|
მარიხუანას
შენახვისთვის
ათიათასობით
ადამიანი არ
დაუკავებიათ,
ამავე შტატმა 40
მილიონი
საგადასახადო
შემოსავალი მიიღო
სახელმწიფო
ბიუჯეტისთვის და
8 მილიონი გადადო
მოზარდების
განათლებისა და
ნარკოტიკების
მოხმარების
პრევენციის
ღონისძიებებისთვის.
ამერიკული
არასამთავრობო
ორგანიზაცია
ნარკოპოლიტიკის
ალიანსი თავის
ანგარიშის
მიხედვით
გვაწვდის ასევე
მნიშვნელოვან
ფაქტებს:
დანაშაულის
კლება,
სატრანსპორტო
შემთხვევათა
კლება,
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შემოსავლების
ზრდა, სამუშაო
ადგილების ზრდა
და ეს ყველაფერი
ხდება 2014 წლის
1 იანვრიდან, მას
შემდეგ, რაც
კოლორადოში
პირველი
მარიხუანის
მაღაზიები
გაიხსნა. |
წარმოდგენილი
ანგარიშიდან
შეგვიძლია
გამოვყოთ ყველაზე
საინტერესო
ფაქტები და
ციფრები:
დანაშაულის
შემცირება -
ძარცვა კოლორადოს
შტატის ქალაქ
დენვერში
შემცირდა 9,5%-ით
და საკუთრების
წინააღმდეგ
მიმართული
დანაშაული
8,9%-ით;
ბიუჯეტის
შემოსავლები
- 2014 წლის
იანვრიდან 2014
წლის ოქტომბრამდე
მარიხუანის
მაღაზიებიდან
მიღებულმა
შემოსავალმა 40.9
მილიონ დოლარს
მიაღწია (მოცემულ
ციფრში არ შედის
ლიცენზიის და
სხვა გადასახადის
და სამედიცინო
მარიხუანისგან
მიღებული
შემოსავალი).
კოლორადოს შტატის
ბიუჯეტის
კომიტეტმა 2,5
მილიონი დოლარი
გადადო შტატის
საჯარო სკოლებში
სამედიცინო
პერსონალის
რაოდენობის
გასაზრდელად.
ახლად
დასაქმებული
სამედიცინო
პერსონალი,
რომელიც მოიცავს
ექთნებს და
სოციალურ
მუშაკებს,
მომავალში
მიზანმიმართულად
იმუშავებს
ფსიქიკურად
დაავადებულ
პირებთან და
სტუდენტებთან
ნარკოტიკების
მოხმარების
პრევენციის
საკითხებზე;
საგზაო
შემთხვევათა
შემცირება -
მარიხუანის
ლეგალიზაციის
მოწინააღმდეგების
არგუმენტები, რომ
ლეგალიზაცია
გამოიწვევდა
ფატალურ საგზაო
შემთხვევათა
ზრდას, პირიქით
საწინააღმდეგო
რამ მოხდა: 2014
წლის 11 თვის
განმავლობაში ამ
შტატის ფატალურ
საგზაო
შემთხვევათა
რიცხვი 436 იყო,
წინა 2013 წლის
11 თვის 449
შემთხვევასთან
შედარებით, ე.ი.
3%-იანი კლებაა;
მოზარდებისთვის
პრევენციული
ღონისძიებები
- შტატებმა 8
მილიონი დოლარი
გადადეს
მარიხუანის
მაღაზიებიდან
მიღებული
შემოსავლებიდან,
იმისათვის, რომ
გატარდეს
პრევენციული,
საგანმანათლებლო,
ფსიქიკური
დაავადებების და
საზოგადოების
განვითარებაზე
ორიენტირებული
პროგრამები
(წაიკითხეთ
სრულად
ანგარიში).
პირველად
ისტორიაში 2012
წლის 6 ნოემბერს
ორმა აშშ-ს
შტატმა: კოლორადო
და ვაშინგტონმა
განახორციელა
მარიხუანის
მოხმარებისა და
გაყიდვის
ლეგალიზაცია,
მათ მიყვნენ
ასევე სხვა
შტატებიც,
როგორიცაა
ორეგონი, ალასკა
და აშშ-ს
დედაქალაქი
ვაშინგტონი
(კოლუმბიის ოლქი).
ამის შემდეგ
დაახლოებით ერთი
წელი დაჭირდა
საკანონმდებლო
დონეზე
ლეგალიზაციის
მოწესრიგებას და
ეხლა ჩვენ
მომსწრე ვართ
წარმატებული
ისტორიების
არამარტო
კოლორადოს
შტატიდან.
ამჟამად კვლავ
სხვა შტატების
მოსახლეობასაც
უნდა და ცდილობს
მარიხუანის
ლეგალიზაციას.
ამავე 2012 წელს
მარიხუანის სრული
ლეგალიზაცია
განხორციელდა
ურუგვაიშიც, მის
პრეზიდენტს ხოსე
მუხიკას ნობელის
მშვიდობის პრემია
მისცეს, რომელიც
მარიხუანაზე
ლაპარაკობდა,
როგორც მშვიდობის
და
ურთიერთგაგების
საშუალებაზე.
ევროპის უმეტეს
ქვეყანაში
გარკვეული მცირე
მასშტაბით დე
ფაქტო
ლეგალიზაცია და
ტოლერანტული
ნარკოპოლიტიკაა,
ასევე
მიმდინარეობს
მნიშვნელოვანი
საჯარო
დისკუსიები
მარიხუანის
დეკრიმინალიზაციის
და ლეგალიზაციის
შესახებ.
2013 წლის 2
ივნისს პირველი
მარიხუანის
დეკრიმინალიზაციის
მოთხოვნით აქცია
სახელწოდებით „2.06“
თბილისშიც
ჩატარდა, რომელიც
ისტორიის ნაწილი
გახდა, მაგრამ
არაჰუმანური
ნარკოპოლიტიკის
შესაცვლელად
საქართველოში ამ
მხრივ პროგრესი
არ არის, პირიქით
მიმდინარეობს
კვლავ
ახალგაზრდების
დაპატიმრება, მათი ოჯახების
დევნა,
დანაშაულის ზრდა,
პროგრესის და
საზოგადოების
წინააღმდეგ
ბრძოლა, რაც
საბოლოოდ იწვევს
შავი
ნარკობიზნესის
გამდიდრებას და
კორუფციას. |