით ადამიანი შეიკრიბა ორგანიზატორების მიერ წინასწარ დადგმულ სახრჩობელასთან, აღჭურვილი კონკრეტული არგუმენტებით, საქმეებით და ხელისუფლების მიმართ ემოციური მოწოდებებით ნარკოპოლიტიკის ცვლილებებისკენ, სწორედ იმ დაპირების შესრულების მოთხოვნით, რომელიც არჩევნების წინ უხვად გაიცა.

სახრჩობელას დემონსტრაცია იყო სიმბოლო საქართველოს ნარკოპოლიტიკის იმ რეალობის, რომელიც ათეული წლებია ქვეყანას გამოარჩევს, როგორც არაჰუმანურ, არაცივილიზირებულ ქვეყანას თავისი მკვლელი ნარკოპოლიტიკით, რაც იწვევს საზოგადოების სიღარიბეს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის სიცოცხლის უფლების და ტანჯვის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის უფლების დარღვევას.  

ყოვლად შემაძრწუნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედი ტოტალიტარულ დევნაზე დაფუძნებული სისტემის გადმონაშთი მკვლელი ნარკოპოლიტიკის გამო მრავალმა ახალგაზრდა ადამიანმა უკვე თვითმკვლელობითაც დაასრულა სიცოცხლე, აგრეთვე მიუხედავად არაერთი საარჩევნო დაპირებებისა დღევანდელი არჩეული ხელისუფლება კვლავ არ არის მოწოდებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ცვლილებებისთვის და კვლავ მასობრივად  ახორციელებს ახალგაზრდების დაპატიმრებას, ჩვენი ოჯახების დევნას, დანაშაულის ზრდას, პროგრესის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლას.

სწორედ ამიტომაც 7 დეკემბრის დემონსტრაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ყურადღების სამიზნე გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის, რომელიც ასევე პოლიტიკური უმრავლესობის და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან კომენტარის საგანი გახდა. 10 დეკემბერს ასევე თბილისში, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის - თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებითაც გაიმართა მორიგი დემონსტრაცია ნარკოპოლიტიკის ცვლილებების და ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება გაერთიანებული დაიცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

 

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით