გამოთქმულია მოსაზრება,
რომ თუ ადექვატური
ისპექტირების და
კონტროლის ღონისძიებები
არ განხორციელდა
აღნიშნულმა შეთანხმებამ
შეიძლება გამოიწვიოს უფრო
მეტი ნარკოტიკების
შემოდენა საქართველოში:
„ეს სავარაუდოდ ცხადია,
რადგან ავღანეთის
ოპიატები ირანს გაივლის.
ოპიატების კონტრაბანდა
პრობლემაა ირანის ყველა
საზღვრის: სამხრეთის,
დასავლეთის და ჩრდილოეთის
გასწვრივ, რაც საკმარისი
მიზეზია შეშფოთებისთვის,
რომ ირანმა და
საქართველომ შეიძლება
მიიზიდოს „ახალი“
მარშრუტი“.
სპეკულაცია თემაზე
ნარკოტიკების ბრუნვის
შესახებ სეპარატისტულ
სამხრეთ ოსეთისა და
აფხაზეთის ტეროტორიებზე
აღწერილია ანგარიშის
შესავალ ნაწილში.
ანგარიშში ხაზგასმულია,
რომ ასეთი ინფორმაციის
გადამოწმება ვერ ხდება,
რადგანაც ეს ტერიტორიები
საქართველოს
სამართალდამცავი
სტრუქტურების კონტროლს
მიღმაა და ნაკლებია ან
საერთოდ არ არსებობს
ინფორმაციის გაცვლა
ნარკოტიკების ბრუნვის
შესახებ რუსეთის
საოკუპაციო ძალების ან
დეფაქტო მთავრობებსა და
საქართველოს მთავრობას
შორის.
ანგარიშში 5 ძირითადი
ნარკოტიკის სახეობაა
გამოაშკარავებული:
ჰეროინის, სუბუტექსის,
მეთადონის და მარიხუანას
ხელმისაწვდომობა შიდა
ბაზარზე. სუბუტექსი,
როგორც ცნობილია სავაჭრო
სახელია ბუპრენორფინის,
რომელიც მთელი ევროპის
მასშტაბით იწარმოება და
ოპიატებზე
დამოკიდებულების
სამკურნალოდ გამოიყენება.
ამავე დროს ბუპრენორფინი
არ არის ოფიციალურად
დარეგისტრირებული
სამკურნალო ნივთიერება.
ნარკოტიკული
ნივთიერებების შესახებ
ფასების უზუსტობა
მოცემულია ანგარიშის
„მიწოდების შემცირების“
თავში: „ზოგადად
ნარკოტიკები, და
განსაკუთრებით ოპიოდური
ნარკოტიკები არის ძალიან
ძვირი საქართველოში.
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
მოწოდებული ინფორმაციით
2010 წელს ქუჩის ფასების
მიხედვით ერთი გრამი
ჰეროინის ფასი 600-700
აშშ დოლარია, ოპიუმის
ფასი 27-45 და 8 მგ
ტაბლეტი სუბუტექსის ფასი
300 აშშ დოლარია.
ამავედროს ფასების ასეთი
ოდენობა მთლად არ
ემთხვევა ექიმების, ქუჩის
ნარკო დილერების და მათი
ნარკოტიკების
მომხმარებელი კლიენტების
მოწოდებულ ინფორმაციას.
ასევე ფართო მერყეობაა
ნარკოტიკების ფასებს
შორის საზღვრების
გასწვრივ. ადგილობრივი
ინფორმაციის წყაროები
მიუთითებენ, რომ თურქეთის
საზღვარზე ჩეჩენი, ქურთი
ან თურქი დილერისგან
ნაყიდი სუფთა ჰეროინის
ფასი 40-50 აშშ დოლარია“.
ანგარიში მიუთითებს, რომ
მოქმედი შიდა
კანონმდებლობა არ
შეესებამება გაეროს
„კონვენციებს
ნარკოტიკების შესახებ“,
ასევე აღნიშნულია
2008-2009 წლებში
წარდგენილი ნარკო
კანონმდებლობის შესახებ,
რომელიც პარლამენტში
გადადებული და უმოძრაოდ
არის დატოვებული. ისეთი
ნაკლოვანებები, როგორიც
არის კონკრეტული
ანტინარკოტიკული
სტრატეგიული გეგმის
არარსებობა და უწყებათა
შორის კორდინაციის
პრობლემა მოცემულია ბ-ე
ქვეთავში: ნარკო
კონტროლის მიღწევები,
პოლიტიკა და ტენდენციები.
2007 წელს მიღებულმა და
დღემდე მოქმედმა
ანტინარკოტიკულმა
ეროვნულმა სტრატეგიამ
მხოლოდ ზოგადად
განსაზღვრა მთავარი
პრიორიტეტები,
შესაბამისად დოკუმენტს არ
გააჩნია კონკრეტული
სახელმძღვანელო ამავე
სტრატეგიის
განხორციელებისათვის.
პრობლემები შემჩნეულია
ისეთ საკითხებში
როგორიცაა: პრევენციის
ღონისძიებები;
მკურნალობის მეთოდები,
რომელიც შედგენილია
ნაკლები ყურადღებით, ან
მეთოდები ყოველგვარი
ყურადღების გარეშე ტოვებს
დეტოქსიკაციის შემდგომ
რეაბილიტაციის საკითხს;
არაადექვატურია
ინფორმაცია საშიში
ნარკოტიკების შესახებ და
სტატისტიკა, რომელიც
შეზღუდულია და
არასარწმუნო.
ნარკოტიკების
მომხმარებლების გადასვლა
კუსტარულად დამზადებულ
ნარკოტიკებზე და
სტატისტიკის არ არსებობა
სახლში, კუსტარულად
დამზადებულ სტიმულატორი
ნარკოტიკული
ნივთიერებების შესახებ
ასევე აღნიშნულია
ანგარიშში.
არასაიმედი მონაცემები
არსებობს
ნარკოტიკებზე
დამოკიდებულთა რაოდენობის
შესახებ, რადგანაც
სტატისტიკა სუსტად არის
დაცული და მერყეობს
ინფორმაციის წყაროს
მიხედვით: „საქართველოს
ნარკოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის
მიხედვით ინტრავენური
ნარკოტიკების
მომხმარებელთა ოდენობა
4.5 მილიონ მოსახლეობაში
დაახლოებით არის 40,000.
გაეროს მეთოდოლოგიის
გამოყენებით მკლვლევარები
ვარაუდობენ, რომ
მოსახლეობის დაახლოებით
სამი პროცენტი შეიძლება
მოიხმარდეს ნაკოტიკულ
ნივთიერებებს, რაც
მთლიანობაში არის
138,000. ადგილობრივი
ექსპერტები კი
მონაცემებად ასახელებენ
200,000-ზე მეტ
ნარკოტიკების
მომხმარებლებს, აღნიშნული
ოდენობა მოიცავს ასევე
ნარკოტიკების მომხმარებელ
ერთჯერად
ექსპერიმენტატორებსაც.
პრობლემები კვლავ
არსებობს, მიუხედავად
ქვეყნის გაზრდილი
დაფინანსების წვლილისა
მკურნალობასა და
პრევენციის საკითხებში.
ანგარიშში მოცემული
ინფორმაციის მიხედვით
არსებობს ნაკლები
კვალიფიკაციის
ასამაღლებელი კურს
გავლილი ადამიანური
რესურსი. ძვირად ღირებული
დეტოქსიკაციის პროგრამები
ხორციელდება ოთხ
სახელმწიფო დაფინანსებულ
კლინიკაში, რომელსაც
თვეში 25 პაციენტის
მკურნალობის შესაძლებლობა
გააჩნია და დეტოქსიკაციის
ფასი 1000 – 1500 აშშ
დოლარია; პირველადი
რეაბილიტაციის ფასი 570
აშშ დოლარია და მეთადონის
ჩანაცვლებითი თერაპიიის
ცენტრები არ მოიცავენ
გრძელვადიან
ფსიქო-სოციალურ
რეაბილიტაციის პროგრამას.
ანგარიშში ხაზგასმულია
აგრეთვე საქართვველოს
მთავრობის მნიშვნელოვანი
წვლილი კორუფციის
აღმოფხვრის მხრივ,
რომელსაც ეს კურსი დღემდე
შემართებით უპყრია ხელთ,
მაგრამ საბოლოოდ
აღნიშნული ნაკლები
კოორდინაცია სახელმწიფო
უწყებებსა და
ნარკოტიკების საკითხებით
დაკავებულ ორგანოებს
შორის ართულებს ამ მიზნის
მიღწევას. |